ჩინურ–აფრიკული ამბები 6.11.2009

ცვანგირაი უბრუნდება მთავრობას

Morgan Tsvangiraiამა  წლის  16  ოქტომბერს ზიმბაბვეს პრემიერ  მინისტრმა   მორგან  ცვანგირაიმ  უარი  განაცხადა  პრეზიდენტ რობერტ  მუგაბესთან  თანამშრომლობაზე.

როგორც მოგეხსენებათ ამ  წლის  დასაწყისში  მუგაბემ  და  მისმა  პარტიამ  Zanu-PF  ცვანგირაის  MDC (Movement for Democratic Change)  დაიმატეს  მთავრობაში  ქვეყანაში  კრიზის  აღმოსაფხვრელად.   მაგრამ  რობერტ მუგაბე  არ  ასრულებდა  ძალაუფლების  გაყოფის  პირობებს.  ოქტომბრის დასაწყისში  დააპატიმრეს  როი  ბენეტი,  ცვანგირაის  თეთრკანიანი  თანამებრძოლი, რომელიც  შემდეგ  თავდებით  გამოუშვეს.  სწორედ ეს  გახდა ცვანგირაის  განდგომის  მიზეზი.

მოზამბიკში ჩატარდა  აფრიკის  სამხრეთი ნაწილის  ქვეყნების  თათბირი.  განვითარების  სამხრეთ აფრიკულმა საზოგადოებამ  (Southern Africa Development Community (SADC),  რომელიც  არის ძალაუფლების  განაწილების  გარანტორი,  კიდევ  ერთხელ  შეარიგა  ზიმბაბვეს  დაპირისპირებული  მხარეები.

სამშაბათს  ზიმბაბვეს  მინისტრთა კაბინეტის მორიგ სხდომაზე  მორგან  ცვანგირაიც  იქნება.

წყარო:  BBC

ამერიკა და ჩინეთი ისევ აწვალებენ ერთმანეთს

ამერიკის  ვაჭრობის დეპარტამენტმა  ჩინურ  ე.წ.  ცილინგრულ  პროდუქციაზე  შემოიღო  ტარიფები,  რომელთა  მიზანია  ჩინურ  კომპანიებს  ხელი  შეუშალოს  დემპინგში.

ნავთობგადამამუშავებელ  ინდუსტრიაში  საჭირო  მილები  და  სხვა  მსგავსი მასალების  საერთო  ფასი,  რომელთა იმპორტი  ჩინეთიდან  განხორციელდა ამერიკაში, 2008 წელს  შეადგენდა  2.16  მილიარდ  ამერიკულ  დოლარს.

ამერიკის  კომერციის  დეპარტამენტმა  განაცხადა,  რომ  ჩინური  კომპანიები  ნორმალურ  გასზე  იაფად  ყიდიან  მილებს  და სხვა  მსგავს მასალებს.  ეს  იაფი  ფასი  კი  0–დან  99.14% –მდე მერყეობს.

ჩინეთი ამერიკას  ადანაშაულებს  პროტექციონიზმში.  უფრო  ადრე  ამერიკელებმა  ტარიფები  დაუწესეს ჩინურ  საბურავებს,  ჩინელებმა  კი  ამერიკულ  წიწილებს.

ორივე ქვეყანა  აცხადებს,  რომ  პრობლემები  ვაჭრობაშ  არ უნდა  აისახოს მათ  ზოგად ურთიერთობაში.

15–18  ნოემბერს  ამერიკის  პრეზიდენტი  ბარაკ  ობამა  ესტუმრება ჩინეთს.

წყარო:  BBC

“დიდი სურათი”

აფრიკის  სამხრეთში  მდებარე    ქვეყნების  დელეგატები   შეიკრიბნენ  იოჰანესბურგში  აფრიკული სამეფო  ინსტიტუტის  (Institute of African Royalty) გახსნასთან დაკავშირებით, რომელიც საზეიმოდ მოხდება სამშაბათს.

ტრადიციულ ტანსაცმელში, რომელსაც ეწოდება ნდებელე (Ndebele),  გამოწყობილი  დელეგატების  მიზანია აჩვენონ  მსოფლიოს,  რომ    აფრიკის  მეფეებს,  დედოფლებსა  და  ბელადებს  შეუძლიათ  აფრიკაში  დემოკრატიის  განვითარებაში  წვლილის  შეტანა.

სათაურად  გამოტანილი  სურათის  შეფასება  ეკუთვნის  BBC -ს.  სურათი  ეკუთვნის  თემბა ჰადებეს (AP/Themba Hadebe).

Ndebele

This entry was posted in China-Africa Review and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to ჩინურ–აფრიკული ამბები 6.11.2009

  1. დიდი ზღვაოსანი says:

    moica kaco, N’debele xalxi araa samxret afrikashi?

  2. kid says:

    დიდი ზღვაოსანი

    კი, ნდებელე ხალხია და ტანსაცმელსაც როგორც ჩანს ნდებელე ჰქვია.

    ეს დელეგატები სხვადასხვა ტომიდან არიან, მაგრამ რადგანაც იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკაში შეიკრიბნენ ნდებელეს ტომის ტანსაცმელი ჩაიცვა ყველამ

    ”traditional Ndebele outfit” ეწერა BBC -ზე

  3. levani says:

    da amat undat demokratia aashenon? kai ha, “wvlili” sheitanon demokratiis ashenebashi?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s