ახლა უკვე www.IRDB.ge

ჩვენი  ბლოგი  გადავიდა  საიტზე:  htpp://IRDB.ge

Blog moved to:  http://IRDB.ge

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

Euroscepticism in Czech Republic

Author:   Andriy Korniychuk

October, 2009


The aim of this work is to analyze the rise and evolution of Euroskepticism in Czech Republic. This country was chosen because it is interesting and important to understand why a member state that benefited so much from European integration ended up in being so Euroskeptical. It is a well-know fact that Czech Republic remains to be the most Euroskeptical state of Eastern Europe . The country’s position towards EU had been discussed once more after the successful referendum on Lisbon treaty in Ireland; hence Czech Republic (its president to be precise) is the only country blocking the full ratification of the treaty. Therefore this paper’s goal is to give an explicit analysis of the evolution of Czech’s Euroskeptical attitude towards EU.

The paper will be structured in the following way – first, the explanation of the term Euroskepticism will be given, later – the evolution of Euroskepticism in Czech Republic will be traced, concentrating on the most important aspects, which gave rise to the “Euroskeptical wave” in the country. In the end, the potential evolution of the country’s position towards European integration will be analyzed.

It is vital to understand the meaning of a term Euroskeptical, before going deeper into analysis. Skeptic descends from a Greek word “skeptikos” meaning opposed to easy acceptance of other arguments. If we look at Webster’s Unabridged we will find that skeptic “is a person who habitually doubts, questions or suspends judgment upon matters generally accepted” and that skepticism is “a philosophical doctrine that the truth of all knowledge must be always in question and that inquiry must be a process of doubting . Euroskeptic position is to doubt that European integration project is successful and necessary. It is important to note at this point that many of the Euroskeptics are not against the co-operation between particular states in order to benefit. However, the mainstream of the Euroskeptics is quite hostile to building one European power, sharing common interest and identity or, for instance, creating a united Europe able to represent European countries as one on the world stage .

It is important to add that the scholars over the years created their own classification of Euroskepticism. Among the different types of skepticism the ones that are most frequently used are the following ones: identity-based skepticism as a contradiction between national and European identity; cleavage-based linked to dividing lines in the society; policy based is a concrete reaction towards particular policy or action; institutional Euroskepticism deals with relations between national and EU institutions; national interest-based skepticism deals with the defense of national interests rather then applying to European goals; experience based skepticism is a result of membership negotiations, assumed to be unfair and imposed in a harsh way by EU .

Besides that we can often hear about two other forms of Euroskepticism – “hard” and “soft”.  “Hard  Euroscepticism  points  at  a principled opposition to the EU and European integration, whereas the soft version implies an  expression  of  qualified  opposition  to  the  EU,  or  a  sense  that  national  interest  is currently at odds with  the EU’s  trajectory” .

To sum up it is important to mention that the only positive solution to the European project for Euroskeptics is the “minimum integration for peace and prosperity with a maximum preservation of national sovereignty” .

Dealing with the Czech case it is important to emphasize the three most notable points, which gave rise to the Euroskeptic ideas in the country. Looking at the research done by Czech and other European scholars it can be marked that the accession negotiations, national identity and economical uncertainty are those three key elements to be analyzed if we want to understand the country’s skeptical view. Continue reading

Posted in ესსეები, სტატიები & რეპორტაჟები / Essays, Articles & Reports | Tagged , , , , , | 8 Comments

გლობალიზაცია, ვესტერნიზაცია და მოდერნიზაცია

ავტორი:  ქეთევან  ბოლქვაძე

2008  წლის  ნოემბერი

პროცესი, პრობლემები და შედეგი

დღესდღეობით “გლობალიზაცია” როგორც ტერმინი, როგორც კონცეფცია, თუ უბრალოდ როგორც ლოზუნგი უფრო ხშირად გამოიყენება მთელს მსოფლიოში ვიდრე სხვა რომელიმე სიტყვა.

ერთნი გლობალიზაციას, როგორც ტრაგიკულ პროცესს ისე აღიქვამენ და მას სწრაფმავალ მატარებელს ადარებენ, რომელიც თავის გზაზე ყველას და ყველაფერს განურჩევლად ანადგურებს. მეორენი კი ფიქრობენ, რომ ეს პროცესი უცილობლად კეთილისმომტანი იქნება მსოფლიო კაცობრიობისთვის და ცდილობენ, რაც შეიძლება მალე დაიკავონ ადგილები “მატარებელზე”, რომელიც მათ ეკონომიკურ ზრდასა და მოდერნიზაციამდე მიიყვანს.

რაც შეეხება გლობალიზაციის კონცეფციის ჩამოყალიბებას, ერთი შეხედვით მას ძალიან მოკლე ისტორია აქვს. როგორც წესი სოციალურ მეცნიერებებში ძალზედ რთულია ტერმინის ზუსტი წარმოშობის განსაზღვრა, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ზემოთ აღნიშნული ტერმინის განმარტება პირველად 1994 წელს გამოშვებულ ოქსფორდის სოციოლოგიის ლექსიკონში გვხვდება. ლექსიკონის მიხედვით, გლობალიზაცია არის თეორია, რომელიც ცდილობს შეისწავლოს გლობალურ კულტურათა სისტემის ჩამოყალიბება. მაგრამ ამასთან ყურადსაღებია ისიც, რომ ეს ტერმინი ჯერ კიდევ 1966 წელს გამოიყენა ჟურნალისტმა ვ.ე. მურმა (Moore W.E.) სოციოლოგიის ამერიკულ ჟურნალში დაბეჭდილ სტატიაში “გლობალური სოციოლოგია: მსოფლიო როგორც ერთიანი სისტემა”. ზოგიერთი მეცნიერი კი იმასაც ამტკიცებს რომ იბნ ხალდუნი (1332-1406) ავტორი წიგნისა “უნივერსალური ისტორიის პროლეგომენონი” იყო პირველი, ვინც გლობალიზაციის კონცეფციას ჩაუყარა საფუძველი. ასე რომ შეიძლება დავასკვნათ, რომ გლობალიზაცია, როგორც სოციალური პროცესი, საკმაოდ ძველია და უფრო გრძელი ისტორია აქვს ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ისტორიიდან უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმის შესახებ, თუ როგორ ავრცელებდნენ სხვდასხვა კულტურას თუ რელიგიას ამ თუ იმ ქვეყანაში ჩასული ვაჭრები.

ჰოლანდიელი მეცნიერის ნედერვეენ პიტერსის მიხედვით, დღესდღეობით კულტურათა გლობალიზაციის პროცესისადმი 3 დამოკიდებულება არსებობს. პირველი პირდაპირ გულისხმობს სხვადასხვა კულტურათა შეუთავსებლობას, ან უბრალოდ ცივილიზაციათა შეჯახებას, როგორც ეს კლასიკური გაგებით სემუელ ჰანთინგთონმა დაახასიათა თავის ცნობილ წიგნში. მეორე შეხედულება ამ პროცესს ე.წ. “მაკდონალდიზაციის” ჭრილში განიხილავს, რომლის მიხედვითაც გლობალიზაცია გულისხმობს კულტურათა ჰომოგენიზაციას და საბოლოოდ ერთი კულტურის დომინირებას, რომელიც აღმოფხვრის განსხვავებას ადგილობრივ კულტურათა შორის. რაც შეეხება მესამე დამოკიდებულებას, მას შეიძლება დავარქვათ სინთეზი ან ჰიბრიდიზაცია -კაცობრიობის ევოლუციის ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც წარმოუდგენელია განსხვავებულ კულტურათა ურთიერთობისა და თანამშრომლობის გარეშე. ეს პროცესი “ურთიერთგამოკვების” და აზრთა შეხედულებათა გაცვლა-გამოცვლის პრინციპზეა აგებული.

ასეთი განსხვავებაა სამივე შეხედულებას შორის, თუმცა სამივე მათგანი ყურადსაღებია, რადგან თითოეულს მსოფლიოში უამრავი ადამიანი იზიარებს.

გლობალიზაცია და ვესტერნიზაცია.

ზოგიერთი ავტორი გლობალიზაციის პროცესს განიხილავს, როგორც მთელს მსოფლიოში დასავლური კულტურის გავრცელებას ანუ ვესტერნიზაციას. თუმცა ეს 2 ცნება სულაც არ არის იდენტური და შეიძლება ითქვას, რომ სიმართლეს მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება. ერთი შეხედვით მთელს მსოფლიოში დასავლური კულტურის და განსაკუთრებით პოპ-კულტურის გავრცელება თითქოს ამაზე მიანიშნებს, დღეს თითქმის ყველა ქვეყანაში გასხვავებული ერის წარმომადგენლები იცვამენ ერთსა და იმავე ბრენდის სამოსს, უსმენენ მსგავს მუსიკას, მიირთმევენ ჰამბურგერს მაკდონალდსში, უყურებენ სიმფსონებს და ა.შ. თუმცა თუ მთელ ამ პროცესს უფრო დეტალურად შევისწავლით, დავინახავთ, რომ თითოეული ზემოთ მოყვანილი მაგალითი განსხვავებულად აღიქმება სხვადასხვა საზოგადოებებში, კლასებსა და ასაკობრივ ჯგუფებში. ამა თუ იმ ქვეყნის ბაზარზე თითქმის ყველა პროდუქტი შედის და მარკეტინგულად იფუთება ადგილობრივი მოთხოვნილებების, ტრადიციებისა და შეხედულებების შესაბამისად. ადგილობრივი კულტურის უცოდინრობამ შეიძლება მწარმოებელი კრახამდე მიიყვენოს. ამის ნათელი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ საუდის არაბეთის ახლო წარსულიდან, როდესაც ერთ-ერთი წამლის მწარმოებელმა ადგილობრივ ბაზარზე შესვლისას რეკლამად დასავლური ბაზრებისთვის განკუთვნილი ბილბორდი გამოიყენა. ამ პლაკატზე იყო 3 ფოტო, პირველზე თავის  Continue reading

Posted in ესსეები, სტატიები & რეპორტაჟები / Essays, Articles & Reports | Tagged , , , , | დატოვე კომენტარი

ახლო აღმოსავლეთის ქურთებში ეთნიკური იდენტობის განვითარების პრობლემები

ავტორი: ნათია  სებისკვერაძე,  საერთაშორისო  ურთიერთობების  ბაკალავრი

ნაშრომის  დაწერის  თარიღი: 2009  წლის  ივნისი

Annotation

My bachelor paper deals with the problems  related with the national identity of the Kurds, living in the Middle East region and I discuss these problems in accordance with the Nationalism Theory.

The main research question is: What were the conditions that delayed the development of the sense of national identity among Kurdish population, so that it impeded their struggle for independence and establishing their own state “Kurdistan” in 1970-1980s when Kurdish guerrilla movement was quite active in Iran, Iraq, Sirya and Turkey.

In this paper I aim to  prove the hypothesis that the failur of Kurdish struggle for independence was caused by internal disagreements and differences, that exist among Kurdish population, such as religion and language  divisions among  Kurds.

These kind of differencies and divisions are explanatory variables in my paper and I’m trying to validate my hypothesis with the help of these variables.  The conditions, which Kurds are living in, are controlling variables.

In order to assert my view-point, I use several articles and books by  A. Hastings, H.G Haupt, G. Driver, D. Romano,  B. Anderson and E. Gellner as far as these authors also focus on the Nationalism Thories and the issues of Nation-building.

Download PDF from Box.net

Posted in აკადემიური ნაშრომები / Academic Works | Tagged , , , , , , , | დატოვე კომენტარი

რატომ არ განხორციელდა ჰუმანიტარული ინტერვენცია რუანდაში

რატომ  არ განხორციელდა  დროული  ჰუმანიტარული  ინტერვენცია  რუანდის გენოციდის დროს

ავტორი: ინგა  კუბეცია,  საერთაშორისო  ურთიერთობების ბაკალავრი

ნაშრომის დაწერის  თარიღი: 2008  წლის  ივნისი

ანოტაცია

“ჰუმანიტარული ინტერვენცია” გულისხმობს ადამიანის უფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევების ჩამდენი სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სამხედრო, ეკონომიკური და სხვა სახის ძალის გამოყენებას. ინტერვენციისაგან განსხვავებით, რომელიც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია, როგორც ჩაურევლობის პრინციპის დარღვევა, ჰუმანიტარული ინტერვენცია მართლზომიერ აქტად ითვლება, რადგან არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება, ჩაიდინოს თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლით აკრძალული დანაშაული – გენოციდი, აპართეიდი, ეთნიკური წმენდა და სხვ. ჰუმანიტარულ ინტერვენციას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა სახე, მაგალითად, ნატოს მოქმედება იუგოსლავიის პროვინცია კოსოვოში 1999 წელს, გაეროს მიერ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქცევა ეკონომიკურ, სავაჭრო და პოლიტიკურ ბლოკადაში 1970-1990-იან წლებში და სხვ.

ტერმინი “ჰუმანიტარული ინტერვენცია” (ან ჰუმანიტარული ჩარევა) უცხოა საერთაშორისო სამართლისათვის, მაგრამ გაეროს ქარტიის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ჩარევას კრძალავს, შეიცავს ფრაზას, რომელიც `მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ საფრთხის შექმნის შემთხვევაში~ უშიშროების საბჭოს მთელ რიგ უფლება-მოვალეობებს აკისრებს, მათ შორის, ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების ვალდებულებაც მოიაზრება.  1990-იან წლებში, აღნიშნული ფრაზის მრავალგვარი ინტერპრეტაცია გაჩნდა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების საბაბით ჩარევის არაერთი ფაქტი მოხდა. ჩარევის თითქმის ყოველი ფაქტი უშიშროების საბჭოს თანხმობით ხდებოდა.

Download PDF from Box.net

Posted in აკადემიური ნაშრომები / Academic Works | Tagged , , , , , , | დატოვე კომენტარი

ჩეჩენი მოხალისეების მონაწილეობა აფხაზეთის ომში

ავტორი: გივი თოდუა, საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი

ნაშრომის დაწერის თარიღი: 2009  წლის  ივნისი

ანოტაცია

საკვლევი თემა ეხება ჩეჩენი მოხალისეების მონაწილეობას ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში, რომელიც 1992-1993 წლებში მიმდინარეობდა.  აფხაზეთისა და ჩეჩნეთის საკითხი დღესაც აქტუალურია და ფართო განხილვის საგანს წარმოადგენს. კავკასია, თავისთავად, მეტად საინტერესო რეგიონია განსხვავებული კულტურებისა და განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების არსებობის გამო, რომელთა შორისაც ორი ეთნიკური ჯგუფი: აფხაზები და ჩეჩნები არსებითად გამოირჩევიან თავიანთი მნიშვნელობით და შეიძლება ითქვას, ორ განსაკუთრებულ ძალას წარმოადგენენ.

თემის გაანალიზებისას ჩამოვაყალიბე საკვლევი კითხვა: რამ გამოიწვია ის, რომ ჩეჩნური რაზმები შამილ ბასაევის მეთაურობით ფაქტობრივად რუსების მხარდამხარ იბრძოდნენ აფხაზეთში? აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემისას კი მივიღე ჰიპოთეზა, რომ ჩეჩნების მონაწილეობა აფხაზეთის ომში არ იყო მარტივად რუსების მხრიდან გაცემული ბრძანების შედეგი. ეს იყო იდეურად, ეთნიკურად და რელიგიურად მოტივირებული ნაბიჯი. ჩემი ჰიპოთეზის ასახსნელად გამოვიყენე კონსტრუქტივიზმის თეორია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს ქცევა განისაზღვრება ელიტური ნაწილის რწმენების, კოლექტიური ნორმების და სოციალური იდენტურობის საფუძველზე. ანალიზის მთავარი ელემენტები არიან ინდივიდები და ამ ნაშრომში სწორედ ინდივიდებისა და ინდივიდების მიერ შექმნილი ჯგუფის ქცევის განმაპირობებელ ფაქტორებზეა საუბარი.

ჩეჩენთა მონაწილეობის ასახსნელად აფხაზეთის ომში, ნაშრომში ასევე მიმოვიხილავ, ისეთ მნიშვნელოვან განმაპირობებელ ფაქტორებს, როგორებიცაა:
1.    ისტორიული წარსულის როლი კოლექტიური იდენტობის ჩამოყალიბებაში.
2.    კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია.
3.    შამილ ბასაევის პიროვნება
4.    საბრძოლო გამოცდილების მიღების სურვილი .

Download PDF from Box.net

Posted in აკადემიური ნაშრომები / Academic Works | Tagged , , , , , | 2 Comments

შიში და სიძულვილი მექსიკაში

ავტორი: ანდრია მერაბიშვილი

თარიღი: იანვარი 2010

მექსიკური ნარკოკარტელების აღმასვლა დაიწყო 80-იან წლებში. თავიდან ისინი კოლუმბიური კოკაინის ექსპორტიორი და სატრანზიტო ორგანიზაციები იყვნენ. მათ შორის ყველაზე გამორჩეული სინალოას კარტელი (Sinaloa Cartel) და მექსიკის ყურის კარტელია (Cártel del Golfo), რომლებიც დღესაც ყველაზე გავლენიან ძალას წარმოადგენენ ნარკოსამყაროში. მექსიკური კარტელები განსაკუთრებით გაძლიერდნენ ახალ საუკუნეში, მას შემდეგ რაც კალისა და მედელინის ცნობილი კოლუმბიური კარტელების გავლენა შემცირდა აშშ-ში. მექსიკის სატრანზიტო ფუნქციის გაზრდას ასევე ხელი შეუწყო ფლორიდის კოკაინის მარშრუტის დაკეტვამ.

ნარკოკარტელების მთავარი საქმიანობა – კოლუმბიური და სამხრეთ ამერიკული ნარკოტიკების, ძირითადად კოკაინისა, მეტამფეტამინების, ჰეროინისა და მექსიკური მარიხუანას შეტანა აშშ-ში. თუმცა ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ერთად, კარტელები არც სხვა ტიპის საქმიანობას ერიდებიან, როგორიცაა იაღარის კონტრაბანდა, ადამიანების გატაცება და შეკვეთილი მკვლელობები.

დღესდღეობით მექსიკური ნარკოკარტელების ძალაუფლება გაიზარდა იმდენად, რომ ისინი აკონტროლებენ მექსიკურ მუნიციპალიტეტებს, გავლენას ახდენენ არჩევნებზე, უზრუნველყოფენ კონტრაბანდული მარშრუტების უსაფრთხოებას მექსიკიდან აშშ-ში, ფლობენ საკმაოდ მნიშვნელოვან სამხედრო ტექნიკას, როგორიცაა ავტომატური იარაღები, ჭურვმტყორცნები, ჯავშანჟილეტები და კევლარის ჩაფხუტები.

2006 წლამდე მექსიკის მთავრობა შედარებით პასიურ პოლიტიკას ატარებდა ნარკობიზნესის წინააღმდეგ, რაც საშუალებას აძლევდათ კარტელებს მაქსიმალური თავისუფლებით ესარგებლათ, რაშიც ერთმანეთს შორის ბრძოლაც იგულისხმება. ამგვარი დაპირისპირებები კი ხშირად უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის ტერიტორიაზე, ქალაქებსა და სოფლად მიმდინარეობდა, რასაც მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოყვებოდა. 2006 წელს მექსიკის პრეზიდენტმა ფელიპე კალდერონმა 6,500 ჯარისკაცი გააგზავნა მიჩოაკანის შტატში ადგილობრივ ნარკოდილერებთან საბრძოლველად, რაც მექსიკის მთავრობასა და ნარკოკარტელებს შორის ომის დასაწყისად მიიჩნევა. მას შემდეგ, კალდერონმა კიდევ უფრო გააძლიერა ანტი-ნარკოტიკული კამპანია და დღეისათვის მასში სხვადასხვა მონაცემებით 25,000-დან 45,000-მდე ფედერალური ჯარისკაცია ჩაბმული. მიუხედავად აღნიშნული მასშტაბებისა, პოლიტიკის ეფექტურობას ხელს უშლის ასევე მასშტაბური კორუფცია მექსიკის მთავრობასა და პოლიციაში, რომელიც გასაქანს აძლევს ნარკოკარტელებს. მოკლე შესავალი მიმოხილვის შემდეგ, სანამ უფრო კონკრეტულად განვიხილავთ აღნიშნული პრობლემის ძირითად მახასიათებლებს, მასშტაბებსა და არსებულ თუ მომავალ შესაძლო საფრთხეებს, თავად მექსიკაში მოქმედი ძირითადი ნარკოკარტელები მიმოვიხილოთ. Continue reading

Posted in ესსეები, სტატიები & რეპორტაჟები / Essays, Articles & Reports | Tagged , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ადამიანის უფლებათა მიმოხილვა ჩინეთსა და ცენტრალურ აზიაში – 26.12.2009

მანჯურიელი დისიდენტი

25 დეკემბერს ლიუ სიაობოს (Liu Xiaobo), ჩინელ მწერალსა და ადამიანის უფლებათა აქტივისტს, 11 წელი მიუსაჯა ბეიჯინგის სახალხო სასამართლომ. მას ბრალად ედება „სახელმწიფოს დამხობისკენ მოწოდების“ დანაშაული. ბრალდებისა და შესაბამისად, სასჯელის მთავრი მიზეზი არის რამდენიმე სტატია და „ქარტია 08“, რომელიც ლიუ სიაობომ 2008 წლის დეკემბერში, თავის თანამოაზრეებთან ერთად გამოსცა. „ქარტია 08“ არის პეტიცია, რომელიც ითხოვს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და კომუნისტური პარტიის მონოპოლიის დასრულებას, ყველაზე მეტად კი ჩინეთში სიტყვის თავისუფლების არსებობას. მისი სახელი კი ჩეხი დისიდენტების მიერ საბჭოთა პერიოდში გამოცემული „ქარტია 77“-ის მინიშნებაა. „ქარტია 08“-ში წერია, რომ ჩინეთში „სიტყვა აღარ უნდა განიხილებოდეს, როგორც დანაშაული“. დოკუმენტი გამოიცა ინტერნეტში, 2008 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს და უმალ მოიპოვა მხარდაჭერა 10 000-მდე ხელმოწერის სახით. სულ მალე, ჩინეთის ცენზურამ ქარტია ინტერენეტ-სივრციდან ამოიღო.

25 დეკემბერს გამოტანილი 11-წლიანი პატიმრობა პირველი არ არის ლიუ სიაობოსთვის. 1989 წლის ტიანანმენის საპროტესტო გამოსვლებისთვის მან 21 თვე გაატარა ციხეში, ხოლო 1996 წელს სხვა დაკავებულების განთავისუფლების მოთხოვნისათვის 3 წლით გაუშვეს სამუშაო ბანაკში.

ლიუ სიაობოს საქმეს გამოეხმაურნენ ბეიჯინგში მყოფი დასავლელი დიპლომატები, თუმცა ისინი, ისევე როგორც ბრალდებულის ცოლი არ დაუშვეს სასამართლოზე. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სპიკერმა დასავლელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების კრიტიკას „ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა“ უწოდა.

ჰონგ კონგის Human Rights Watch-ის მკვლევარმა ნიკოლას ბეკელინმა (Nicholas Bequelin) განაცხადა, რომ ჰუ ჯინტაოს (Hu Jintao) ადმინისტრაცია უფრო და უფრო ამკაცრებს ზომებს, რომლებიც ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვისკენ არის მიმართული. ამით ის სხვა ქვეყნებს ატყობინებს, რომ მისთვის ადამიანის უფლებები უმნიშვნელოა.

ვისკონსინის უნივერისტეტის ჩინეთის პოლიტიკის ექსპერტის ედვარდ ფრიდმანის (Edward Friedman) აზრით, დასავლეთი ცდებოდა, როდესაც ჩინეთის ეკონომიკური პროგრესი პოლიტიკური ლიბერალიზაციის საფუძვლად მიაჩნდა. დღეისათვის ნათლად გამოჩნდა, რომ რეჟიმისა და ძალაუფლებაზე მონოპოლიის შენარჩუნებაა ჩინეთის მთავრობის მთავარი საფიქრალი.

ადამიანის უფლებათა მრავალი ადვოკატი მიიჩნევს, რომ ჩინეთის მთავრობის ამგვარი დამოკიდებულება დასავლეთის პოლიტიკოსების ბრალია, როდესაც ისინი ჩინეთის ეკონომიკური ძლიერების გაფართოებასთან ერთად ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ადამიანის უფლებების მდგომარეობას ქვეყანაში. ამის მაგალითად შეიძლება ჰილარი კლინტონის ჩინეთში ვიზიტი მივიჩნიოთ მიმდინარე წლის თებერვალში, როდესაც განსახილველი საკითხების სიაში ირანისა და ჩრდილოეთ კორეის თემებმა წამოიწია ადამიანის უფლებების მდგომარეობის უგულვებელყოფის ხარჯზე. ამერიკის პასიურ პოზიციაზე აგრეთვე მეტყველებს ობამას გადაწყვეტილება, როდესაც მან ბეიჯინგში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე გადადო დალაი ლამასთან შეხვედრა, რათა ჩინეთის შეურაცხყოფისგან თავი აერიდებინა.

ქარტია 08

ნაწილი 1

ნაწილი 2

მომზადებულია nytimes.com-ის წყაროს მიხედვით

ყირგიზი ჟურნალისტის მკვლელობა ყაზახეთში

16 დეკემბერს, ყაზახეთის ქალაქ ალმატიში (ყოფილი დედაქალაქი ალმა-ატა) თავს დაესხნენ ცნობილ ყირგიზ ჟურნალისტს გენადი პავლიუკს (Gennadi Pavlyuk). სასტუმროს ნომერში მყოფი პავლიუკი თავდამსხმელებმა საიზოლაციო ლენტით დააბეს და სასტუმროს მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადააგდეს. კომაში მყოფი ჟურნალისტი რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

აღნიშნული მკვლელობა საინტერესო იმით არის, რომ გენადი პავლიუკი ყირგიზეთში ცნობილი იყო როგორც პრეზიდენტ კურმანბეკ ბაკიევის (Kurmanbek Bakiyev) მტკიცე მოწინააღმდეგე. ამასთან, პავლიუკი მჭიდროდ თანამშრომლობდა ოპოზიციის მთავარ კანდიდატთან, პარლამენტის ყოფილ სპიკერთან ომურბეკ ტეკებაევთან (Omurbek Tekebaev). ტეკებაევისა და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მტკიცებით, მკვლელობაში ბრალი პრეზიდენტ ბაკიევს ედება. ტეკებაევი აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც პრეზიდენტის სპეცსამსახურები ადამიანებს მეზობელ ქვეყნებში უსწორდებიან. ამგვარი ტაქტიკით ცდილობენ ეჭვის გაფანტვას.

როგორც ჩანს, ყირგიზეთში ჟურნალისტების მკვლელობა მართლაც არაა იშვიათი მოვლენა. 2007 წელს მოკლეს ჟურნალისტი ალიშერ საიპოვი (Alisher Saipov), რომელიც რუსული ინტერნეტ გამოცემა ferghana.ru-ს და „ამერიკის ხმის“ თანამშრომელი იყო. 2005 წლის შემდეგ, როდესაც კურბანბეკ ბაკიევი მთავრობაში მოვიდა, ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე რეგულარულად მიმდინარეობს თავდასხმები, რამდენიმე მათგანი კი სიკვდილით დასრულდა, როგორც ეს პავლიუკისა და საიპოვის შემთხვევაში მოხდა. დამნაშავეები იშვიათად ისჯებიან. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციებისგან განსხვავებით, აშშ-ის მთავრობა ნაკლებად ერევა აღნიშნულ საკითხებში და ცდილობს ბაკიევთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას, რისი მნიშნელობაც განსაკუთრებით გამოჩნდა მიმდინარე წლის დასაწყისში, როდესაც ბაკიევმა ამერიკელებისთვის მანასის საჰარეო ბაზის დახურვა მოისურვა. ობამას ადმინისტრაციის მხრიდან ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, ივნისში ბაკიევმა გადაწყვეტილება ისევ ამერიკელების სასარგებლოდ შეცვალა. როგორც ჩანს, ბაკიევისთვის საჰარეო ბაზის საკითხი ძალაუფლების შენარჩუნებისა და ამერიკის მხარადჭერის ეფექტური მანიპულირების საშუალებაა.

მომზადებულია nytimes.com-ის წყაროს მიხედვით

Posted in ესსეები, სტატიები & რეპორტაჟები / Essays, Articles & Reports, China-Africa Review | Tagged , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ახლო აღმოსავლეთი & მექსიკა – News for Dec 23

ნეთანიაჰუს ნაბიჯი

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მშენებარე ებრაული დასახლებები ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი საკითხია მიმდინარე კონფლიქტისა პალესტინასა და ისრაელს შორის. პალესტინელები დიდი ხანია ითხოვენ ამ მშენებლობების შეჩერებას. სულ ცოტა ხნის წინ, ნოემბრის ბოლოს, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბევრისთვის საკვირველი ნაბიჯი გადადგა: მან დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე მშენებლობების 10-თვიანი შეჩერება გამოაცხადა. ამგვარი ნაბიჯი მოულოდნელი იყო მათთვის, ვინც ნეთანიაჰუს პოლიტიკურ კარიერას იცნობს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი მტკიცე მოწინააღმდეგე იყო პალესტინური სახელმწიფოსი და მშენებლობებს მუდმივად მხარს უჭერდა. თუმცა ნეთანიაჰუს ამ ნაბიჯს წინაპირობა ჰქონდა. ასევე ბევრისთვის გასაკვირად, მან ივნისში მოიწონა „ორი-სახელმწიფოს“ გეგმა, რომელიც ერთ-ერთი ალტერნატიული და ჯერჯერობით ყველაზე პოპულარული გზაა კონფლიქტის გადაჭრისა. აღნიშნული გეგმა გულისხმობს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც ისრეალის სახელმწიფოსთან ერთად იარსებებს. ამის წინაპირობა კი ებრაელებისა და პალესტინელების მხრიდან ერთმანეთის სახელმწიფოებრიობის აღიარებაა.

აქამდე ამ გეგმის განხორციელება რთული იყო, რადგან ებრაელები არ წყვეტდნენ „პალესტინური მიწის კოლონიზაციას“, როგორც ამას პალესტინელი დიპლომატი საებ ერაკატი აცხადებდა. მას შემდეგ რაც ისარელის მხრიდან ნაბიჯი გადაიდგა თანამშრომლობისაკენ, ებრაელი პოლიტიკოსები ელოდებიან შემხვედრ ნაბიჯს პალესტინელებისგან, თუმცა ჯერჯერობით მაჰმუდ აბასი არ ჩქარობს მოლაპარაკებების განახლებას, რომელიც მისი ინიციატივით შეწყდა ღაზას სექტორის დაბომბვის გამო გასულ იანვარში. მაჰმუდ აბასის განცხადებით, ისინი მოლპარაკებებს მხოლოდ მაშინ გააგრძელებენ, როდესაც ისრაელი სრულად შეწყვეტს დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე მშენებლობებს.

ნეთანიაჰუს შერბილებული პოლიტიკა კი ლიკუდის პარტიაში ბევრს არ მოსწონს, რადგან ლიკუდის პარტია პალესტინის საკითხის მიმართ რადიკალური პოზიციით გამოირჩევა. სამაგიეროდ, ნეთანიაჰუს ნაბიჯს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ყავს ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესის სახით, რომელიც დიდი ხანია „ორი-სახელმწიფოს“ იდეის მომხრედ ითვლება.

მომზადებულია nytimes.com-ის წყაროს მიხედვით

მექსიკის არმიის ოპერაცია მნიშვნელოვანი წარმატებით დასრულდა

16 დეკემბერს მექსიკის შეიარაღებული ძალების 400-მდე ჯარისკაცმა ოპერაციის შედეგად მოკლა მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ნარკოდილერი, ბელტრან-ლეივას კარტელის ბოსი არტურო ბელტრან-ლეივა კუერნავაკაში მდებარე თავისივე სახლში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება, რასაც მექსიკის მთავრობამ მიაღწია 2006 წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა ფელიპე კალდერონმა ნარკოკარტელებთან ბრძოლა დაიწყო.

არტურო ბელტრან-ლეივას კარტელი გავლენით მესამე ადგილზეა მექსიკაში სინალოასა და გალფ (მექსიკის ყურის) კარტელის შემდეგ. ბელტრან-ლეივა განსაკუთრებით აქტიურად საქმიანობდა მექსიკის ცენტრალურ შტატებში და კონტრაბანდის მარშრუტის სახით მექსიკის აეროპორტსაც კი იყენებდნენ, რათა აშშ-ში გაეტანათ სამხრეთ-ამერიკული და მექსიკური ნარკოტიკული ნივთიერებები.

როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება, ბელტრან-ლეივას კარტელი და მისი სამხედრო შენაერთი, არტუროს შეიარაღებული ძალები (Fuerzas Armadas de Arturo) განსაკუთრებით გააქტიურდნენ სექტემებრის შემდეგ. დაჯგუფებას ბრალად ედება მრავალი მკვლელობა, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი.

მომზადებულია nytimes.com-ის წყაროს მიხედვით

Posted in ესსეები, სტატიები & რეპორტაჟები / Essays, Articles & Reports | Tagged , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ჩინური ამბები 22.12.2009

დაბინძურებული ჩაოჰუს ტბა ანჰუის პროვინციაში, ჩინეთი

ინვესტიციების დიპლომატია

დროა საერთაშორისო  ურთიერთობებში  მყარად დამკვიდრდეს ტერმინი  “ინვესტიციების დიპლომატია”  (თუმცა არსებობს მსგავსი ტერმინი   – “დოლარის დიპლომატია”).

ორიოდე  დღის  წინ  კამბოჯამ  ჩინეთს გადასცა  20  უიღური,  რომლებიც  ეჭვმიტანილები არიან  ჩინეთის  პროვინცია  სინძიანში  მომხდარ  არეულობაში  მონაწილეობაში.  2009  წლის ივლისში  პროვინციის  დედაქალაქ ურუმქიში  საპროტესტო  ტალღამ  200–მდე  ადამიანი  შეიწირა.  საპასუხოდ ჩინეთის მთავრობამ  რამდენიმე  ადამიანი  სიკვდილით  დასაჯა,  ასეულობით კი  დააპატიმრა.  ოცდაორმა  უიღურმა  ქრისტიანული  საქველმოქმედო ორგანიზაციის  წყალობით მოახერხა  ჩინეთიდან  გამოქცევა.  ორი  უგზო–უკვლოდ  დაიკარგა,  ხოლო  დანარჩენი  ოცი  კი  კამბოჯამ  ჩინეთს  გადასცა.  ჩინეთის  კანონმდებლობის  მიხედვით  მათ გაასამართლებენ,  ზოგიერთი  შეიძლება სიცოცხლის  ბოლომდე  ციხეში  მოხვდეს,  არ  არის  გამორიცხული  ზოგიერთს სიკვდილით დასჯაც.

ამერიკის შეერთებული შტატები,  ადამიანის  უფლებათა  დამცველი  სხვადასხვა  ორგანიზაციები  ეწინააღმდეგებოდნენ  უიღურების  ჩინეთისთვის გადაცემას,  მაგრამ  უშედეგოდ.

საპასუხოდ  (მადლიერმა) ჩინეთის  მთავრობამ  კამბოჯაში  ინვესტიციების გაკეთება  გადაწყვიტა. ჩინეთი  ამ  ქვეყანაში  აქამდეც  აქტიურად  იყო დასაქმებული  – კამბოჯის ინფრასტრუქტურის  და ენერგეტიკის  სფეროების განვითარება ჩინეთის დახმარებით ხდებოდა.  2009  წლის  ოქტომბერში  ჩინეთმა  900  მილიონი დოლარის ღირებულების სხვადასხვა  სავაჭრო გარიგება დადო  კამბოჯასთან,  ახლა კი  დახმარების,  გრანტებისა  და  ინვესტიციების სახით კამბოჯა 1.2  მილიარდ  ამერიკულ  დოლარს  მიიღებს.

“ინვესტიციების  დიპლომატია” ჩინეთისათვის აპრობირებული  მეთოდია.  რამდენიმე  თვის  წინ გვინეის  ჯარმა  დაარბია  მშვიდობიანი  დემონსტრანტები,  რასაც მრავალი  ადამიანი  შეეწირა.  გვინეას მართავს ლეიტენანტი  მუსა  დადის კამარა.  ამერიკამ  და  ევროკავშირმა ეკონომიკური  ემბარგო  დაუწესეს გვინეას  და  ყველას  მოუწოდეს  კავშირი  გაეწყვიტა  ამ  ქვეყანასთან.  ცოტა ხნის  შემდეგ ჩინეთმა  ახალი  სავაჭრო–საინვესტიციო  პაკეტი  შესთავაზა გვინეას –  ჯამში 7 მილიარდი ღირებულების, რომელიც რამდენიჯერმე აღემატება გვინეის ბიუჯეტს.

ჩინეთი კოპენჰაგენის სამიტზე

სამიტი  დასრულდა.  უშედეგოდ.

ამერიკა, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკა შეთანხმდნენ  გარკვეული ზომების მიღებაზე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ არის იურიდიული ძალის მქონე, ანუ ყველაფერი კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

კოპენჰაგენის სამიტზე შეკრებილმა 192 ქვეყანამ ვერ  მოახერხა კონკრეტული სამქომედო გეგმის შემუშავება.

ჩინეთი და სხვა ძლიერი განვითარებადი სახელმწიფოები ადანაშაულებენ  განვითარებულ ქვეყნებს, რომ დიდი ხნის მანძილზე ვერ შეძლეს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა, აგრეთვე მათი აზრით “ჩრდილოეთის” ქვეყნები არ ხარჯავენ საკმარისად.

ბრიტანეთის გარემოს დაცვის მინისტრმა ედ მილიბანდმა Guardian -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნები ახლოს იყვნენ გადაწყვეტილების მიღებასთან და 4–5 ქვეყანამ ყველაფერი ჩაშალა. მან დაადანაშაულა ჩინეთი 2 რეზოლუციის ჩაგდებაში.

საპასუხოდ ჩინეთმა ამ განცხადებას არაკორექტული უწოდა. ჩინეთის წარმომადგენელმა  “ცალკეული ბრიტანელი პოლიტიკოსი”  “პოლიტიკურ ინტრიგებში” დაადანაშაულა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი–მუნმა  განაცხადა, რომ შემდეგ წელს უნდა იქნეს იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილება.

ჩინეთისა და ტაივანის ეკონომიკური თანამშრომლობა

ჩინეთის ოფიციალური  წარმომადგენელი ჩავიდა ტაივანში ეკონომიკური თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად.  საუბარი  Economic Co-operation Framework Agreement (ECFA)–ზე,  რომელიც ითავალისწინებს ჩინეთსა და ტაივანს შორის  თავისუფალ ვაჭრობას. ტაივანის  პრეზიდენტი მა  ინგ–ჟუ  (Ma Ying-jeou), რომელიც პრო–ჩინურ პოლიტიკოსად ითვლება,  მიიჩნევს,  რომ  ეს შეთანხმება  ტაივანს  მხოლოდ  წაადგება.

ტაივანის დედაქალაქ ტაიპეის პროტესტის ტალღამ გადაუარა, 30 000 ადამიანი გამოვიდა ქუჩაში მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის გასაპროტესტებლად. ისინი შიშობენ, რომ ტაივანს  “წალეკავს” იაფი ჩინური პროდუქცია, რაც გამოიწვევს მრეწველობის დაცემას ტაივანში, მრავალი ადამიანი დაკარგავს სამსახურს და საბოლოოდ ტაივანი გახდება ეკონომიკურად ჩინეთზე დამოკიდებული.  ტაივანის პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ თუ ჩინეთი და ტაივანი ვერ შეთანხმდებიან, ტაივანს მოელის ეკონომიკური მარგინალიზაცია ჩინეთისგან, რომლსაც შეიძლება უარესი შედეგები მოჰყვეს.

2009  წლის  აგვისტოში  ტაივანს  ტაიფუნმა  გადაუარა. ქვეყნის მთავრობამ ვერ შეძლო ზარალის ეფექტურად აღმოფხვრა,  რამაც მისი პოპულარობის ვარდნა გამოიწვია.

ტაივანის ოპოზიციურმა დემოკრატიული პროგრესის პარტიამ  (Democratic Progressive Party), რომელიც ტაივანის დამოუკიდებლობაზე აკეთებს აქცენტს,  ბოლო ადგილობრივ არჩევნებში სერიოზული გამარჯვება მოიპოვა.

Posted in China-Africa Review | Tagged , , , , , , | დატოვე კომენტარი