ახლო აღმოსავლეთი & მექსიკა – News for Dec 23

ნეთანიაჰუს ნაბიჯი

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მშენებარე ებრაული დასახლებები ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი საკითხია მიმდინარე კონფლიქტისა პალესტინასა და ისრაელს შორის. პალესტინელები დიდი ხანია ითხოვენ ამ მშენებლობების შეჩერებას. სულ ცოტა ხნის წინ, ნოემბრის ბოლოს, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბევრისთვის საკვირველი ნაბიჯი გადადგა: მან დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე მშენებლობების 10-თვიანი შეჩერება გამოაცხადა. ამგვარი ნაბიჯი მოულოდნელი იყო მათთვის, ვინც ნეთანიაჰუს პოლიტიკურ კარიერას იცნობს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი მტკიცე მოწინააღმდეგე იყო პალესტინური სახელმწიფოსი და მშენებლობებს მუდმივად მხარს უჭერდა. თუმცა ნეთანიაჰუს ამ ნაბიჯს წინაპირობა ჰქონდა. ასევე ბევრისთვის გასაკვირად, მან ივნისში მოიწონა „ორი-სახელმწიფოს“ გეგმა, რომელიც ერთ-ერთი ალტერნატიული და ჯერჯერობით ყველაზე პოპულარული გზაა კონფლიქტის გადაჭრისა. აღნიშნული გეგმა გულისხმობს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც ისრეალის სახელმწიფოსთან ერთად იარსებებს. ამის წინაპირობა კი ებრაელებისა და პალესტინელების მხრიდან ერთმანეთის სახელმწიფოებრიობის აღიარებაა.

აქამდე ამ გეგმის განხორციელება რთული იყო, რადგან ებრაელები არ წყვეტდნენ „პალესტინური მიწის კოლონიზაციას“, როგორც ამას პალესტინელი დიპლომატი საებ ერაკატი აცხადებდა. მას შემდეგ რაც ისარელის მხრიდან ნაბიჯი გადაიდგა თანამშრომლობისაკენ, ებრაელი პოლიტიკოსები ელოდებიან შემხვედრ ნაბიჯს პალესტინელებისგან, თუმცა ჯერჯერობით მაჰმუდ აბასი არ ჩქარობს მოლაპარაკებების განახლებას, რომელიც მისი ინიციატივით შეწყდა ღაზას სექტორის დაბომბვის გამო გასულ იანვარში. მაჰმუდ აბასის განცხადებით, ისინი მოლპარაკებებს მხოლოდ მაშინ გააგრძელებენ, როდესაც ისრაელი სრულად შეწყვეტს დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე მშენებლობებს.

ნეთანიაჰუს შერბილებული პოლიტიკა კი ლიკუდის პარტიაში ბევრს არ მოსწონს, რადგან ლიკუდის პარტია პალესტინის საკითხის მიმართ რადიკალური პოზიციით გამოირჩევა. სამაგიეროდ, ნეთანიაჰუს ნაბიჯს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ყავს ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესის სახით, რომელიც დიდი ხანია „ორი-სახელმწიფოს“ იდეის მომხრედ ითვლება.

მომზადებულია nytimes.com-ის წყაროს მიხედვით

მექსიკის არმიის ოპერაცია მნიშვნელოვანი წარმატებით დასრულდა

16 დეკემბერს მექსიკის შეიარაღებული ძალების 400-მდე ჯარისკაცმა ოპერაციის შედეგად მოკლა მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ნარკოდილერი, ბელტრან-ლეივას კარტელის ბოსი არტურო ბელტრან-ლეივა კუერნავაკაში მდებარე თავისივე სახლში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება, რასაც მექსიკის მთავრობამ მიაღწია 2006 წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა ფელიპე კალდერონმა ნარკოკარტელებთან ბრძოლა დაიწყო.

არტურო ბელტრან-ლეივას კარტელი გავლენით მესამე ადგილზეა მექსიკაში სინალოასა და გალფ (მექსიკის ყურის) კარტელის შემდეგ. ბელტრან-ლეივა განსაკუთრებით აქტიურად საქმიანობდა მექსიკის ცენტრალურ შტატებში და კონტრაბანდის მარშრუტის სახით მექსიკის აეროპორტსაც კი იყენებდნენ, რათა აშშ-ში გაეტანათ სამხრეთ-ამერიკული და მექსიკური ნარკოტიკული ნივთიერებები.

როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება, ბელტრან-ლეივას კარტელი და მისი სამხედრო შენაერთი, არტუროს შეიარაღებული ძალები (Fuerzas Armadas de Arturo) განსაკუთრებით გააქტიურდნენ სექტემებრის შემდეგ. დაჯგუფებას ბრალად ედება მრავალი მკვლელობა, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი.

მომზადებულია nytimes.com-ის წყაროს მიხედვით

About gliase

I Love Gliase
This entry was posted in ესსეები, სტატიები & რეპორტაჟები / Essays, Articles & Reports and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s