ჩინეთის ჰეგემონობის უპერსპექტივობა ახლო და საშუალო პერსპექტივაში

ავტორი: მიხეილ ბასილაია

საერთაშორისო  ურთიერთობებში ჰეგემონობის  საკითხი  დიდ  ყურადღებას  იმსახურებს,  რადგანაც  საშუალებას იძლევა  ახსნას  გლობალური  ხასიათის  მოვლენები  და ხელი  შეუწყოს  მსჯელობასა  და  ანალიზს.  თავდაპირველად  საჭიროდ  მიმაჩნია  განმარტება  იმისა,  თუ  რა  იგულისხმება  ჰეგემონობაში.   ჰეგემონი  არის  სახელმწიფო,  რომელსაც  საკუთარი  სამხედრო,  ეკონომიკური  და  პოლიტიკური  უპირატესობა  და  განვითარება  აძლევს  საშუალებას  დაადგინოს  წესები  და  უზრუნველყოს  მათი  შესრულება  საერთაშორისო  ურთიერთობებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.   სახელმწიფოს უნდა  ჰქონდეს,   ცხადია,   შესაძლებლობა  და  აგერთვე  სურვილი  იყოს ჰეგემონი.  ქვეყანა შეიძლება შემოიფარგლოს რეგიონული ჰეგემონობით.  რა  თქმა  უნდა,  ჰეგემონობა  არ  უნდა გავიგოთ  აბსოლუტური  მნიშვნელობით,  ანუ  ჰეგემონობა  არ  ნიშნავს  აკეთებდა  რაც  გინდა  და  როდესაც  გინდა.

დღესდღეობით   ჰეგემონ  ქვეყნად  ითვლება  ამერიკის  შეერებული შტატები.   ჰეგემონს  ჰყავს  ხოლმე  მეტოქე  (ინგლისურად  challenger).   უფრო  დაწვრილებით  თეორიული  საკითხების  შესახებ  იხილეთ,  მაგალითად  ჯონ  მოდელსკის  ”ჰეგემონობის  ციკლების”  თეორია,  რომლის  ნახვაც  ქართულ  ენაზე  შესაძლებელია  ალექსანდრე  რონდელის  წიგნში  ”საერთაშორისო  ურთიერთობების  თეორია”.

ბოლო  3  ათწლეულის  მანძილზე  სწრაფი  განვითარების  გამო,  ბევრი  ჩინეთს  მიიჩნევს  შესაძლო  ”ჩელენჯერად”,  განიხილავს  მომავალ  ჰეგემონად.  ჩემი  აზრით ჩინეთის  სიძლიერე  გადაჭარბებულია  და  მას  არათუ  მსოფლიოში,  არამედ  რეგიონშიც  (სამხრეთ  აღმოსავლეთ  აზიაში)  გაუჭირდება  ჰეგემონობა.

სტატიის  სათაურში  დაწერილი  ”ახლო  და  საშუალო”  პერსპექტივა  ძალიან  რთული განსასაზღვრია,  საერთაშორისო  ურთიერთობების  დინამიურობის  გამო.   ახლო  პერსპექტივაში  ხუთ  წელიწადს  ვიგულისხმებთ  თუ  ათს,  გამომდინარეობს  საკვლევი  პრობლემიდან  და  მასთან  დაკავშირებული  პირობებისგან.

როდესაც  ჩინეთის  შესაძლო  ჰეგემონობაზე  ვსაუბრობთ,  უნდა  ვიგულისხმობთ  უახლოესი  10-15  წელიწადი,  უფრო  შორეულ  მომავალში  მოვლენების  ზოგადი  პროგნოზირებაც  კი  შეიძლება  ძალიან  არასწორი  და  რეალობიდან  დაშორებული  შეიძლება  გამოდგეს.

ჩემი  აზრით  ჩინეთს აქვს  ისეთი  პრობლემები,  რომელთა  ეფექტური  მოგვარების  პერსპექტივა არ ჩანს.  ამ  სტატიაში  განვიხილავთ   ხუთ ყველაზე  მნიშნელოვან  პრობლემას:  1.  შიდა დაძაბულობა;  2.  საგარეო ურთიერთობა სამხრეთ აზიის  რეგიონის ქვეყნებთან;  3.  სამხედრო  და ტექნოლოგიური  ჩამორჩენა;  4. დემოგრაფიული  პრობლემები;  5.  პოლიტიკური  ტრანზიცია;

შიდა დაძაბულობაში  იგულისხმება ჩინეთის  2  პრობლემური  პროვინცია:  სინძიანი  და  ტიბეტი.  შეიძლებოდა  შინა  პრობლემებში  ჩაგვეთვალა  ტაივანიც  (რასაც  ჩინეთის  მთავრობაც დაეთანხმებოდა),  მაგრამ  ამ  უკანასკნელის  საკითხის  მოგვარებაში  ძალიან  მნიშნელოვანია  სხვა  ქვეყნების,  კერძოდ  ამერიკის  შეერთებული  შტატების  პოზიცია,  ამასთან  ტაივანს  აქვს  დიპლომატიური  ურთიერთობა  მსოფლიოს  მრავალ  ქვეყანასთან  და  მათ მიერ  აღიარებულია  ჩინური  ტერიტორიების  ერთადერთ  ლეგიტიმურ  წარმომადგენლად.

ორივე  რეგიონს,  სინძიანსაც  და  ტიბეტსაც,  აქვთ  ავტონომიური  რაიონების  სტატუსი.

სინძიანის  პროვინციაში  ცხოვრობენ  ეთნიკურად  და  რელიგიურად  განსხვავებული  უიღურები,  რომლებიც  მიეკუთვნებიან  თურქული  ხალხების    ჯგუფს  და  არის  მუსლიმები.  ისინი  ითხოვენ  ფართო  პოლიტიკურ  ავტონომიას,  რასაც  ჩინეთის  მთავრობა  არ  ეთანხმება.  პროვინციაში  დროდადრო  ხდება  ფართო  მასშტაბიანი  ძალადობა.  მაგალითად,  2009  წლის  არეულობას  შეეწირა  რამდენიმე  ასეული  ადამიანი.  ძალიან  ბევრი  დააპატიმრეს,  რამდენიმე  მათგანი  კი  სიკვდილითაც  დასაჯეს.  სიკვდილმისჯილთა  დიდი  ნაწილი  უიღურია.

მიუხედავად  რეგიონში  ჩინური  პოლიციური  ძალების  დიდი  ნაწილის  ყოფინისა,  არეულობა  მაინც  ხდება  და  პოლიცია  სრულყოფილად  ვერ  აკონტროლებს  სიტუაციას.

ჩინეთის  მთავრობა  ხელს  უწყობს  საშინაო  მიგრაციას მჭიდროდ  დასახლებული  რეგიონებიდან  სინძიანის  პროვინცაიში,  თუმცა  ჯერჯერობით სასურველ  ეთნიკურ  ბალანსს  მაინც  ვერ მიაღწიეს.  ამას გარდა,  იქ ჩასულ  ახალმოსახლე  ჰან–ჩინელებს  (ჰან –ი  ჩინეთის  ძირითადი  ეთნიკური  ჯგუფია,  რომელთა  რაოდენობა  მილიარდს  აჭარბებს,  ყველაზე  დიდი  ეთნიკური  ჯგუფია  მსოფლიოში)  არასასრუველი  ატმოსფერო  ხვდებათ უიღურებისგან.

როგორც  მოგეხსენებათ,  ჩინეთს  ნავთობისა  და  გაზის  მწირი  რესურსები  აქვს  და  საკუთარ  მოთხოვნილებას  ძირითადად  იმპორტით იკმაყოფილებს.  საინტერესოა,  რომ  იმპორტირებული  ნავთობის  დაახლოებით  3/4  ქვეყანაში  შემოდის  არა  მილსადენებით,  არამედ  საზღვაო  გზით.  თუ  ჩინეთი  და  ყაზახეთი  გადაწყვეტენ  ნავთობსადენის  გაყვანას,   რომლითაც ჩინეთი  მიიღებს  კასპიურ  ნავთობსა  და  გაზს,  მილსადენმა  აუცილებლად  უნდა  გაიაროს  სინძიანის  პროვინციაზე  გეოგრაფიული  პირობებიდან  გამომდინარე,  რაც  დამატებით  შექმნის  უსაფრთხოებასთან  დაკავშირებულ  პრობლემებს.

რაც შეეხება  მეორე  პროვინციას,  ტიბეტს,  აქ  ცოტა სხვაგვარი ვითარებაა.  ტიბეტელები  ითხოვენ  დამოუკიდებლობას.  მათი  ლიდერი  დალაი  ლამა  თენზინ  გიათსო  აგერ უკვე  20 წელია  ემიგრაციაში  იმყოფება  (პოლიტიკური თავშესაფარი  მისცა  ინდოეთმა)  და  თუ  ჩინეთში  დაბრუნდება,  სავარაუდოდ  დააპატიმრებენ.  ტიბეტიარის  მთიანი  რეგიონი,  სადაც  ხალხი  ძირითადად  მესაქონლეობას  მისდევს,  ტიბეტელები  არაკონცენტრირებულად  ცხოვრობენ  და  მათი  რაოდენობა  2.5  მილიონს  არ  აღემატება.  მათი  90%  ეთნიკურად  ტიბეტელია,  ტიბეტშ  ჰან–ჩნელების  რაოდენობა  6–7%  არ  აჭარბებს.

სინძიანისა  და  ტიბეტის  გამო  დასავლეთის  გამო  გამუდმებით აკრიტიკებენ  ჩინეთს,  რაც ზრდის  ზეწოლას  ჩინეთის  მთავრობაზე.  ამას  გარდა  ახალისებს  უიღურულ  და  ტიბეტურ  ორგანიზაციებს  გააფართოვონ  მუშაობა  საკუთარი  მიზნების  მისაღწევად.  ორივე  პრობლემა  ხელს  არ  უწყობს  ჩინეთის  საერთაშორისო  პრესტიჟის  განმტკიცებას.

გადავიდეთ  შემდეგ  პრობლემაზე,  რომელიც  ეხება  ჩინეთის რეგიონულ  ურთიერთობებს.  ჩინეთს  არც ერთ  შედარებით  ძლიერ  მეზობელ  ქვეყანასთან არ  აქვს  კარგი  ურთირთობა.

ჩინეთის მოსახლეობის სწრაფი ზრდის გამო  ჩინელები  მასობრივად  სახლდებიან  რუსეთის ჩინეთთან  ახლომდებარე  რეგიონებში.  1969 წელს ამ  ნიადაგზე კონფლიქტიც იყო  საბჭოთა კავშირსა  და  ჩინეთს შორის.  აგრეთვე სახელმწიფოები  ვერ თანხმდებიან  ნავთობსადენების  შესახებ, რუსეთს სურს თავად იყოს  ჩინეთისათვის ნავთობის  ექსკლუზიური  მიმწოდებელი,  ჩინეთს კი  სურს ენერგოიმპორტის დივერსიფიკაცია  და ნავთობისა და  გაზის მიღება  ყაზახეთიდანაც.

ინდოეთთან  ჩინეთს გააჩნია სასაზღვრო კონფლიქტი  აკსაი ჩინის  (Aksai  Chin) რეგიონთან  დაკავშირებით,  რომელსაც ინდოეთი მიიჩნევს საკუთარი პროვინციის,  ქაშმირის (Kashmir) შემადგენლობაში,  ჩინეთს  კი  საკუთარ,  სინძიანის  პროვინციის  ნაწილად  მიაჩნია  იგი. 1962 წელს  მოხდა შეიარაღებული  კონფლიქტი ორ სახელმწიფოს შორის,  რომელმაც მაინც ვერ მოაგვარა საბოლოოდ ხსენებული  საკითხი  და ეს  პრობლემა  დაღს ასვამს  რეგიონის  ორი  უდიდესი  ქვეყნის ურთიერთობებს,  რომელთა მოსახლეობა ჯამში მთელი  დედამიწის მოსახლეობის  ერთ  მესამედზე მეტს შეადგენს.

როგორც ზემოთ ვახსენეთ,  ამერიკის  შეერთებულ  შტატებს  ინდოეთის ოკეანეში  გააჩნია სამხედრო-საზღვაო ბაზა კუნძულ  დიეგო გარსიაზე.  ჩინეთი  ცდილობს  გაზარდოს  საკუთარი  სამხედრო-საზღვაო პოტენციალი,  რაც  უარყოფითად აისახება ჩინეთ-ამერიკის  ურთიერთობებზე ,  ხოლო  ამერიკის  მხარდაჭერა  ძალიან  მნიშვნელოვანია ჩინეთისათვის ტაივანის  საკითხში.

ჩინეთს აგრეთვე  გააჩნია  სხვა  პრობლემები  თავის მეზობელ  სახელმწიფოებთან.  1979 წელს ჩინეთსა და ვიეტნამს  შორის მოხდა  კონფლიქტი,  რომელიც  ინდოჩინეთის მესამე ომის  სახელითაა ცნობილი.  კონფლიქტის მიზეზი  გახდა ვიეტნამის  მიერ  კამბოჯაში  შეჭრა  და  ამ  უკანასკნელში  წითელი  ქხმერების რეჟიმის  გადანგურება.  თუმცა ჩინეთი და ვიეტნამი  აგრეთვე ედავებიან  ერთმანეთს ნანშას (მეორენაირად  სპრატლის;  Nansha,  Spratly)   კუნძულების  გამო.  ამ  კუნძულებზე განლაგებულია რამდენიმე  სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები  (ჩინეთის,  ტაივანის,  მალაიზიის,  ვიეტნამისა  და  ფილიპინების).  კუნძულები მდიდარია უნიკალური  ფლორითა და  სარეწი თევზის სახეობებით.

ტაივანის  პრობლემა  მთავარი  თავსატეხია ჩინეთისათვის.  რამდენიმე  ხნის  წინ  ამერიკის  შეერთებულმა  შტატებმა  თანამედროვე იარაღი  მიჰყიდა ტაივანს.   რამაც  ჩინეთის  ხელისუფლების  მოსალოდნელი  უკმაყოფილება  გამოიწვია.  ტაივანის  დაბრუნების  მშვიდობიანი  გზა შეიძლება  იყოს  ჩინეთის  დემოკრატიზაცია,  რის  შემდეგაც  ტაივანს  ბევრი  არაფერი  ექნება  ჩინეთის  საწინააღმდეგო,  მითუმეტეს  ტაივანი  უკანასკნელ  დრომდე  არ  საუბრობდა  დამოუკიდებლობაზე  და  არც  ახლა  აქტიურობენ  ამ  საკითხთან  დაკავშირებით.  როგორც  მოგეხსენებათ  1940–იანი  წლების  ბოლოს  სამოქალაქო  ომის  შემდეგ  ჩინეთში  გაიმარჯვეს კომუნისტებმა,  ნაციონალისტებმა  კი  გადაინაცვლეს  ტაივანზე.  ტაივანი საკუთარ თავს აცხადებს  მთელი  ჩინური  ტერიტორიების  ერთადერთ  ლეგიტიმურ  წარმომადგენლად  და  1972  წლამდე  გაეროში  სწორედ  ტაივანი  იყო  ჩინეთის  წარმომადგენელი.

ჩინეთის  გაძლიერების  პარალელურად  სუსტდება  საერთაშორისო  მხარდაჭერა  ტაივანისადმი.

ამ  ეტაპზე სამხედრო  ძალით  პრობლემის  მოგვარების  შანსი  მცირეა,  რადგანაც ჩინეთს არ  ჰყოფნის  სამხედრო  პოტენციალი,  პირველ  რიგში  ზღვაზე.  ჩინეთის  სამხედრო  ბიუჯეტის დიდი  ნაწილი  სწორედ სამხედრო–საზღვაო  სფეროს ხმარდება.   ამას  გარდა,  როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ,    ტაივანი სარგებლობს  გარკვეული  საერთაშორისო  მხარდაჭერით.

მიუხედავად  იმისა,  რომ  ჩინეთის  სამხედრო  ბიუჯეტი  წლიდან  წლამდე  იზრდება,  ის მაინც  მნიშვნელოვნად  ჩამორჩება  ამერიკისას.

ორივე  სურათიდან  კარგად  ჩანს,  რომ  ჩინეთის  სამხედრო  ხარჯები  ახლოსაც  ვერ  მივა  ამერიკის  ანალოგიურ  დანახარჯებთან,  რაც  გამორიცხავს  ფიქრსაც  კი  ჰეგემონობაზე ჩინეთის  მხრიდან.

გარდა  ამისა,  ტექნოლოგიური  ჩამორჩენა  ამერიკასთან  და  იაპონიასთან  აშკარაა.  ტექნოლოგიებში  პირველ  რიგში  იგულისხმება  კომპიუტერული  ტექნოლოგიები,  კიბერნეტიკა.

ჩინეთში  იწარმოება   ყველაზე  მეტი  კომპიუტერული  ჩიპი,  მაგრამ  მათ  აწარმოებენ  არა  ჩინური  კორპორაციები,  არამედ  ამერიკულ–იაპონურ–ევროპული კომპანიები, რომლებიც იაფი მუშახელის და სხვა ხელსაყრელი პირობების გამო ფართოდ დაფუძდნენ  ჩინეთში.

ჩინეთში  არსებობს  ე.წ.  “სახელმწიფოს  კუთვნილი  კორპორაციები”,  მაგალითად “ლენოვო”  (Lenovo).  ასეთ  კორპორაციებს  ქმნის  ჩინეთის  მთავრობა,  აფინანსებს  მათ  და  როდესაც  საჭიროა  დიპლომატიური  არხებითაც ეხმარება და  ლობირებს.   “ლენოვომ”  2005  წელს  შეისყიფა  IBM,  რომელსაც  მრავალი  ექსპერტი  განიხილავს,  როგორც  ჩინეთის  ცდას,  აღმოფხვრას  უზარმაზარი  განსხვავება  მასსა  და  ამერიკა–იაპონიას  შორის,  რაც  პირველ  რიგში  გამოიხატება  ჩინეთის  მიერ  ინოვაციურობის  პოტენციალის  ნაკლებობაში,  რომელიც გულისხმობს ახალი სიტყვის თქმას უახლეს ტექნოლოგიებში.

მიუხედავად  იმისა,  რომ  ჩინეთში  გაამართლა  “ერთი  შვილის  პოლიტიკამ”,  რომელიც  1979  წლიდან  მოქმედებს  (სტატისტიკური  გამოთვლებით  ამ  პოლიტიკამ  300 000 მილიონზე  მეტი  ადამიანის  დაბადება  “აიცილა  თავიდან”),  ჩინეთის  მოსახლეობა  წელიწადში  მაინც  რამდენიმე  მილიონით  იზრდება.  რამდენიც  უნდა  ვილაპარაკოთ  იაფი  მუშახელის  სიმრავლეზე  და  სხვა  სიკეთეებზე,  ამ  მოსახლეობას  სჭირდება  საცხოვრებელი  ადგილი,  განათლება,  სამუშაო  ადგილი.  მრავალი  ათასი  ჩინელი  მიდის  ემიგრაციაში  და  მსოფლიოს  სხავდასხვა  ქვეყანაში,  ყველა  კონტინენტზე  “კოლონიებს” აარსებს.

რადგანაც  ოჯახები  შეზღუდულნი  არიან  მხოლოდ  ერთი  შვილის  ყოლით,  ყველას  უნდა  ვაჟი  ჰყავდეს.  შედეგად  ჩინეთის  ძალიან  ბევრ   სოფელში  კურიოზული  (ჩვენთვის;  მათთვის  არაფერია კურიოზული)  სიტუაციაა:  ერთ  გოგოზე  20–30  ბიჭი  მოდის.   სოფელში  გლოვაა,  თუ  გოგონას  მშობლემი  მის  ქალაქში  გაგზავნას  გადაწყვეტენ  განათლების  მისაღებად.

დაბოლოს,  პოლიტიკური  ტრანზიცია.  დღესდღეობით  ყბადაღებული  თემაა  ჩინეთში  კომუნისტური  რეჟიმის  არსებობა,  რომელიც  ოდნავ,  მაგრამ  მაინც  ყოველდღე ნაკლებ  “კომუნისტური”  და  ტოტალიტარული  ხდება.  1976 წლიდან  (მაო  ძედუნის  სიკვდილიდან  მოყოლებული)  ჩინეთში  შეიქმნა  ლიბერალური  ეკონომიკური  ოაზისები,  რომელთაც პოლიტიკური  თავისუფლებაც  მოიტანეს  თავისუფალ  ეკონომიკურ  ზონებში.  ჩინეთი  ნელ–ნელა  გადადის  პოლიტიკურ ლიბერალიზაციაზე  და  თუ  არ ჩავთვლით 1989  წლის  ივნისის  ტიანანმენის  მოედანზე  მოხმდარ  ტრაგედიას,  როდესაც  სტუდენტების  საპროტესო  აქცია  სისხლში  ჩაახშეს,  მთავრობა  სრულად  აკონტროლებს  პროცესს.

ცოტა ხნის  წინ  BBC –ზე  დაიწერა სტატია,  სადაც  ავტორი  აღნიშნავს  ჩინეთში  ნაციონალიზმის  და ნაციონალისტური  გამოხტომების  გახშირებასთან  დაკავშირებით.   საზოგადოების  კონტროლი  ამგვარი  გამოხტომების  კონტროლიცაა.  ჩინური საზოგადოების  დიდი  ნაწილი,  წერა–კითხვის ცოდნის  მიუხედავად,  მაინც  განათლების  დაბალ  დონეზე  რჩება.  პოლიტიკური  კულტურის  არმქონე  ხალხის  ტოტალურ  და  უეცარ  “განთავისუფლებას”  და  “ლიბერალიზაციას”  რა  შედეგიც  მოაქვს,  საკუთარი  ან  აზერბაიჯანის  უახლესი  ისტორიიდანაც  შეგვიძლია  დავასკვნათ.

ძალიან  დიდი  მნიშვნელობა  ექნება  იმას,  თუ  როდის  და  რა  დოზით ჩაერთვება  ჩინეთი  ისეთ  გლობალურ  პრობლემებში,  როგორიცაა  ავღანეთი.   ბევრი  ექსპერტი  საუბრობს,  რომ  ამერიკა  ცდილობს  ჩინეთის  “ჩათრევას”  გლობალური  პრობლემების  მოგვარების  საკითხში, რათა მთელი  ტვირთი  მხოლოდ  თვითონ  არ ზიდოს.

რამდენადაც  არის  მზად  და  აქვს  თუ  არა  სურვილი  ჩინეთს  მიიღოს  მთავარი  როლი  გლობალური  პრობლემების  მოგვარებაში,  პირველ  რიგში  გამოჩნდება  დეკემბერში  გასამართ  კოპენჰაგენის  სამიტზე,  რომელიც  გლობალურ  დათბობას  შეეხება  და  ჩინეთი–ამერიკა  ყურადღების  ცენტრში  იქნებიან,  როგორც  მსოფლიოს  ორი  ყველაზე  დიდი  “დამბინძურებლები”  ეკოლოგიური  თვალსაზრისით  (შესაბამისად  მთელი  ეკოლოგიური  პოლუციის  20% და  15%).

სტატიის  მთავარი  მიზანი  იყო  ჩინეთის  საშინაო  და  საგარეო  პრობლემებზე  ზოგადი  წარმოდგენის  შექმნა  დაინტერესებული  მკითხველისათვის.

მოხარული  ვიქნები   თუ  იქნება  კრიტიკური  შენიშვნები  და  კომენტარები.

სტატიაში  განხილულ  ყოველ  ცალკეულ  პრობლემაზე  შეიძლება  ცალკე  სტატიის  ან  კვლევის  გაკეთება,  რასაც  შეძლებისდაგვარად  უახლოეს  მომავალში  შემოგთავაზებთ.

This entry was posted in ესსეები, სტატიები & რეპორტაჟები / Essays, Articles & Reports, China-Africa Review and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

20 Responses to ჩინეთის ჰეგემონობის უპერსპექტივობა ახლო და საშუალო პერსპექტივაში

  1. fmagellan says:

    საინტერესო სტატიაა. ჩინეთის ისტორია სამიათასწლოვანია და ამ პერიოდის განმავლობაში ზოგჯერ ჩინელებს საოცარი რამ ემართებოდათ – უარს ამბობდნენ გარესამყაროსთან ურთიერთობაზე – თუნაც პატივცემული ადმირალის ამბავი ავიღოთ, თუნდაც მაოს პერიოდი. თავად ხალხის ფსიქოლოგია ისეთია, რომ ნაკლებად შეეგუება სხვებთან ”გათქვეფას” და ადრე თუ გვიან მაინც თვითიზოლაციას მოახდენს. რა თქმა უნდა, ყველაფერი იცვლება ამქვეყნად, მაგრამ ეს ჩინური სენი მარადიულია, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს ჯერჯერობით…

  2. ზურა says:

    მცირედი ფაქტობრივი უზუსტობაა გაპარული, რომელიც სტატიის აზრს არ სცვლის – Lenovo-მ შეიძინა არა IBM-ი, არამედ IBM-ის ლეპტოპებისა და სამაგიდო პერსონალური კომპიუტერების გამოშვების უფლება, ვინაიდან თვითონ IBM-ს ამ პროდუქციის გამოშვება აღარ აწყობდა. საკმაოდ დიდ თანხას იხდიდა Lenovo ბრენდ ”IBM” -ის გამოყენების უფლებაშიც ( 1 მლრდ აშშ დოლარი თუ ზუსტად მახსოვს), რაზეც ამერიკული გიგანტი უარზე იყო, მაგრამ ბოლოს მგონი მაინც დასთანხმდა.

  3. Lord Vader says:

    ხელშეკრულების თანახმად გარკვეული პერიოდი ლენოვო იყენებდა IBM ნიშანს. ამჟამად ეს ვადა ამოწურულია.

  4. kid says:

    ზურა

    Lord Vader

    მართალია, “ლენოვოს” IBM არ შეუძენია

    “Acquisition of IBM’s Personal Computer Business by Lenovo in Late 2004”

    წყარო: United Nations, United Nations Development Programme. “Asian Foreign Direct Investment in Africa”. United Nations Publication, UNCTAD/ITE/IIA/2007/1

    გვერდი 53

  5. სუფლიორი says:

    საინტერესო სტატიაა.

    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია რომ ჩინეთი აშშ/თან შედარებით ნაკლებად მიმზიდველი ჰეგემონი იქნება. მისი soft power – ის გამოსხივება გაცილებით ნაკლებია ვიდრე აშშ-სი. ეს ხელს შეუშლის მის ჰეგემონად აღიარებას დანარჩენი მსოფლიოს მიერ.
    აშშ რაც არ უნდა აკრიტიკო საგარეოპოლიტიკური ხარვეზების გამო, მაინც ლიბერალური იმპერიაა და დეფაქტოდ თუ დეიურედ ცნობილი დანარჩენი სამყაროს მიერ…

  6. levani says:

    კაი სტატიაა, საღოლ მიშა, მომეწონა, რამდენიმე საინტერესო უცნობი ფაქტი გახდა ცნობილი:) მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ დავრწმუნდი იმაში თუ რატომ არ შეიძლება, ან რატომ ვერ შეძლებს ჩინეთი გახდეს ჰეგემონი. ამას დანარჩენი ქვეყნები აღიარებენ თუ არა, ეს სხვა საკითხია, შეიძლება მართლაც ვერ გახდეს, მაგრამ იმ ფაქტებით, რომლებიც შენ მოგყავს, ზოგიერთი პირიქით უფრო მიბიძგებს იქითკენ, რომ ვიფიქრო ჩინეთის შესაძლო ჰეგემონობაზე. მაგალითად, ახსენე, რომ ჩინეთი უფრო და უფრო მეტად ხდება ლიბერალური ქვეყანა. ეს “პროგრესი” ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება გაგრძელდეს: დაემსგავსოს ნამდვილად ლიბერალუდ ქვეყანას, ან რაღაცა ახალი ტიპის სისტემად ჩამოყალიბდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ უშლის ხელს არსებული მდგომარეობის მაგალითით ჩინეთის ჰეგემონობას.

    რაც შეეხება ნავთობს, გეთანხმები იმაში, რომ ნავთობსადენის დაძაბულ რეგიონში გატარება მაინცდამაინც მომგებიანი არ არის ნავთობსადენის უსაფრთხოების თვალსაზრისით. მაგრამ 1. შესაძლოა ამ რეგიონში ჩინეთმა ახლო ან 10-15 წელიწადში დაამყაროს წესრიგი და სრული კონტროლი, ან 2. უბრალოდ გაზარდოს საზღვაო გზით ნავთობის იმპორტი და, სავარაუდოდ, ასეც მოიქცევა, სხვა შემთხვევაში ვერ წარმომიდგენია აფრიკიდან (სადაც ჩინეთი აქტიურად საქმიანობს და შენ ეს ჩემზე უკეთ იცი, იმიტომ, რომ ამ სფეროთი ხარ დაინტერესებული) როგორ შეიძლება ჩინეთამდე ნავთობსადენის გაყვანა. ნებისმიერ შემთხვევაში ნავთობის მიღება გადამწყვეტი პრობლემა ნამდვილად არ არის (სხვა საკითხია ნავთობის სამომავლო დეფიციტი), ასე რომ ეს ფაქტორი, ჩემი აზრით, სულაც არ უშლის ხელს მის ჰეგემონობას.

    რაც შეეხება მის ურთიერთობას მეზობლებთან, აქ მთავარ მოთამაშეებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და არა ვიეტნამზე ან თუნდაც ინდოეთზე. ინდოეთზე ზოგი შემომედავება, მაგრამ მის პოტენციალს საერთოდ ვერ ვხედავ მსოფლიოში გარდა მისი დიდი მოსახლეობისა. რუსეთთან, გეთანხმები, დაძაბული აქვს ურთიერთობა. სამაგიეროდ, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა არა აქვს ყველაზე მნიშვნელოვან აქტორებთან – იაპონია, “ვეფხვები” (შეიძლება აქვს კიდეც, მაგრამ არ ვიცი – ნუ, კორეის ამბებს თუ არ ჩავთვლით).

    აი, ცალსახა პრობლემა კი ნამდვილად აქვს სამხედრო-ტექნოლოგიურ სფეროში. აქ ნამდვილად მართალი ხარ. ეს აუცილებლად იქნება ხელისშემშელი ახლო მომავალში ჩინეთის ჰეგემონობისთვის.

    და საბოლოოდ, 2 რამ არის გასათვალისწინებელი: ერთი, რომ ამჟამინდელი ჰეგემონის როლი და გავლენა მცირდება და ამის ფონზე, ჩინეთის იზრდება, რაც ბევრის მთქმელია; და მეორე, როგორც დასაწყისში აღნიშნე, შეუძლებელი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში რაიმე ზუსტად იწინასწარმეტყველო შორ და შესაძლოა საშუალო პერსპექტივაშიც; ასე რომ, რა მოხდება დანამდვილებით ამის თქმა ძალიან რთულია. შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში გადამწყვეტი რამ მოხდეს. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით გამორიცხული არაფერია (მითუმეტეს, რომ შენს მიერ დასახელებული პრობლემები ზოგი ან ვერ მოახდენს გავლენას ჩინეთის ჰეგემონად სავარაუდო ჩამოყალიბებაზე, ან ნაკლებად, ან შეუძლებელია ამის წინასწარმეტყველება).

  7. levani

    მადლობა კომენტარისთვის

    1. მე არ მითქვამს, რომ ჩინეთი ვერასოდეს ვერ გახდება ჰეგემონი

    2. ლიბერალური წესრიგის დამყარება არ არის ხელისშემშლელი ფაქტორი ჰეგემონობისთვის, მაგრამ ქვეყანა, რომელიც არასოდეს ყოფილა ლიბერალური სავარაუდოა რომ ლბიერალიზმზე გადასვლის დროს შეხვდება ბევრ, თავისთვის უცნობ პრობლემას. როგორ მოაგვარებენ არავინ იცის

    3. საზღვაო გზით ნავთობის იმპორტი – სპარსეთის ყურიდან და აფრიკიდან მიმავალ ტანკერებს შეუძლია ნებისმიერ დროს გადაუკეტოს გზა ამერიკის ფლოტმა, რომელიც განლაგებულია ინდოეთის ოკეანეში კუნძლ დიეგო გარსიაზე. ამის ალბათობა დიდი იყოს, მეეჭვება, მაგრამ ფაქტია, ამ ეტაპზე ამერიკას შეუძლია ჩინეთი ენერგორესურსების გარეშე დატოვოს

    4. ინდოეთის პოტენციალზე ბევრი არაფერი ვიცი, სამაგიეროდ დღეისათვის ჩინეთზე უკეთესი ჯარი ჰყავს.

    აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა სტატიაში ხსენებული კონფლიქტებიდან ვერ ერთში ვერ იხეირა

    5. ამერიკის გავლენა შეიძლება მცირდება, მაგრამ ჩინეთს გლობალური (!) გავლენა არ იზრდება.

    რაში გამოიხატება მისი გლობალური გავლენის ზრდა?

    რომელი გლობალური პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობს ჩინეთი?

    • skiamakia says:

      30 წლიანი პერსპექტივაში საუბარი, ძნელია.. ეგ პერიოდი ემთხვევა ასევე ნავთობ რესურსების გამოვლევის პერიოდის დაწყებას, ასე რომ დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების აქედანვე დანახვა ძნელია, მით უფრო ჩინეთის როლი ამ ყველაფერში.. ფაქტი ერთია, ჯერ ჯერობით ჩინეთი ვერაა “სუპერ დერჟავა”, ..მზარდი პროცესია, ტუმცა ძალიან ურთიერთდამოკიდებული ერთმანეთზე, ვგულისხმობ Cინეთსა და იგივე ა.შ.შ.. ისე არიან გaდაჯაჭულები ერთმანეთში განსაკუთრებით სავაჭრო ფინანსურ საკითხებში, რომ ასე ადვილად წესით არ უნდა მიუშვან ჩინეთი ჰეგემონიამდე..იმედია რაიმე დიდი განმუხტვა არ მოხდება!😛 ერთი ისაა რომ ძალიან საინტერესო პერიოდში გვიწევს ცხოვრება და რახან ჩინეთზეა საუბარი, ერთ ჩინურ წყევლასაც ვიტყვი: საინტერესო დროს გეცხოვროსო😀

  8. andria says:

    chineti dges dgeobit gavs me-19 da meoce saukunis daswayisis amerikas, imit rom mzardi potenciali aqvs da mainc izolacionisturad uyurebs garemos

    chinetistvis cneba “nel-nela” sheidzleba saukuneebi iyos, amitom tu chineti moaxerxebs hegemonobis mopovebas, da es uaxloes 30 weliwadshi moxdeba, albat mnishvnelovani saomari, ekonomikuri an raime araordinalurma movlenam unda sheuwyos xeli, da ara “nel-nela” ganvitarebis politika

    jerjerobit sanam chineti golbalur donezer ar atrakebs da sxva didi qveynebs problemebs ar uqmnis, manamde arc sxvebi erevian chinetis saqmeebshi, rac komfortia chinetistvis

    tu chineti daiwyebs tavisi hegemonuri ambiciebis dakmayofilebas, rac nishnavs rom minimum usa-s politikas da survilebs ar daemtxveva, chineti aucileblad gaxdeba sxva qveynebis kritikis samizne, rac tibetis, uigurebisa da taivanis problemebis pirobebshi mnishvnelovani safrtxis shemcvelia

    sheidzleba es siftxile aris mizezi chinetis naklebi interesisa globaluri problemebis mimart

  9. levani says:

    მიშა, ამერიკის ფლოტის მაგალითის ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ ჩინეთსაც შეუძლია ნებისიერ მომენტში ამერიკის ეკონომიკა გაანადგუროს – დოლარის ჭარბი რაოდენობის ბაზარზე შეყრით, მითუმეტეს, რომ ამის შესაძლებლობა აქვს. თანაც ამერიკას შემდეგ ყველაზე დიდი დოლარის რეზერვი ვის აქვს? ჩინეთს. ასე რომ ასეთი მსჯელობით ჩინეთსაც შეუძლია ამერიკის ჩაძირვა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამეა: ნებისმიერ შემთხვევაში ჩინეთის მხრიდან დოლარის გაუფასურება ან ამერიკის მიერ ფლოტის გამოყენება ტანკერების დასაბლოკად საკუთარი თავის განადგურების ტოლფასია, ორივეს ატომური ბომბის ეფექტი აქვს. ასე რომ, რაოდენ დამაჯერებლადაც არ უნდას ჟღერდეს ან ერთი გამოყენების ძალა ან მეორის, მარტო პომპეზურობის და მაშტაბურობის განცდას ქმნის და რეალურად, ამ ეტაპზე მაინც, არცერთი არ არის რეალური. ასე რომ ამერიკის ფლოტი პას!

  10. levani says:

    პრობლემებთან გამკლავება ძველი მეთოდებით. მაგრამ კიდე ერთი რამეა აქ საინტერესო: ჩინეთის არც ეხლანდელი და არც სამომავლო პოლიტელიტა რომ არ დათმობს თავის პოზიციებს ხომ ნათელია. თუნდაც ძალის გამოყენება გახდეს საჭირო ამას იზამენ და ამას ვერც ამერიკა შეუშლის ხელს და ვერც ევროკავშირი, სამწუხაროდ. ყველა მოთამაშისთვის გადაწყვეტილება ეკონომიკაზე გადის. ასე რომ, ყველა დახუჭავს თვალს. ასე რომ, არა მგონია ჩინეთი სამომავლოდ ლიბერალური ქვეყნის პოზიციაში ვიხილოთ. რაც არ უნდა ლიბერალური ელემენტები შემოდიოდეს ჩინეთის პოლიტიკაში, ის მაინც დარჩება უფრო მეტად არალიბერალური, ვიდრე ლიბერალური. ანუ შეიძლება საერთოდ ახალი სისტემად ჩამოყალიბდეს, რომელიც იქნება სხვადასხვა სისტემების ნარევი. შეიძლება გაამართლოს ამან, შეიძლება არა, ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური ისტებლიშმენტის მამები იქამდე მოუშვებენ სადავეებს, სადამდეც მისივე კონტროლს შეძლებენ. ნებისმიერ წამს, როდესაც კონტროლს საფრთხე შეემნება, ან ძალის გამოყენებას ვიხილავთ, ან მკაცრ სანქციებს და უფრო მეტ კონტროლს.

  11. levani says:

    ლიბერალიზმის პრობლემებში გეთანხმები, ცხადია როდესაც არა გაქვს გამოცდილება, გაგიჭირდება პრობლემებთან გამკლავება ძველი მეთოდებით. მაგრამ კიდე ერთი რამეა აქ საინტერესო: ჩინეთის არც ეხლანდელი და არც სამომავლო პოლიტელიტა რომ არ დათმობს თავის პოზიციებს ხომ ნათელია. თუნდაც ძალის გამოყენება გახდეს საჭირო ამას იზამენ და ამას ვერც ამერიკა შეუშლის ხელს და ვერც ევროკავშირი, სამწუხაროდ. ყველა მოთამაშისთვის გადაწყვეტილება ეკონომიკაზე გადის. ასე რომ, ყველა დახუჭავს თვალს. ასე რომ, არა მგონია ჩინეთი სამომავლოდ ლიბერალური ქვეყნის პოზიციაში ვიხილოთ. რაც არ უნდა ლიბერალური ელემენტები შემოდიოდეს ჩინეთის პოლიტიკაში, ის მაინც დარჩება უფრო მეტად არალიბერალური, ვიდრე ლიბერალური. ანუ შეიძლება საერთოდ ახალი სისტემად ჩამოყალიბდეს, რომელიც იქნება სხვადასხვა სისტემების ნარევი. შეიძლება გაამართლოს ამან, შეიძლება არა, ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური ისტებლიშმენტის მამები იქამდე მოუშვებენ სადავეებს, სადამდეც მისივე კონტროლს შეძლებენ. ნებისმიერ წამს, როდესაც კონტროლს საფრთხე შეემნება, ან ძალის გამოყენებას ვიხილავთ, ან მკაცრ სანქციებს და უფრო მეტ კონტროლს. p.s.

  12. levani says:

    რაც შეეხება ჩინეთის გლობალურ გავლენას, რაც ჩინეთი აფრიკაში აკეთებს არ არის საკმარისი ამის სათქმელად? მიუხედავად იმისა, რომ გადამწყვეტი როლი არ აქვთ აფრიკულ ქვეყნებს საერთაშორისო პოლიტიკაში (ესეც სადაო საკითხია), ჯერ ერთი რომ რესურსები აქვთ, და მეორე, ბოლოსდაბოლოს ხმებია გადამწყვეტი გაეროში (რამდენად ეფექტურია ეს ორგანიზაცია, ამაზე აქ ნუ ვისაუბრებთ🙂 ). ამდენი ქვეყანა ზურგს რომ “გიმაგრებს”, რაც არ უნდა იყოს, გავლენიანი ხარ. შეიძლება არ არის ჯერ-ჯერობით ეს საკმარისი ჰეგემონობისთვის, მაგრამ არცერთი ჰეგემონი არ ყოფილა თავიდანვე ჰეგემონად “დაბადებული”, წლები დასჭირდა ამ სტატუსის მოპოვობას, და სათანადო საგარეო პოლიტიკა. ამერიკა კარგავს გავლენას, ჩინეთი კი ან იძლიერებს (აფრიკის მაგალითზე), ან ჯერჯერობით ნეიტრალურ პოზიციას იკავებს (ახლო აღმოსავლეთი).

    ჩინეთის გავლენა იზრდება ევროკავშირზეც. ჩინეთი ევროკავშირის მეორე ყველაზე დიდი პარტნიორია ვაჭრობაში. ზოგი იტყვის ჩინეთს უფრო სჭირდება ევროკავშირიო, მაგრამ მთლად ასე არ არის. იმ საქონელს და სერვისს, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებს და სთავაზობს, გასაღების ბაზარი ხომ უნდა? თუ არა და დადგება “რძის გორები” და მისთანები, რომლის პრეცენდენტიც იყო რამდენიმე დეკადის წინ ევროკავშირის ისტორიის “სამარცხვინო” წლებში. ეკონომიკა ჩაწვება, და მერე რაც არ უნდა “კრებები” გამართონ წევრი ქვეყნების ლიდერებმა ხან ლუქსემბურგში, ხან ამსტერდამში და ხან ლისაბონში (“ლისაბონ პროცესს”), არაფერი ეშველება კაი ხანი მაგათ ეკონომიკას და უმუშევრობას. ასე რომ, უნდა არ უნდა, ევროკავშირი საკმაოდ დამოკიდებულია (ურთიერთდამოკიდებულია) ჩინეთზე და ეს უკანასკნელიც ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს.

    შეხედე რა ხდება კლიმატური ცვლილების ამბებზე. ხან ობამა ჩადის ჩინეთში და ხან ვინ, იცვლის ჩინეთი პოზიციას? არა მგონია რომ რადიკალურად შეიცვალოს კიდეც, მაშინ ფაქტობრივად უნდა დახუროს უზარმაზარი ქარხნები და მთლიანი ინდუსტრიული ცენტრები, ან დაამონტაჟოს ნაკლებ დამაბინძურებელი დეტალები, რაც ისეთი ძვირია, რომ მისი დახურვა ჯობია:) შეიძლება ეს არგუმენტს არ ამყარებს, მაგრამ აშკარაა, რომ ჩინეთის გავლენა ძალიან დიდი და კიდევ უფრო იზრდება. რამდენად მიგვიყვანს ეს ჩინეთის ჰეგემონობამდე (რომელსაც მაინცდამაინც გულისფანცქალით არ ველოდები და არც მსურს) ეს სხვა საკითხია:)

  13. levani

    ამერიკის მიერ ჩინეთის ტანკერების დაბლოკვა გამორიცხულია, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ ამერიკას ეს შეუძლია – არის ძალიან მნიშვნელოვანი.

    რაც შეეხება დოლარებს, ჩინეთს თავისი Foreign Exchange Reserves აქვს დოლარში, 2.2 ტრილიონი დოლარი. ასე რომ დოლარის კურსის თამაშით, ამ და სხვა უამრავი ეკონომიკური მიზეზის გამო, არა მგონია ჩინეთმა ბევრით იხეიროს.

    ჩინეთს აფრიკაში მხარს უჭერენ ისეთი ქვეყნები როგორებიც არიან: ზიმბაბვე, სუდანი, გვინეა და ა.შ.

    ვისთვის ქვეყნების მნიშვნელოვანი რაოდენობაა, ვისთვის ბანდიტების ხროვა

    ევროკავშირის რძეზე და გაზზე დამოკიდებულება უკვე ლეგენდაა.

    ევროკავშირი რამდენადაც არის დამოკიდებული რუსეთზე, იმდენად რუსეთის ბიუჯეტი დამოკიდებულია ევროპაზე, რადგანაც რუსული ნავთობ–გაზის ძირითადი გასაღების ბაზარი ევროპაა.

    ამიტომ ევროპა არ არის დამოკიდებული რუსეთზე. ევროკავშირი და რუსეთი არიან ურთიერთოდამოკიდებულები, რაც რადიკალურად განსხვავებული რამეა.

    ჩინეთის პოზიცია ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში ნეიტრალური კია, მაგრამ არა იმიტომ რომ ასე უნდათ, არამედ იმიტომ, რომ. . .

    რომ არ უნდოდეთ ნეიტრალობა და რამის გაკეთება უნდოდეთ, რას გააკეთებდნენ?😀

    შეშფოთებას გამოთქვამდნენ?

  14. levanium says:

    რა თქმა უნდა, შეშფოთდებოდნენ, მერე აღშფოთდებოდნენ და ბოლოს აღშფრთოვანდებოდნენ🙂 რავიცი, რავიცი, თავპირიც დაუჭამიათ, ნეტა ვის საქმეში ვყოფთ ცხვრის და რათ გვინდა რო სხვის “ომში” ბრძენები ვიყოთ, ან რას გადავწვდით იმსიშორეზე, აქ რა ნაკლები სადარდებელი გვაქვს – ერთი მხრიდან სომხეთი გვეკაუწება, ჩრდილოეთიდან უკომენტაროდ, აზერბაიჯანსაც დაცქვეტილი აქვს ყურები, და თურქეთი თავისი გავლენის მოპოვებასა ცდილობს კიდე. ხოდა როგორც კახელები ამბობენ ხოლმე, ჩვენ ვირს მივხედოთო. და კიდე – ორი კაცი შეხვდა ერთმანეთს და შენი საქმე როგორ არისო და ამან უთხრა: თუ ქვეყნისას მეკითხები, რა ჩემი საქმეა და თუ ჩემსას, რა შენი საქმეაო!🙂

  15. levanium

    loooooooool

    მაგარი კომენტარი იყო 😀

  16. levanium says:

    აი კაი სტატიაა ჩინეთის სამომავლო სავარაუდო როლზე აღმოსავლეთ ევროპაში:

    Could China fill a power vacuum in eastern Europe?

    China has plenty of reasons to develop a presence in eastern Europe. Should the region risk seduction?

    As the countries of eastern Europe bump nervously between a near-neutralist Germany, a revisionist Russia and an absent-minded US, the search is on for a powerful outsider, with strong interests in the region, willing to put all kinds of clout behind the smaller countries’ sovereignty and independence.

    Once, Britain filled that role. The Royal Navy helped the Baltic states win their independence after the First World War. Britain also ruled the southern part of Georgia as a protectorate from 1918-20 and sent a daring expedition to Baku to push back the Bolshevik presence there. But Britain’s imperial star, with the shame and glory that it brought, has waned. Who can fill the gap?

    Maybe China. It has plenty of reasons to develop a presence in eastern Europe, ranging from trade to geopolitics. It has expressed interest in buying Estonian Air (currently up for sale by SAS, its owner). That would give China a ‘domestic’ European Union airline and access to a low-cost airport. Or imagine that China lends Ukraine some money to pay next year’s gas bill; perhaps in exchange for a favourable privatisation of some asset long coveted by the Kremlin.

    The result of such moves would be to place a conspicuous foot in Russia’s front yard. From a Chinese point of view, that is potentially provocative, but also perhaps quite satisfying. It would also have other benefits. Beijing would be glad to have some more allies inside the EU or in its waiting room, in addition to the ones it already has, such as Cyprus. A NATO country would be a bonus. Eastern Europe could also be an attractive low-cost manufacturing base to increase market share inside the EU, dodging protectionist pressures, higher transport costs and other impediments to feeding the European desire for cheap goods directly from China itself.

    A rising Chinese presence would put eastern Europe back on the map. But flirting always brings the risk of seduction. Russia may be a nuisance now, but it is declining. Fending it off by giving a rising China a big bridgehead in Europe could look a dangerous mistake in 20 years’ time.

    Another problem is values. Some ex-captive nations (Czechs and Lithuanians particularly) feel sincere outrage about the plight of occupied Tibet. The Dalai Lama is an honoured visitor, not the pariah he seems to be in Washington, DC under Barack Obama’s administration. Reluctance to cosy up to communists of any stripe is still a reflex in most of the region. When slave-labour camps are part of your family history, you may feel a bit queasy about seeking friendship with a country whose system of prison labour looks unpleasantly similar to the Soviet gulag. Two countries – Latvia and Macedonia – came close to establishing full diplomatic relations with Taiwan (‘Free China’ in Cold War terms) in the 1990s. ‘Red China’ wants to dominate the world. Why help?

    On the other hand, worries about principles prove no barrier to economic and security ties where countries like Saudi Arabia or Uzbekistan are concerned. If warmer relations with China enable the ex-communist countries of Europe to brace themselves better against a Russo-German squeeze, many may argue that this is a price worth paying.

    A final argument is the idea that eastern Europe could help China change. Russia’s chaos and missed opportunities over the past 20 years are seen as a warning by Chinese policymakers and opinion-formers. They have paid less attention to the success stories. Demonstrating that a multi-party system and the rule of law can take root after decades of one-party dictatorship is a potentially powerful message.

    The writer is central and eastern Europe correspondent of The Economist.

  17. levanium says:

    აბა, გააკეთა ჩინეთმა რაიმე გადამწყვეტი კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ? თვალში ნაცარი შეაყარა სუყველას და მედიამაც აიტაცა ჩინეთის “გმირობა”. 2020 წლისთვის აპირებენ 40-45%-ით შეამცირონ ნახშირობადის გამოფრქვევა ქარხნის თითოეული “მილიდან”. და ამან უნდა შეუშალოს ხელი გლობალურ დათბობას. მაგრამ აქ დიდი ტყუილი ის არის, რომ 2020 წლისთვის, ჩინეთის განვითარებას თუ გავითვალისწინებთ, მკვეთრად გაიზრდება ასეთი “მილების” რაოდენობა, ლოგიკურია ქარხნების ზრდასთან ერთად. ასე რომ, პირობითად, 5 ქარხანა გამოაფრქვევს 200-200 კუბურ ლიტრ ნახშირბადს (ჯამში 1000 კუბური ლიტრი), თუ 20 ქარხანა 50-50 კუბურ ლიტრს (ჯამში, ისევ 1000 კუბური ლიტრი), არა აქვს მნიშვნელობა. ამასთან, თუ ჩინეთი უფრო მეტად შორს წავიდა და უფრო მეტი ქარხანა გახსნა, მაშინ საერთოდ ამჟამინდელზე მეტად დააბინძურებს გარემოს (ცხადია, რომ გახსნის, და, ცხადია, რომ უფრო მეტადაც დააბინძურებს). ასე რომ, რა უხარია ამ ხალხს ვერ გავიგე? ვითომ მიაღწიეს წარმატებას ჩინეთთან? რავიცი, რავიცი…

  18. skiamakia says:

    30 წლიანი პერსპექტივაში საუბარი, ძნელია.. ეგ პერიოდი ემთხვევა ასევე ნავთობ რესურსების გამოვლევის პერიოდის დაწყებას, ასე რომ დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების აქედანვე დანახვა ძნელია, მით უფრო ჩინეთის როლი ამ ყველაფერში.. ფაქტი ერთია, ჯერ ჯერობით ჩინეთი ვერაა “სუპერ დერჟავა”, ..მზარდი პროცესია, ტუმცა ძალიან ურთიერთდამოკიდებული ერთმანეთზე, ვგულისხმობ Cინეთსა და იგივე ა.შ.შ.. ისე არიან გaდაჯაჭულები ერთმანეთში განსაკუთრებით სავაჭრო ფინანსურ საკითხებში, რომ ასე ადვილად წესით არ უნდა მიუშვან ჩინეთი ჰეგემონიამდე..იმედია რაიმე დიდი განმუხტვა არ მოხდება!😛 ერთი ისაა რომ ძალიან საინტერესო პერიოდში გვიწევს ცხოვრება და რახან ჩინეთზეა საუბარი, ერთ ჩინურ წყევლასაც ვიტყვი: საინტერესო დროს გეცხოვროსო😀

  19. ჩინეთის მოსახლეობა ერთად აღებულ ნატოს მოსახლეობას აღემატება, ჩინეთის ეკონომიკა უკვე თითქმის დაეწია ამერიკას(ამერიკას აქვს 14 ტრილიონი ხოლო ჩინეთს 11 ტრილიონი) ჩინეტს ეკონომიკა წელიწადში 10%ით იმატებს, ევროკავშირს დაერხა ამ ბოლო წლებში.

    ჩინეთის ტექნოლოგიური ჩამორჩენა აშკარაა ნატოსთან შედარებით, მაგრამ დიდი ფულით ჩინეთი ამასაც აღმოფხვრის 10-15 ან 20 წელიწადში

    მოკლედ ნატოსთვის ჩინეთი ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა

    აი საქართველოს კი არაფერი ეშველება რადგან არც ხალხი არის აქ ბევრი არც ცოდნა არის მაღალი ხარისხის, არც საქართველოს სიყვარული, არც ვაჟკაცობა(ზოგადად ფართო მასებში თორემ ვაჟკაცები ყველგან არიან). რაც 080808 ომშიც გამოჩნდა. არც შობადობაა მაღალი

    მიკლედ დარხეული აქვს საქართველოს და ჩინეთს რაც შეეხება 20 წელში ნამდვილად გაუტოლდება ჩინეთი ნატოს და იქნებ გადაასწროს კიდეც, იმას ნუ იფიქრებთ რომ ჩინეთი ფართობით 3,5-ჯერ ჩამორჩება ამერიკა+ევროპის კავშირი+კანადა+ავსტრალიას რადგან ჰიტლერის გერმანიაც პატარა იყო მაგრამ მთელი ევროპა დაიპყრო ბრიტანეთის გარდა და ბრიტანეთიც მხოლოდ ამერიკის დათვური სამხედრო და ეკონომიკური დახმარებით გადარჩა და ამერიკა და რუსეთი რომ არ ყოფილიყვნენ ეხლა სხვა რუკა იქნებოდა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s