ჩინურ–აფრიკული ამბები 17.12.2009

აღმოსავლეთ აფრიკაში მილიონობით ადამიანი შიმშილით სიკვდილის წინაშეა

აღმოსავლეთ  აფრიკაში,  უფრო  ზუსტად  კი  კენიაში,  ეთიოპიაში,  ერიტრეაში,  ჯიბუტისა  და სომალიში  ზედიზედ  6 სეზონია  წვიმა  არ  მოსულა.  წელს  ნალექების რაოდენობამ  მოსავლის  უზრუნველყოფისათვის  საჭირო  წვიმის მხოლოდ 5% შეადგინა.   ბრიტანული  ჰუმანიტარული  დახმარების  სააგენტო  Oxfam   უკვე  დიდი  ხანია  საუბრობს  ჰუმანიტარულ  კატასტროფაზე.  ზემოთ ხსენებულ  ქვეყნებში  20  მილიონამდე  ადამიანი  შიმშილობს,  რაც  იმას  ნიშნავს,  რომ  ყოველი  სამიდან  ერთ  ადამიანს  არ  აქვს საკვები.

ყველაზე  მძიმე  სიტუაცია სომალიშია.  ეს ისედაც  ღატაკი  ქვეყანა  პრაქტიკულად  გამოუვალ  მდგომარეობაშა  ჩავარდნილი.  ქვეყნის  მოსახლეობის  მესამედი,  3.6  მილიონი  ადამიანი  შიმშილით  სიკვდილის  წინაშე დგას.  მათ  დახმარებას ართულებს  ქვეყნის  პოლიტიკური  მდგომარეობა (თუ საერთოდ შესაძლებელია ამ ქვეყანაში რამე მდგომარეობაზე საუბარი).

Oxfam –ის  ჰუმანიტარული  სამსახურის  დირექტორის მოადგილემ,  ჯერემი  ლავლესმა (Jeremy Loveless),  რომელიც  ახლახანს  იმყოფებოდა  სომალილენდში,  განაცხადა,  რომ  მხოლოდ  მისი  ორგანიზაცია  ვერ შეძლებს  ადამიანთა  გადარჩენას.

1.5  მილიონი  პირუტყვი  უკვე  დაიღუპა,  დარჩენილი  საქონელი  მინიმალურ  ფასში  იყიდება.    ხალხი  მასობრივად  ტოვებს  ფერმებს  და  ქალაქებს  აწყდება,  სადაც  უმუშევრობის  ისედაც  მაღალი  დონე,  ყოველგვარ  რეკორდს  ხსნის.

წყარო:  BBC

აუდიო  სლაიდშოუ  გვალვაზე  –  BBC

აგრეთვე იხილეთ აუდიო სლაიდშოუ ზიმბაბველი ბავშვების შესახებ – BBC

გაერო  ასრულებს  კონგოს  აღმოსავლეთში  თავის  ოპერაციას

ალან  დოსი  (Alan Doss),  გაეროს  წარმომადგენელი  კონგოს დემოკრატიულ  რესპუბლიკაში,  აცხადებს,  რომ  ამბოხებულების  წინააღმდეგ  წარმოებული  სამხედრო  კამპანია  თვის  ბოლოსთვის დასრულდება.  ამ  ოპერაციის მთავარი  მიზანი  იყო  კონგოს  აღმოსავლეთ  რეგიონებში  შეესუსტებინა  “რუანდის  განთავისუფლების  დემოკრატიული  ძალების”  (Democratic Forces for the Liberation of Rwanda (FDLR)  გავლენა.  ეს  უკანასკნელი  სამხედრო ან  ნახევრად–სამხედრო  შენაერთები  1994  წლიდან  მოქმედებენ  კონგოში.  1994  რუანდის  გენოციდის  შემდეგ  ბევრი  ჰუტუ  გადმოიხვეწა  კონგოში,  FDLR –ს  ბევრ  ამჟამინდელ ლიდერს  ბრალად  ედება გენოციდში  მონაწილეობა  და  იძებნება.

ალან  დოსმა  განაცხადა, რომ  ვერ  მოხერხდა  ამბოხებულთა  სამხედრო  ინფრასტრუქტურის  მთლიანად  განადგურება,  თუმცა  მისი  თქმით  ეს  არც  ყოფილა  საბოლოო  მიზანი.   კონგოს  არმიამ  დაიკავა  შედარებით  დიდი  ტერიტორია  და  ამ  ტერიტორიაზე  შეეცდება  დაიცვას  მოსახლეობა.

სამხედრო  ოპერაციას  ბევრი  აკრიტიკებდა.  ალან  დოსმა  განაცხადა,  რომ  ძალიან  რთული  იყო  კონგოს  უდისციპლინო  არმიასთან  მუშაობა.  ადამიანის  უფლებათა დამცველმა  სხვადასხვა  ორგანიზაციებმა  მრავალი  ფაქტი  წარმოადგინეს,  რომ  კონგოს  არმია  თავად  არღვევდა ადამიანის  უფლებებს,  დაკავებულ  სოფლებში  აუპატიურებდა  ქალებს  და  თვითნებურად  სიკვდილით სჯიდა  მოქალაქეებს.

ალან  დოსის თქმით,  მომავალი  წლის  დასაწყისშივე დაიგეგმება  გაეროს  21 000 –იანი  კონტიგენტის უფრო  ეფექტურად  გადანაწილების  გეგმა  ქვეყანაში.  გაეროს  უსაფრთხოების  საბჭოს  უკვე  გაუგრძელა  მანდატი  გაეროს  სამშვიდობო  ძალებს  კონგოში  (ოპერაციის  სახელწოდება  Monuc)  5  თვით.

მთავარი  ამოცანა  ამ  ეტაპზე  არის  კონგოს  დემოკრატიული  რესპუბლიკის  არმიისა  და  პოლიციის  რეფორმა,  რათა  მათ  თავად  შეძლონ  საკუთარი  ტერიტორიის  კონტროლი.

წყარო:  BBC

ჩინეთი  უდიდეს საზღვაო  ხიდს  აშენებს

ჩინეთის მთავრობამ  გამოაცხადა  ახალი  პროექტის შესახებ.  ეს  იქნება  ხიდი,  რომელიც  დააკავშირებს  ჩინეთის  გუანგდონგის (Guangdong)  პროვინციას  ჰონგ  კონგთან.  ხიდი  გაიდება  ჟუჰაის (Zhuhai),  მაკაოსა  (Macau)  და  ჰონგ  კონგს  შორის.  ხიდის  სიგრძე  50  კილომეტრი  იქნება,  აქედან  35  კილომეტრი  წყლის ზემოთ  იქნება  გაყვანილი  (დანარჩენი  15 კილომეტრი  ხმელეთს ზემოთ   გეოგრაფიული  მდებარეობიდან  გამომდინარე).  ის  გათვლილი  იქნება  8  ბალიან  მიწისძვრაზე,  უნდა  გაუძლოს  ტაიფუნს  და  300 000  ტონა  მანქანების  სიმძიმეს.   ხიდი,  რომლის  მშენებლობა  უნდა  დასრულდეს  2016  წლისათვის  და  რომლის  ღირებულება  11  მილიარდ  ამერიკულ  დოლარს შეადგენს,  მსოფლიოში  უდიდესი  ზღვაზე  გადებული  ხიდი  იქნება.

ხიდის  მთავარი  დანიშნულებაა  რეგიონის  გლობალური  ეკონომიკის ცენტრად  ქცევა.   ჟუჰაიდან  და  მაკაოდან  ჰონგ  კონგამდე  მისვლის  დრო  შემცირდება  ნახევარი  საათით.

ეკოლოგიის  სფეროში  მომუშავე  ორგანიზაციებმა  უკვე  გამოთქვეს  პროტესტი  მშენებლობის  გამო.  მათი  აზრით საფრთხე დაემუქრება  თეთრ  დელფინს,  რომლის  რიცხვიც  ისედაც  მცირდება წლიდან  წლამდე.  თუმცა  პროექტის ხელმძღვანელები  აცხადებენ,  რომ  ეკოლოგიური  სტანდარტები  დაცული  იქნება.

შეგახსენებთ,  რომ  მაკაო  და  ჰონგ  კონგი  შესაბამისად პორტუგალიისა  და  ბრიტანეტის  მფლობელობიდან  გადაეცა  ჩინეთს დაახლოებით  10  წლის  წინ  და  ორივე  ქალაქი  სპეციალური  ავტონომიური  რეგიონის  სტატუსით სარგებლობს.

წყარო:  BBC

This entry was posted in China-Africa Review and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to ჩინურ–აფრიკული ამბები 17.12.2009

  1. andria says:

    ძალიან მნიშვნელოვანი სიალხეა მაკაო-ჰონგკონგის ხიდი, ამ ხიდმა წესით მნიშვნელოვანდ უნდა წაწიოს წინ უკვე საკმაოდ განვითარებული ჩინეთის ეს რაიონი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s