ჩინურ-აფრიკული ამბები 29.10.2009

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი შედეგები ჩინეთში

Chinese Childჩინურ-აფრიკული ამბები წინა მიმოხილვებში  ვახსენეთ  ბავშვთა  ტრეფიკინგის  პრობლემა  ჩინეთში.  აგრეთვე  ვახსენეთ  ისიც,  რომ  ჩინეთის  მთავრობა  ჯერჯერობით  ვერ  ახერხებდა  ამ  პრობლემის  ეფექტურად  მოგვარებას.

დღეს  ჩინეთმა  გამოაქვეყნა  ბავშვთა ტრეფიკინგის  წინააღმდეგ  ბრძოლის  შედეგები.  ბოლო  6  თვის  განმავლობაში  2008  ბავშვი  დაუბრუნეს  საკუთარ  მშობლებს  მთელი  ჩინეთის  მასშტაბით.  აგრეთვე   გამოქვეყნდა  60  ბავშვის  ფოტო,  რომლებიც  ტრეფიკინგის  მსხვერპლი  იყვნენ,  მაგრამ  ჯერჯერობით  ვერ  ხერხდება  მათი  მშობლების  პოვნა.

არსებობს  საიტი  Babies Looking for Home,  სადაც  თავსდება  სხვადასხვა  ინფორმაცია  დაკარგული  ბავშვების  შესახებ.

ჩინეთის  პატრიარქალურ  საზოგადოებაში  ბიჭები  გაცილებით  ძვირად  ფასობენ,  ვიდრე  გოგონები  (შესაბამისად  საშუალოდ  6000  და  500  ამერიკული  დოლარი). 

ჩინეთის  შიდა  მიგრაციისა  და  მუშახელის  გადაადგილებამ  ხელი  შეუწყო  ტრეფიკინგის  გავრცელება.  ბავშვებს  იტაცებენ  როგორც  გასაყიდად,  ისე  სამუშაოდ.  ბევრი  ბავში  აღმოაჩინეს  სხვადასხვა  მაღაროებში,  სადაც  ისინი  სამუშაოდ  იყვნენ  გამწესებულნი.

ჩინეთის  მთავრობა  ამით  არ  კმაყოფილდება  და  უახლოეს  მომავალში  გეგმავს  დნმ-ის  ბაზის  შექმნას,  რაც  მნიშვნელოვნად  გაადვილებს  ტრეფიკინგის  წინააღმდეგ  ბრძოლას.

წყარო:  BBC

მბეკი  და დარფურის კონფლიქტი

სამხრეთ  აფრიკის  ყოფილი  პრეზიდენტი  თაბო  მბეკი  (Thabo Mbeki)  აპირებს  როგორმე  წინ  წასწიოს  დარფურის  კონფლიქტის  მოგვარება.

Darfur Conflictნიგერიის  დედაქალაქ  აბიჯაში  დაგეგმილია  აფრიკის  სახელმწიფოების  ლიდერთა  შეხვედრა  დარფურის  კონფლიქტის  თაობაზე.  მბეკი  აპირებს  გამოვიდეს  ვრცელი  მოხსენებით  სუდანის  დარფურის  რეგიონში  ადამიანის  უფლებათა  დარღვევის  ფაქტების  შესახებ  და  შესთავაზოს  დაინტერესებულ  მხარეებს  შერეული  სასამართლოს  შექმნა,  რომელის  შემადგენლობაშიც  შევლენ  როგორც  სუდანელი,  ისე  სხვა  აფრიკელი  მოსამართლეები.

ნიგერიის  მთავრობამ  აბუჯაში  დაპატიჟა  სუდანის  პრეზიდენტი  ომარ  ალ-ბაშირი,  რომელზეც  საერთაშორისო  კრიმინალურ  სასამართლოს  (International Criminal Court (ICC)  დაპატიმრების  ორდერი  აქვს  გაცემული.  მიპატიჟების  ფაქტმა  დიდი  ვნებათაღელვა  გამოიწვია  და  ადამიანის  უფლებათა  დამცველი  ორგანიზაცები  ითხოვენ  ომარ  ალ-ბაშირის  დაპატიმრებას,  თუ  ის  ჩავა  ნიგერიაში.

ჯერჯერობით  არ  არის  გარკვეული  თუ  შეიქმნება  შერეული  სასამართლო,  ექნება  თუ  არა  მას  განაჩენის  გამოტანის  უფლება  იმ  საქმეებზე,  რომელსაც  უკვე  იხილავს  საერთაშორისო  კრიმინალური  სასამართლო.

ვარაუდობენ,  რომ  შეხვედრაზე  გააკრიტიკებენ  სუდანის  სასამართლო  სისტემასაც.

დღემდე  დარფურის  კონფლიქტს  შეეწირა  300 000  ადამიანი,  2.7  მილიონი  კი  ლტოლვილად  იქცა.

წყარო:  BBC

გაეროს წარმომადგენელი გააბრაზეს

დაახლოებით  ერთი  წლის  წინ  ზიმბაბვეში  ხელისუფლებამ  და  ოპოზიციამ  ძალაუფლება  გაიყვეს.  ორი  კვირის  წინ  კი  ოპოზიციის  ლიდერი  და  პრემიერ-მინისტრი  მორგან  ცვანგირაი  გამოეყო  მთავრობას  და  აღარ  აპირებს  მათთან  თანამსრომლობას.  მისი  თქმით,  პრეზიდენტ  მუგაბეს  ხელისუფლება  არღვევს  პირობებს,  ატერორებს  ოპოზიციის  წარმომადგენლებს,  არღვევს  ადამიანის  უფლებებს. . .

ყველაფერ  ამის  გასარკვევად  მორგან  ცვანგირაიმ  ქვეყანაში  მიიწვია  გაეროს  წარმომადგენელი  მანფრედ  ნოვაკი (Manfred Nowak),  რომელიც  ზიმბაბვეს  დედაქალაქ  ჰარარეში  ჩაფრინდა,  მაგრამ  აეროპორტში  დააკავეს  და  ქვეყანაში  არ  შეუშვეს,  რამაც  ის  გააცოფა.  ის  იძულებული  გახდა  სამხრეთ  აფრიკაში  წასულიყო.

RIGHTS CHINA TORTUREმისი  განცხადებით  ასე  არავინ  მოქცევია  ცხოვრებაში.  მან  დაადანაშაულა  მთავრობა.  მას  უნდა  გამოეკვლია  ადამიანთა  წამების  ფაქტები  ზიმბაბვეში.

ზიმბაბვეში  რამდენიმე  ათწლეულია  პოლიტიკური,  ეკონომიკური  და  სოცაილური  ქაოსია  გამეფებული.  მორგან  ცვანგირაის  ეს  სვლა  კი  ძალიან  ჭკვიანური  გამოდგა.  მან  მიიპატიჟა  გაეროს  მაღალი  რანგის  მოხელე,  რომლის  ქვეყანაში  შეშვებით  დიდი  შანსი  იყო  გამოვილებულიყო  ადამიანთა  უფლელებების  დარღვევის  მრავალი  ფაქტი,  ხოლო  არშეშვების  შემთხვევაში  კი  ყველამ  კიდევ  ერთხელ  დაინახა,  რომ  მუგაბეს  მთავრობას  რეალურად  არ  სურს  ქვეყნის  კრიზისიდან  გამოყვანა  და  თანამშრომლობა.

წყარო:   BBC

This entry was posted in China-Africa Review and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s