ევროკავშირის ურთიერთობები რუსეთთან

ავტორები: თამარ  პაპავაძე  და მიხეილ  სამხარაძე

ნაშრომის  დაწერის თარიღი: 2009  წლის  ივნისი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში ტერმინი “სტრატეგიული პარტნიორობა“ –  რუსეთთან მიმართებაში პირველად  90-იანი წლების მეორე ნახევარში ჩნდება. როდესაც გაფორმდა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება  PCA (Partnership and Cooperation Agreement)  1997 წელს , რომელსაც ვადაც 2007 წლის ნოემბრამდე ჰქონდა.

2005 წელს კი იგი ჩანაცვლებულ იქნა 4 საერთო სივრცის კონცეფციით. ევროკავშირთან მუშაობაში მთავარი ყურადღება ეთმობა მოსკოვში, რუსეთი-ევროკავშირის სამიტზე 2005 წლის 10 მაისს მიღებულ “საგზაო რუკების” რეალიზაციას, რომელიც 4 საერთო სივრცის ფორმირებას ითვალისწინებს.
•    ეკონომიკური;
•    თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების;
•    საგარეო უსაფრთხოების;
•    მეცნიერების, განათლებისა და კულტურის.
საერთო სივრცეების შესახებ კონცეფციის განხორციელებაზე კონტროლი              ხორციელდება ყოველწლიური პროგრეს-ანგარიშით (progress report).  ბოლო დასკვნა 2009 წლის მარტში გამოქვეყნდა, რაც მიზნად ისახავს წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის ასახვას.

რუსეთი არის მესამე ქვეყანა, რომელთანაც ევროკავშირს აქვს წელიწადში 2 სამიტი. დღეისათვის ბოლო, 23-ე სამიტი გაიმართა 2009 წლის 22-23 მაისს ქალაქ ხაბაროვსკში. ევროკომისიას ჰყავს საკუთარი მუდმივი წარმომადგენლობა მოსკოვში, რომელიც შედგება: მეთაური, მოადგილე, აქვს 7 დეპარტამენტი და ადმინისტრაცია.

სამიტებამდე კი ქვეყნებს შორის იმართება მოლაპარაკებები “საგზაო რუკის” ფარგლებში. რუსეთსა და ევროკავშირს შორის მიმდინარეობს 12 დიალოგი სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ენერგეტიკულ და ტრანსპორტის პრობლემატიკას. აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრების, ადამიანის უფლებებს, ინდუსტრიულ პოლიტიკას და სხვა. ყოველ დიალოგს ჰყავს სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს, ორივე მხრიდან ოფიციალური პირების, დიპლომატებისა და ექსპერტების ჩართულობას.

2000 წლამდე რუსეთის საგარეო ვაჭრობის 50% მოდიოდა ევროკავშირზე, 2000-დან 2006 წლამდე ევროკავშირმა გააორმაგა თავისი ტვირთბრუნვა რუსეთთან და შეადგინა ექსპორტის 6%, ხოლო იმპორტის 10 %.

რუსული ექსპორტის 60 % კი შეადგენს სათბობ-ენერგეტიკული რესურსები, რის გამოც იგი ევროპის მთავარ ენერგომომმარაგებლად ითვლება.   ენერგორესურსებზე მოთხოვნილების ზრდამ გამოიწვია რუსეთის ეკონომიკის სწრაფი ზრდა, რის შედეგადაც რუსეთი გახდა დამოუკიდებელი საერთაშორისო დონორებისაგან,  მათ შორის ევროკავშირის TACIS და მსოფლიო ბანკის პროგრამებისაგან.

Download more from Box.net

This entry was posted in ესსეები, სტატიები & რეპორტაჟები / Essays, Articles & Reports and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s