ჩინურ–აფრიკული ამბები 28.10.2009

ამერიკა–ჩინეთის დიალოგი სამხედრო სფეროში

2006  წლის  შემდეგ  განახლდა  სამხედრო  დიალოგი  ამერიკის  შეერთებულ  შტატებსა  და  ჩინეთს შორის.

ამერიკაში  ოფიციალური  ვიზიტით იმყოფებოდა   გენერალი  სუ  კაიჰუ  (Xu Caihou), ჩინეთის  სახალხო  განმათავისუფლებელი  არმიის  ცენტრალური  სამხედრო  კომისიის  ვიცე–თავმჯდომარე.  მას  უმასპინძლა ამერიკის  თავდაცვის  მინისტრმა  რობერტ  გეიტსმა  (Robert Gates).

ორივე მხარე  შეთანხმდა  თანამშრომლობის აუცილებლობაზე.  ჩინური  მხარე  უკმაყოფილოა სამხრეთ აზიის რეგიონში  ამერიკული  გემების ყოფნით,  აგრეთვე  შარშან  ამერიკელების  მიერ ტაივანისათვის  იარაღის  მიწოდების ფაქტით.  ამერიკელები  კი  ჩინეთის  ძალიან  გაზრდილ  სამხედრო  ხარჯებს თვლიან  საეჭვოდ.

გენერალმა  სუმ განაცხადა,  რომ  ჩინეთი  მიზანი  არც  ჰეგემმონობაა  და  არც  შეიარაღებაში შეჯიბრება.  მან  ბეიტსი  ჩინეთში  მიიპატიჟა.  ამერიკელებმა  კი  ჩინეთს  მოუწოდეს  ღია გახადოს სამხედრო ხარჯების  მიმართულება.

წყარო:  BBC

გამწარებული ჩინელი მშობლები

ჩინეთის აღმოსავლეთში,  ჟენჯიანგის  პროვინციის  ერთ–ერთ ქალაქში,  სკოლის  სიახლოვეს  მშობლები  5 ადამიანს  ეცნენ  და  სასტიკად გაუსწორდნენ.  ერთი  მათგანი  გარდაიცვალა,  დანარჩენი  4 კი  საავადმყოფოში  მოათავსეს  სხეულის მძიმე  დაზიანებებით.

ეს 5 ადამიანი  წიგნის  გამყიდველები იყვნენ და  სკოლებში  ბულკეტებს  არიგებდნენ,  თუმცა პატარა  ბავშვების  მშობლებმა მიიჩნიეს,  რომ  მათ ბავშვებს ტრეფიკინგი  ემუქრებოდა  და  არც  თუ  უსაფუძვლოდ.

ყოველწლიურად  ჩინეთში  ათასობით ბავშვი  იკარგება.  მათ სკოლებიდანაც  იტაცებენ.  ჩინეთში  შობადობის პოლიტიკასა  და  სხვა  საკითხებთან  დაკავშირებით  ბავშვებზე  დიდი  გაწევ–გამოწევაა,  რასაც  მთავრობა  ბევრს  ვერაფერს შველის.  შარშან  ბავშვების  მოტაცების  2566  შემთხვევაა დაფიქსირებული.

ბავშვებს  მოტაცების  შემდეგ ყიდიან.  მათ ან  განგსტერული  ორგანიზაციები ყიდულობენ,  ან მშობლები.  ჩინეთში ბევრ ოჯახს  მხოლოდ  ერთი შვილის ყოლა შეუძია,  პრაქტიკულად ყველა  ოჯახს ბიჭი  სურს.  შავ  ბაზარზე  2  წლამდე  ბიჭების ფასი  6 000  ამერიკულ  დოლარს  შეადგენს  (30 000  იუანი),  პატარა  გოგონების  ფასი  კი   მხოლოდ  500  ამერიკული  დოლარს შეადგენს.

ჩინეთის  მთავრობის  მცირეოდენ  პრაქტიკულ  ნაბიჯებს  შორის შედის  იუნანის  პროვინციაში ანტი–ტრეფიკინგის  პროგრამის  დაწყება  ორი  წლის  წინ.

წყარო:  BBC

არჩევნები  მოზამბიკში

Mozambique Elections

მოზამბიკში  ერთდროულად  3  არჩევნები  ტარდება:  აპრეზიდენტო,  საპარლამენნტო  და  რეგიონული  ასსამბლეების.

მოქმედი  პრეზიდენტი  და  1975 წლიდან  მოყოლებული  ჰეგემონი  პარტიის “ფრელიმოს” (Frelimo)  ლიდერი  არმანდო  გუებუზა  (Armando Guebuza)  გამარჯვების მთავარი  პრეტენდენტია.  ის  მოსახლეობას დაპირდა,  რომ  გამარჯვების შემთხვევაში  იბრძოლებს ერთიანობისა  და  განვითარებისათვის.

მმართველი პარტიის,  რომელსაც ამჟამად  ქვეყნის  პარლამენტში  250 ადგილიდან  160 ეკუთვნის, გამარჯვების შანსებს ზრდის ოპოზიციის დაქსაქსულობა.

არჩევნებში  მონაწილეობას ღებულობს  19 პოლიტიკური  პარტია,  რამდენიმე  პარტია  კი  ქვეყნის საკონსტიტუციო  საბჭომ  არ  დაუშვა  არჩევნებზე.

ამჟამად  მოზამბიკში  3  სხვებზე  ძლიერი  პოლიტიკური  პარტიაა.  “ფრელიმოზე”  ზემოთ  დავწერეთ.  მეორე სერიოზული  ძალაა  “რენამო”  (Renamo),  რომელიც  1992  წლამდე სამოქალაქო ომს  აწარმოებდა “ფრელიმოსთან”.  “რენამოს” ლიდერია აფონსო  დჰლაკამა  (Afonso Dhlakama).  9  თვვის  წინ  “რებნამოს” გამოეყო  მოზამბიკის  დემოკრატიუული  მოძრაობა  (Mozambique Democratic Movement (MDM),  რომლის  ლიდერია  დავიზ სიმანგო  (Daviz Simango).

ბოლო წლებში  მოზამბიკის  მთლიანი  შიდა პროდუქტი  მნიშვნელოვნად გაიზარდა,  მაგრამ  მსოფლიოს  ეკონომიკურმა  კრიზისმა  თავისი  კვალი  მოზამბიკშიც დატოვა,  რაც  გამოიხატა  ექსპორტის  კლებაში.

არჩევნები  დღეს უკვე  მიმდინარეობს  და  პირველი  შედეგები  თბილისის  დროით  29  ოქტომბრის  საღამოს  იქნება.

წყარო:  BBC

Mozambique

This entry was posted in China-Africa Review and tagged , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s