Is it CHANGE or JUST WAR that we believe in, Mr. President?

ავტორი: ანდრია მერაბიშვილი

თარიღი: დეკემბერი 2009

რატომ აირჩიეს ამერიკელებმა ობამა? საინტერესო იქნებოდა კვლევის ჩატარება ამ კითხვაზე მიზეზების გასაცემად, მაგრამ კვლევის გარეშეც ცხადია და ამას თავად ობამას წინა-საარჩევნო ლოზუნგებიც მოწმობს, რომ დემოკრატი ობამას არჩევა მეტწილად ჯორჯ ბუშის რვაწლიანმა ეპოქამ განაპირობა. მუსლიმებთან ომობანა კი ბუშის პოლიტიკის ის ასპექტია, რომელიც ამერიკელებისთვის და არა მარტო მათთვის ყველაზე მომაბეზრებელი იყო. ამ ფონზე, ცვლილებების იმედით ამერიკელებმა 2008 წლის 4 ნოემბერს პრეზიდენტად ობამა აირჩიეს. თან გაიხსენეთ, ვინ იყო ობამას მთავარი მოწინააღმდეგე? ყოფილი სამხედრო, რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი, რომლის საგარეო პოლიტიკური ხედვა დიდად არ განსხვავდება ასევე რესპუბლიკელი ბუშისგან. ამ ხედვის მთავარი ასპექტი კი სამხედრო ძლიერების გამოყენებაა საგარეოპოლიტიკური მიზნის მისაღწევად. ეს მცირე და ზედაპირული მიმოხილვაა იმისა, თუ რა პირობებში და რა მიზეზებით შეძლო ილინოისის შავკანიანმა სენატორმა თეთრი სახლის 4 წლით „დაქირავება“. შეიძლება ითქვას, რომ ობამას გამარჯვება განაპირობა იმ ხალხმა, ვისაც სჯერ(ოდ)ა, რომ ახალი პრეზიდენტი მუსლიმებთან ომს შეწყვეტდა, დახურავდა გუნატანამოს, შეამცირებდა იარაღს, ხოლო მსოფლიოში და შესაბამისად ამერიკაშიც მშვიდობა დაისადგურებდა. ეს რა თქმა უნდა ზედმეტად იდეალისტური სურათია, მაგრამ დამერწმუნებით იდეალისტური რიტორიკა ნამდვილად არ აკლდა ობამას წინასაარჩევნო კამპანიას.

ბოლომდე გასაგები არაა, რატომ დაიმსახურა ობამამ ნობელის მშვიდობის პრემია, თუმცა არსებობს რამდენიმე მიზეზი. ის თუ რამდენად დამსახურებულია ამ მიზეზების გამო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღება, ეს უკვე საკამათო საკითხია. მიზეზებს შორის უმთავრესად ასახელებენ ობამას მიერ მტრულად განწყობილი ქვეყნების მიმართ თანამშრომლობისთვის გაწვდილ ხელს, უფრო კონკრეტულად:
• ირანთან ნორმალური ურთიერთობების დამყარების მცდელობა და დუმილი მაშინ, როდესაც ირანის მთავრობამ პროტესტანტები დაარბია თეირანის ქუჩებში;
• კაიროში წარმოთქმული სიტყვა მუსულმანურ სამყაროსთან თანამშრომლობის მზადყოფნის გამოსახატავად;
• წლის პირველ ნახევარში აქტიური ჩართულობა პალესტინის პრობლემის „ორი სახელმწიფოს“ გეგმით გადასაჭრელად და ნეთანიაჰუსთან მოლაპრაკებები;
• ავღანეთის მთავრობასთან თანამშრომლობის გაზრდა;
• რუსეთთან მოსალოდნელი ხელშეკრულება ბირთვული იარაღის შემცირებასთან დაკავშირებით.

ერთი შეხედვით შთამბეჭდავია ერთი წლის განმავლობაში ამდენი სასიკეთო ძვრა თანშრომლობისაკენ, მაგრამ მეორე მხრივ შედეგი არ ჩანს. პალესტინაში მაჰმუდ აბასი ჯერ კიდევ უარს აცხადებს ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებების განახლებაზე, ირანში კი მუჰამედ აჰმედინეჯადს არც ამერიკასთან დამეგობრების და არც თანამდებობის დატოვების არავითარი პირი უჩანს, ხოლო ავღანეთში იმდენარდ გართულდა საქმე, როგორც არასოდეს: აფეთქებები და ტყვეების გატაცებები არ კლებულობს, ისევე როგორც ამერიკელ ჯარისკაცთა რაოდენობა. მშვიდობა და თანამშრომლობა? ჯერჯერობით არ ჩანს.ივნისში კაიროში წარმოთქმული სიტყვა ბევრისთვის ამერიკასა და მუსულმანურ სამყაროს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისის მაუწყებელი იყო. გავიდა ზუსტად ექვსი თვე და ობამამ საგარეოპოლიტიკური მსოფლმხედველობა შეცვალა. სანამ ოსლოში გაემგზავრებოდა, ობამამ ვესტ-პოინტში, აშშ-ს ყველაზე ცნობილ სამხედრო აკადემიაში ადგილობრივებს და მთელ ამერიკას ახარა, რომ კიდევ 30 000 ამერიკელმა სამხედრომ მოიგო საგზური ავღანეთში. 10 დეკემბერს კი, ნორვეგიის დედაქალაქში, ადამიანი, რომელმაც მშვიდობის პრემია მიიღო სამართლიანი ომის ადვოკატად მოგვევლინა. ოსლოში მან განაცხადა, რომ „დადგება დრო, როდესაც ერები ძალის გამოყენებას არა მხოლოდ აუცილებელ, არამედ მორალურად გამართლებულ საშუალებადაც ჩათვლიან.“ შეგახსენებთ, რომ „სამართლიანი ომის“ ცნება ციცერონიდან მოდის, მასვე ემხრობოდნენ შუასაუკუნეებში წმინდა ავგუსტინე და წმინდა თომას აკვინელი. მას შემდეგ, რაც სამყარო განვითარდა და იგულისხმება, რომ უფრო მეტად ცივილიზებული გახდა, საერთაშორისო სამართალში ცნება „სამართლიანი ომი“ არასამრთლებრივად გამოცხადდა, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი სახის ძალის გამოყენება დაუშვებელია. ახალი ამბავი არ არის, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები ხშირად ირღვევა და განსაკუთრებით უფრო ხშირად სუპერსახელმწიფოების მხრიდან. გასაკვირი არც ის იყო, როდესაც 2002 წელს ბუშის დოქტრინამ ამერიკას მისცა უფლება სხვებზე ადრე დაეწყო ომი, რომელიც იმავე წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში გაცხადდა და რასაც ლოგიკური გაგრძელება, ერაყული სამხედრო კამპანია მოჰყვა. მაგრამ გასაკვირი არის ამგვარი პოლიტიკის განხორციელება და ადვოკატობა იმ ადამიანის მხრიდან, რომელმაც უზარმაზარი პასუხისმგებლობა იმ მიზეზით აიღო თავის თავზე, რომ ამ ყველაფერს შეცვლიდა. ასევე გასაკვირია, რომ ადამიანი, რომელიც სხვებისგან გამოარჩიეს და მშვიდობის დარგში პრემია მიანიჭეს, პრემიის გადაცემის დღეს ომის აუცილებლობაზე საუბრობს და თავის პოლიტიკას მაკიაველისტური მიზეზით ხსნის. ობამამ ახსენა მოჰანდას განდი და 1964 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარტინ ლუთერ კინგი, მაგრამ მათი არაძალადობრივი და გაპრეზიდენტებამდე მისთვის სამაგალითო ფილოსოფიის უარყოფა მოუწია. ოსლოს აუდიტორიის წინაშე ობამამ განაცხადა, რომ „როგორც სახელმწიფოს მეთაურს, რომელმაც ფიცი დადო თავისი ერის დასაცავად, არ შეუძლია იხელმძღვანელოს მხოლოდ მაგალითებით“.

განსხვავებით კაიროს სიტყვისა და თავისი წინასაარჩევნო რიტორიკისგან, ობამას არ გაუკრიტიკებია ამერიკის საგარეო პოლიტიკის შეცდომები, რომელიც მის გაპრეზიდენტებამდე ბუშის პოლიტიკას თან ახლდა. მან განაცხადა, რომ მიუხედავად შეცდომებისა, „ამერიკამ შეძლო 6 ათწლეულის მანძილზე მსოფლიოში უსაფრთხოების შენარჩუნება ამერიკელი მოქალაქეების სისხლისა და ამერიკული არმიის ძლიერების ხარჯზე“.

ბარაკ ობამამ შეცვალა თავისი დამოკიდებულება, რისი მიზეზიც მრავალი რამ, მათ შორის უკანასკნელი წლის მანძილზე არსებული პოლიტიკის არაეფექტურობა და უშედეგობა შეიძლება იყოს (თუ, რა თქმა, უნდა ნობელის პრემიას არ ჩავთვლით). ობამას მიერ იდეალისტური პოლიტიკის საპირისპიროდ გაკეთებული განცხადებებს დადებითი შეფასებები მოჰყვა ამერიკის კონსერვატორული წრეებიდან, მათ შორის რესპუბლიკელი სარა პეილინისა და პოლიტიკური ანალიტიკოსის რობერტ კაგანის მხრიდან. ამ უკანასკნელის შეფასებით ობამას სიტყვა ოსლოში უმნიშვნელოვანესი ცვლილებაა ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, რომელიც მას აგონებს ტრუმანისა და რეიგანის პოლიტიკას, დამყარებულს სამხედრო ძალაზე, სამრთლიან ომსა და მორალურ პრინციპებზე. მისი თქმით, ობამას შეცვლილი პოლიტიკური ხედვა, რომელსაც ბევრმა უკვე „სამართლიანი ომის“ პრინციპზე დამყარებული „ობამას დოქტრინა“ უწოდა, არსობრივად უფრო ამერიკულია ვიდრე ის რბილი მიდგომა, რომელსაც გასული წლის მანძილზე ობამა იყენებდა საგარეო პოლიტიკაში.
რობერტ კაგანი და სხვა პოლიტიკური ექსპერტები კი უკვე ელოდებიან ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატისგან უფრო ხისტ და „ამერიკულ“ პოლიტიკას, როგორც ოსლოში გაცხადებული „ობამას დოქტრინის“ განხორციელებას.

About gliase

I Love Gliase
This entry was posted in ესსეები, სტატიები & რეპორტაჟები / Essays, Articles & Reports and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to Is it CHANGE or JUST WAR that we believe in, Mr. President?

  1. madlen_nuka says:

    „სამართლიანი ომის“ პრინციპზე დამყარებული „ობამას დოქტრინა“ _ ნამდვილად საინტერესო საკითხია. მით უფრო, როდესაც მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მიმართავს. მაგრამ, მოულოდნელი აქ არც არაფერია _ რელპოლიტიკა სტერეოტიპებს ამსხვრევს.

  2. skiamakia says:

    მერამდენე სახელმწიფომ უნდა წაიმტვრიოს თავის ავღანეთში საინტერესოა რა….

  3. andria says:

    სილა იესწ, უმა ნე ნადა-ს გავს ამერიკის ომობანა ავღანეთში

    მეტი კრეატიულობა და სოფთ პაუერის გამოყენებაა საჭირო, იმიტომ რომ მეტი სამხედრო ძალა – მეტ აგრესიას და მეტ ჯიჰადისტს ბადებს მუსულმანებში

  4. “სოფთ ფაუერს” რაც შეეხება, ეგ გრძელვადიან პერსპექტივაში.

    მოკლევადიან პერსპექტივაში ეგ არ აგვარებს ტერორიზმის პრობლემას და ფანატიკოსები ისევ გააგრძელებენ თავის აფეთქებებს და ა.შ.

    მეორეც, როგორც უნდა მიუდგე, ყოველთვის იარსებენ ტერორისტები, რომელთაც თავისი პოლიტიკური მიზნები აქვთ.

  5. andria says:

    მე კიდე მგონია, რომ ორივე პერსპექტივაში სოფთ ფაუერი ჯობია, რაც არ ნიშნავს ავღანეთის სრულ დე-მილიტარიზაციას რა თქმა უნდა
    დღეს ავღანეთში იანკებისთვის იმაზე უფრო რთული სიტუაციაა ვიდრე ეს იყო 2003-05 წლებში
    მას შემდეგ რაც პატიოსანი ავღანელების დიდ ნაწილს ყელში ამოუვიდა გადამთიელი ამერიკელების თარეში მათ სამშობლოში (ცოტა პოეტურად გამომივიდა) და სიტუაცია მათთვის არ გამოკეთებულა, უფრო მეტი ავღანელი იზიარებს რადიკალი მუსლიმების, ჯიჰადისტების, ტალიბანის პოზიციებს და უერთდება მათ
    ამის შედეგია ბოლო ორი წლის განმავლობში ტერაქტების სიმრავლე და საერთო სიტუაციის გამძაფრება – ანუ ამერიკის გაზრდილ ხისტ ძალას, ასეთივე ხისტი პასუხი ხვდება
    მაკკრისტალი, რომელიც სამხედროა, რა თქმა უნდა რთული სიტუაციის აღმოსაფხვრელად სამხედრო გადაწყვეტას ეძებს და მაგიტომ მოთხოვა ობამას დამატებითი ჯარი, მაგრამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა გენერალმა ხო არ უნდა დაგეგმოს?
    მაშინ როდესაც აშკარაა, რომ ამერიკელების სამხედროების ზრდა ადგილობროვებისგან აგრესიის ზრდის პროპორციულია, აჯობებს სტრატეგიის შეცვლა
    ამ ცვლილების მიზანი კი ადგილობრივების გადმობირება უნდა იყოს, იმისთვის რომ თალიბანს არ ქონდეს დასაყრდენი მოსახლეობაში. რაც უფრო ნაკლები დასაყრდენი ექნება ტერორისტებს, მით მეტი შანსი აქვს ავღანეთის მთავრობას და აშშ-ს წარმატების მიღწევის.

    8 წელი წესით საკმარისი უნდა იყოს იმის გასააზრებლად, რომ სწორხაზოვანი სამხედრო სტარტეგია, თუ მას რბილი ძალა არ ახლავს, ავღანეთში არაეფექტურია.

  6. Sergi Kapanadze says:

    მაგარი იდეაა ამ საიტის ამუშავება. მაქვს წინადადება, რომ ყოველ წელს სუ–ზე საუკეთესო საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომები აქ გამოვაქვეყნოთ ხოლმე. რას იტყვით? შეგვიძლია წინა წლის ნაშრომებიც…
    მოკლედ, ყოჩაღ შემქმნელებს. მაგრამ ერთი თხოვნას მექნება, დონე არ დააგდოთ და ყველა ნაშრომი არ დადოთ… ჯერ–ჯერობით ხარისხი მისაღებია🙂

  7. andria says:

    Thx for encouragement🙂

    თავიდანვე მაგ იდეით გავაკეთეთ ეს საიტი
    მერე დაემატა ნიუსები და რივიუები

    თუ მოგვაწვდი სერგი წინა წლების საუკეთესო ნაშრომებს, აუცილებლად დავდებთ

  8. polkovniki says:

    ობამა გაპრეზიდენტებამდეც აცხადებდა, რომ ავღანეთის ომი მოსაგები იყო (ერთხელ გაიხსენა, როგორ თქვა მაკკეინმა 2006 წელს ავღანეთზე, “ყველაფერი დასრულებულიაო”) ომს კი ერთ შემთხვევაში იგებ – თუ მოწინააღმდეგეს ამარცხებ. მოწინააღმდეგის დამარცხება კი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ პროფესიონალი სამხედროების რჩევას და ანალიზს ენდობი. მაკკრისტალი 6 თვეზე მეტია ითხოვდა კონტინგენტის გაზრდას, მაგრამ ობამამ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ფაქტია, რომ რამდენიმე პაციფისტ – მტრედის გარდა, ეს გადაწყვეტილება ყველამ ჭკვიანურად და სწორად შეაფასა.

    ამასთან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ობამამ 2011 წლისთვის ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის დაწყების პირობაც დადო. ეს ადამიანი არ არის ომის პრეზიდენტი. ეს ადამიანი არის ჭკვიანი პოლიტიკოსი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s