ჩინური ამბები 22.12.2009

დაბინძურებული ჩაოჰუს ტბა ანჰუის პროვინციაში, ჩინეთი

ინვესტიციების დიპლომატია

დროა საერთაშორისო  ურთიერთობებში  მყარად დამკვიდრდეს ტერმინი  “ინვესტიციების დიპლომატია”  (თუმცა არსებობს მსგავსი ტერმინი   – “დოლარის დიპლომატია”).

ორიოდე  დღის  წინ  კამბოჯამ  ჩინეთს გადასცა  20  უიღური,  რომლებიც  ეჭვმიტანილები არიან  ჩინეთის  პროვინცია  სინძიანში  მომხდარ  არეულობაში  მონაწილეობაში.  2009  წლის ივლისში  პროვინციის  დედაქალაქ ურუმქიში  საპროტესტო  ტალღამ  200–მდე  ადამიანი  შეიწირა.  საპასუხოდ ჩინეთის მთავრობამ  რამდენიმე  ადამიანი  სიკვდილით  დასაჯა,  ასეულობით კი  დააპატიმრა.  ოცდაორმა  უიღურმა  ქრისტიანული  საქველმოქმედო ორგანიზაციის  წყალობით მოახერხა  ჩინეთიდან  გამოქცევა.  ორი  უგზო–უკვლოდ  დაიკარგა,  ხოლო  დანარჩენი  ოცი  კი  კამბოჯამ  ჩინეთს  გადასცა.  ჩინეთის  კანონმდებლობის  მიხედვით  მათ გაასამართლებენ,  ზოგიერთი  შეიძლება სიცოცხლის  ბოლომდე  ციხეში  მოხვდეს,  არ  არის  გამორიცხული  ზოგიერთს სიკვდილით დასჯაც.

ამერიკის შეერთებული შტატები,  ადამიანის  უფლებათა  დამცველი  სხვადასხვა  ორგანიზაციები  ეწინააღმდეგებოდნენ  უიღურების  ჩინეთისთვის გადაცემას,  მაგრამ  უშედეგოდ.

საპასუხოდ  (მადლიერმა) ჩინეთის  მთავრობამ  კამბოჯაში  ინვესტიციების გაკეთება  გადაწყვიტა. ჩინეთი  ამ  ქვეყანაში  აქამდეც  აქტიურად  იყო დასაქმებული  – კამბოჯის ინფრასტრუქტურის  და ენერგეტიკის  სფეროების განვითარება ჩინეთის დახმარებით ხდებოდა.  2009  წლის  ოქტომბერში  ჩინეთმა  900  მილიონი დოლარის ღირებულების სხვადასხვა  სავაჭრო გარიგება დადო  კამბოჯასთან,  ახლა კი  დახმარების,  გრანტებისა  და  ინვესტიციების სახით კამბოჯა 1.2  მილიარდ  ამერიკულ  დოლარს  მიიღებს.

“ინვესტიციების  დიპლომატია” ჩინეთისათვის აპრობირებული  მეთოდია.  რამდენიმე  თვის  წინ გვინეის  ჯარმა  დაარბია  მშვიდობიანი  დემონსტრანტები,  რასაც მრავალი  ადამიანი  შეეწირა.  გვინეას მართავს ლეიტენანტი  მუსა  დადის კამარა.  ამერიკამ  და  ევროკავშირმა ეკონომიკური  ემბარგო  დაუწესეს გვინეას  და  ყველას  მოუწოდეს  კავშირი  გაეწყვიტა  ამ  ქვეყანასთან.  ცოტა ხნის  შემდეგ ჩინეთმა  ახალი  სავაჭრო–საინვესტიციო  პაკეტი  შესთავაზა გვინეას –  ჯამში 7 მილიარდი ღირებულების, რომელიც რამდენიჯერმე აღემატება გვინეის ბიუჯეტს.

ჩინეთი კოპენჰაგენის სამიტზე

სამიტი  დასრულდა.  უშედეგოდ.

ამერიკა, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკა შეთანხმდნენ  გარკვეული ზომების მიღებაზე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ არის იურიდიული ძალის მქონე, ანუ ყველაფერი კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

კოპენჰაგენის სამიტზე შეკრებილმა 192 ქვეყანამ ვერ  მოახერხა კონკრეტული სამქომედო გეგმის შემუშავება.

ჩინეთი და სხვა ძლიერი განვითარებადი სახელმწიფოები ადანაშაულებენ  განვითარებულ ქვეყნებს, რომ დიდი ხნის მანძილზე ვერ შეძლეს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა, აგრეთვე მათი აზრით “ჩრდილოეთის” ქვეყნები არ ხარჯავენ საკმარისად.

ბრიტანეთის გარემოს დაცვის მინისტრმა ედ მილიბანდმა Guardian -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნები ახლოს იყვნენ გადაწყვეტილების მიღებასთან და 4–5 ქვეყანამ ყველაფერი ჩაშალა. მან დაადანაშაულა ჩინეთი 2 რეზოლუციის ჩაგდებაში.

საპასუხოდ ჩინეთმა ამ განცხადებას არაკორექტული უწოდა. ჩინეთის წარმომადგენელმა  “ცალკეული ბრიტანელი პოლიტიკოსი”  “პოლიტიკურ ინტრიგებში” დაადანაშაულა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი–მუნმა  განაცხადა, რომ შემდეგ წელს უნდა იქნეს იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილება.

ჩინეთისა და ტაივანის ეკონომიკური თანამშრომლობა

ჩინეთის ოფიციალური  წარმომადგენელი ჩავიდა ტაივანში ეკონომიკური თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად.  საუბარი  Economic Co-operation Framework Agreement (ECFA)–ზე,  რომელიც ითავალისწინებს ჩინეთსა და ტაივანს შორის  თავისუფალ ვაჭრობას. ტაივანის  პრეზიდენტი მა  ინგ–ჟუ  (Ma Ying-jeou), რომელიც პრო–ჩინურ პოლიტიკოსად ითვლება,  მიიჩნევს,  რომ  ეს შეთანხმება  ტაივანს  მხოლოდ  წაადგება.

ტაივანის დედაქალაქ ტაიპეის პროტესტის ტალღამ გადაუარა, 30 000 ადამიანი გამოვიდა ქუჩაში მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის გასაპროტესტებლად. ისინი შიშობენ, რომ ტაივანს  “წალეკავს” იაფი ჩინური პროდუქცია, რაც გამოიწვევს მრეწველობის დაცემას ტაივანში, მრავალი ადამიანი დაკარგავს სამსახურს და საბოლოოდ ტაივანი გახდება ეკონომიკურად ჩინეთზე დამოკიდებული.  ტაივანის პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ თუ ჩინეთი და ტაივანი ვერ შეთანხმდებიან, ტაივანს მოელის ეკონომიკური მარგინალიზაცია ჩინეთისგან, რომლსაც შეიძლება უარესი შედეგები მოჰყვეს.

2009  წლის  აგვისტოში  ტაივანს  ტაიფუნმა  გადაუარა. ქვეყნის მთავრობამ ვერ შეძლო ზარალის ეფექტურად აღმოფხვრა,  რამაც მისი პოპულარობის ვარდნა გამოიწვია.

ტაივანის ოპოზიციურმა დემოკრატიული პროგრესის პარტიამ  (Democratic Progressive Party), რომელიც ტაივანის დამოუკიდებლობაზე აკეთებს აქცენტს,  ბოლო ადგილობრივ არჩევნებში სერიოზული გამარჯვება მოიპოვა.

This entry was posted in China-Africa Review and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s