ადამიანის უფლებათა მიმოხილვა ჩინეთსა და ცენტრალურ აზიაში – 26.12.2009

მანჯურიელი დისიდენტი

25 დეკემბერს ლიუ სიაობოს (Liu Xiaobo), ჩინელ მწერალსა და ადამიანის უფლებათა აქტივისტს, 11 წელი მიუსაჯა ბეიჯინგის სახალხო სასამართლომ. მას ბრალად ედება „სახელმწიფოს დამხობისკენ მოწოდების“ დანაშაული. ბრალდებისა და შესაბამისად, სასჯელის მთავრი მიზეზი არის რამდენიმე სტატია და „ქარტია 08“, რომელიც ლიუ სიაობომ 2008 წლის დეკემბერში, თავის თანამოაზრეებთან ერთად გამოსცა. „ქარტია 08“ არის პეტიცია, რომელიც ითხოვს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და კომუნისტური პარტიის მონოპოლიის დასრულებას, ყველაზე მეტად კი ჩინეთში სიტყვის თავისუფლების არსებობას. მისი სახელი კი ჩეხი დისიდენტების მიერ საბჭოთა პერიოდში გამოცემული „ქარტია 77“-ის მინიშნებაა. „ქარტია 08“-ში წერია, რომ ჩინეთში „სიტყვა აღარ უნდა განიხილებოდეს, როგორც დანაშაული“. დოკუმენტი გამოიცა ინტერნეტში, 2008 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს და უმალ მოიპოვა მხარდაჭერა 10 000-მდე ხელმოწერის სახით. სულ მალე, ჩინეთის ცენზურამ ქარტია ინტერენეტ-სივრციდან ამოიღო.

25 დეკემბერს გამოტანილი 11-წლიანი პატიმრობა პირველი არ არის ლიუ სიაობოსთვის. 1989 წლის ტიანანმენის საპროტესტო გამოსვლებისთვის მან 21 თვე გაატარა ციხეში, ხოლო 1996 წელს სხვა დაკავებულების განთავისუფლების მოთხოვნისათვის 3 წლით გაუშვეს სამუშაო ბანაკში.

ლიუ სიაობოს საქმეს გამოეხმაურნენ ბეიჯინგში მყოფი დასავლელი დიპლომატები, თუმცა ისინი, ისევე როგორც ბრალდებულის ცოლი არ დაუშვეს სასამართლოზე. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სპიკერმა დასავლელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების კრიტიკას „ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა“ უწოდა.

ჰონგ კონგის Human Rights Watch-ის მკვლევარმა ნიკოლას ბეკელინმა (Nicholas Bequelin) განაცხადა, რომ ჰუ ჯინტაოს (Hu Jintao) ადმინისტრაცია უფრო და უფრო ამკაცრებს ზომებს, რომლებიც ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვისკენ არის მიმართული. ამით ის სხვა ქვეყნებს ატყობინებს, რომ მისთვის ადამიანის უფლებები უმნიშვნელოა.

ვისკონსინის უნივერისტეტის ჩინეთის პოლიტიკის ექსპერტის ედვარდ ფრიდმანის (Edward Friedman) აზრით, დასავლეთი ცდებოდა, როდესაც ჩინეთის ეკონომიკური პროგრესი პოლიტიკური ლიბერალიზაციის საფუძვლად მიაჩნდა. დღეისათვის ნათლად გამოჩნდა, რომ რეჟიმისა და ძალაუფლებაზე მონოპოლიის შენარჩუნებაა ჩინეთის მთავრობის მთავარი საფიქრალი.

ადამიანის უფლებათა მრავალი ადვოკატი მიიჩნევს, რომ ჩინეთის მთავრობის ამგვარი დამოკიდებულება დასავლეთის პოლიტიკოსების ბრალია, როდესაც ისინი ჩინეთის ეკონომიკური ძლიერების გაფართოებასთან ერთად ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ადამიანის უფლებების მდგომარეობას ქვეყანაში. ამის მაგალითად შეიძლება ჰილარი კლინტონის ჩინეთში ვიზიტი მივიჩნიოთ მიმდინარე წლის თებერვალში, როდესაც განსახილველი საკითხების სიაში ირანისა და ჩრდილოეთ კორეის თემებმა წამოიწია ადამიანის უფლებების მდგომარეობის უგულვებელყოფის ხარჯზე. ამერიკის პასიურ პოზიციაზე აგრეთვე მეტყველებს ობამას გადაწყვეტილება, როდესაც მან ბეიჯინგში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე გადადო დალაი ლამასთან შეხვედრა, რათა ჩინეთის შეურაცხყოფისგან თავი აერიდებინა.

ქარტია 08

ნაწილი 1

ნაწილი 2

მომზადებულია nytimes.com-ის წყაროს მიხედვით

ყირგიზი ჟურნალისტის მკვლელობა ყაზახეთში

16 დეკემბერს, ყაზახეთის ქალაქ ალმატიში (ყოფილი დედაქალაქი ალმა-ატა) თავს დაესხნენ ცნობილ ყირგიზ ჟურნალისტს გენადი პავლიუკს (Gennadi Pavlyuk). სასტუმროს ნომერში მყოფი პავლიუკი თავდამსხმელებმა საიზოლაციო ლენტით დააბეს და სასტუმროს მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადააგდეს. კომაში მყოფი ჟურნალისტი რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

აღნიშნული მკვლელობა საინტერესო იმით არის, რომ გენადი პავლიუკი ყირგიზეთში ცნობილი იყო როგორც პრეზიდენტ კურმანბეკ ბაკიევის (Kurmanbek Bakiyev) მტკიცე მოწინააღმდეგე. ამასთან, პავლიუკი მჭიდროდ თანამშრომლობდა ოპოზიციის მთავარ კანდიდატთან, პარლამენტის ყოფილ სპიკერთან ომურბეკ ტეკებაევთან (Omurbek Tekebaev). ტეკებაევისა და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მტკიცებით, მკვლელობაში ბრალი პრეზიდენტ ბაკიევს ედება. ტეკებაევი აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც პრეზიდენტის სპეცსამსახურები ადამიანებს მეზობელ ქვეყნებში უსწორდებიან. ამგვარი ტაქტიკით ცდილობენ ეჭვის გაფანტვას.

როგორც ჩანს, ყირგიზეთში ჟურნალისტების მკვლელობა მართლაც არაა იშვიათი მოვლენა. 2007 წელს მოკლეს ჟურნალისტი ალიშერ საიპოვი (Alisher Saipov), რომელიც რუსული ინტერნეტ გამოცემა ferghana.ru-ს და „ამერიკის ხმის“ თანამშრომელი იყო. 2005 წლის შემდეგ, როდესაც კურბანბეკ ბაკიევი მთავრობაში მოვიდა, ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე რეგულარულად მიმდინარეობს თავდასხმები, რამდენიმე მათგანი კი სიკვდილით დასრულდა, როგორც ეს პავლიუკისა და საიპოვის შემთხვევაში მოხდა. დამნაშავეები იშვიათად ისჯებიან. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციებისგან განსხვავებით, აშშ-ის მთავრობა ნაკლებად ერევა აღნიშნულ საკითხებში და ცდილობს ბაკიევთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას, რისი მნიშნელობაც განსაკუთრებით გამოჩნდა მიმდინარე წლის დასაწყისში, როდესაც ბაკიევმა ამერიკელებისთვის მანასის საჰარეო ბაზის დახურვა მოისურვა. ობამას ადმინისტრაციის მხრიდან ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, ივნისში ბაკიევმა გადაწყვეტილება ისევ ამერიკელების სასარგებლოდ შეცვალა. როგორც ჩანს, ბაკიევისთვის საჰარეო ბაზის საკითხი ძალაუფლების შენარჩუნებისა და ამერიკის მხარადჭერის ეფექტური მანიპულირების საშუალებაა.

მომზადებულია nytimes.com-ის წყაროს მიხედვით

About gliase

I Love Gliase
This entry was posted in ესსეები, სტატიები & რეპორტაჟები / Essays, Articles & Reports, China-Africa Review and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s