Europa Review, Oct 17

კასპიის რესურსები და ევროპა

2 ოქტომბერს, SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალი ბაილარბაიოვმა, ბუქარესტის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა ახალი პროექტის შესახებ. მასში ჩართული იქნება ყაზახური მხარე კომპანია KazMunaiGas-ის სახით, სოკარი აზერბაიჯანის მხრიდან და Rompetrol, რომელიც რუმინეთს წარმოადგენს. პროექტის მიხედვით, კასპიის ნავთობი ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან შავი ზღვის გავლით მიეწოდება რუმინეთს კონსტანტას პორტში, ხოლო შემდეგ პან-ევროპული მილსადენით (კონსტანტა – ტრიესტი) დანარჩენ ევროპას.

თუ კი ნავთობთან დაკავშირებით ევროპასა და კასპიის რეგიონს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მიმდინარეობს, გაზის შემთხვევაში საქმე სხვაგვარად არის. თურქმენეთი კასპიის რეგიონში  ყველაზე მდიდარია ბუნებრივი აირის რესურსებით, მისი პოლიტიკა კი ევროპისთვის ნაკლებად მოსახერხებელი: თურქმენეთი გაზით ვაჭრობას მხოლოდ მის უშუალო საზღვარზე აწარმოებს, რაც ევროპისთვის ქმნის ტრანს-კასპიური გაზსადენის საჭიროებას, რომელიც თურქმენეთს ჯერ ბაქოსთან, ხოლო შემდგომ ევროპასთან დააკავშირებს Nabucco-ს პროექტის ფარგლებში. მსგავსი პროექტი უკვე ხორციელდება, მაგრამ თურქმენეთის არა დასავლეთ საზღვართან, არამედ აღმოსავლეთ საზღვართან, ხოლო პროექტის ავტორი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა. ჩინეთთან ერთად, თურქმენული გაზით და მისი ევროპაში მაღალ ფასად გაყიდვით რუსეთიც დაინტერესებულია და 2010 წლიდან ვარაუდობენ, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ გააგრძელებს აშხაბადთან გაზით ვაჭრობას. ორი აღმოსავლელი კონკურენტის ფონზე ევროკავშირის ჩართულობა მცირეა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე წელია ევროპელები გაზის დივერისიფიცირების მნიშვნელობას ხაზს უსვამენ.

გაზის დივერსიფიცირება და ენერგოუსაფრთხოება სწორედ იმ საკითხთაგანია, რომელიც ე.წ. მაღალ პოლიტიკას განეკუთვნება და რომელშიც ევროკავშირის ინტეგრაციის დონე ყველაზე ნაკლებია. ევროკავშირის წევრი სუვერენული ქვეყნები კვლავ ცდილობენ თავიანთი ეროვნული ინტერესების სუპრა-ევროპულზე მაღლა დაყენებას, რაც კომპრომისს გამორიცხავს. კომპრომისის გარეშე კი 27 წევრი ქვეყნის პირობებში თანამშრომლობა და საერთო მიზნის მიღწევა ჭიანურდება. ევროპის პასიურობა კასპიის რეგიონში სწორედ ამგვარი არაკოორდინირებული თანამშრომლობის შედეგი უნდა იყოს.

წყარო: euobserver.com

ევროპის პრეზიდენტი – Forza Blair

ლისაბონის ხელშეკრულებამდე ევროპული საბჭოს თავმდჯომარეობა ევალდებოდა ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაურს და შესაბამისად მისი ხანგრძლივობა 6 თვით განისაზღვრებოდა.

ლისაბონის ხელშეკრულებით ევროპული საბჭო ხდება ევროკავშირის ერთ-ერთი ორგანო (ევროკომისიასთან, ევროკავშირის საბჭოსთან, ევროპარლამენტთან და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოსთან ერთად), რომელსაც უხელმძღვანელებს ორნახევარი წლით არჩეული თავმჯდომარე (პრეზიდენტი).  თავმჯდომარის მანდატი შესაძლებელია გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, რაც შეეხება მისი არჩევის წესს, ევროპული საბჭო მას კვალიფიცირებული უმრავლესობით აირჩევს.

ხელშეკრულებაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ფუნქციებს ერთი შეხედვით ზედაპირული სახე აქვს: იგი თავმჯდომარეობს ევროპული საბჭოს სხდომებს, უზრუნველყოფს სხდომების მომზადებას, ხელს შეუწყობს საბჭოს შიგნით კონსენსუსის ჩამოყალიბებას და წარუდგენს ევროპარლამენტს ანგარიშს ჩატარებული სხდომის შესახებ.

მეორე მხრივ, ევროპული საბჭო, რომელიც თავს უყრის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მეთაურებს, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტია ევროკავშირის შიგნით.  სწორედ მის სხდომებზე ხდება ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.  გამომდინარე, ერთი მხრივ, ევროკავშირის თავმჯდომარის, ერთი შეხედვით, მხოლოდ წარმომადგენლობით უფლებამოსილებებიდან, ხოლო, მეორე მხრივ, იმ გადამწყვეტი როლიდან, რაც ევროპულ საბჭოს ეკისრება ევროინტეგრაციის პროცესში, ამ ახალი პოსტის ეფექტურობისთვის განმსაზღვრელი იქნება პირველი თავმჯდომარის ვინაობა.

ინიციატივის შემოღების დროიდან განიხილებოდა რამდენიმე კანდიდატი, რომელთა შორის ყველაზე გავლენიანი და პოპულარული ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერია. მისი კანდიდატურა დღესაც ყველაზე ხშირად განიხილება ევროკავშირის პოლიტიკურ წრეებში. 14 ოქტომბერს სილვიო ბერლუსკონიმ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა იტალიური გაზეთის Il Foglio-ს საშუალებით ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ლეიბორისტ ბლერს. ბერლუსკონის განცხადებით, ბლერს ყველანაირი საშუალება გააჩნია, რომ გახდეს ევროკავშირის საბჭოს პირველი პრეზიდენტი და ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე იურიდიული და პოლიტიკური გარემოებების გათვალისწინებით. ბერლუსკონის ამგვარ გადაწყვეტილებას აფასებენ, როგორც ბერლუსკონისა და იტალიის მთავრობის ბოლოდროინდელი სკანდალების შემდეგ რეპუტაციის აღდგენის მცდელობად.

ტონი ბლერის კანდიდატურასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება აქვთ ბენელუქსის ქვეყნებს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს დოკუმენტის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის პოსტთან დაკავშირებით, სადაც ტონი ბლერი დახასიათებულია როგორც ბიუროკრატი პოლიტიკოსი. პოლონეთის ევროკავშირის საქმეების მინისტრმა მიკოლაი დოვგიელევიჩის აზრი მეტ-ნაკლებად დაემთხვა აღნიშნულ დოკუმენტს, როდესაც განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტი უნდა იყოს ევროკავშირში კონსენსუსის გარანტი (should focus on consensus-building) და არა უბრალოდ ვარსკვლავი (celebrity).

საინტერესო პოზიცია გააჩნია საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო მატ შორის, ვინც ბლერის კანდიდატურტაზე დაიწყეს საუბარი. ფრანგულ Le Figaro-სთან საუბარში მან აღნიშნა, რომ არსებობს ორი მოსაზრება ახლადშექმნილ თანამდებობასთან დაკავშირებით თუ როგორი პოლიტიკოსია ამ პოსტზე საჭირო: ქარიზმატული და გავლენიანი პრეზიდენტი თუ პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს საბჭოს საქმიანობის ორგანიზებას და კონსენსუსის მიღწევას. სარკოზის ბოლოდროინდელ თავშეკავებას ბლერის კანდიდატურასთან დაკავშირებით გარკვეულწილად ბრიტანეთის  ევროზონაში არყოფნაც განსაზღვრავს.

ევროზონის საკითხთან ერთად, ბლერის საწინააღმდეგოდ შესაძლებელია იმოქმედოს მისმა წარსულმა: ის ერაყის ომის აქტიური მხარდაჭერი იყო.  ტონი ბლერის მომხრეეები კი აქცენტს მის ქარიზმასა და გავლენაზე ახდენენ აქცენტს და მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ტვისებებიდან გამომდინარე ბლერი შეძლებს საერთაშორისო არენაზე ევროკავშირის როლის გაზრდას.

წყარო: euobserver.com

Visa-free Kosovo

ევროკომისია აპირებს, რომ კოსოვოს უვიზო რეჟიმი შესათავაზოს, მიუხედავად იმისა, რომ კოსოვო ევროკავშირის ხუთმა ქევრმა ქვეყანამ არ აღიარა. ეს ქვეყნებია რუმინეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, სლოვაკეთი და ესპანეთი.

ევროკომისიის ამგვარი ინიციატივა წარმოადგენს ერთგვარ პოლიტიკურ პასუხს ევროკავშირის გადაწყვეტილებისა, 2010 წლისთვის გააუქმოს სავიზო რეჟიმი მაკედონიასთან, მონტენეგროსთან და სერბეთთან. სწორედ ეს უკანასკნელია მხილებული 1999 წლის ომისა და სხვა მრავალი დანაშაულის შემოქმედად კოსოველი ალბანელების წინააღმდეგ. იმისათვის, რომ თავი აეცლიებინათ არასამართლიანი პრივილეგიებისაგან, ევროკომისიამ გადაწყვიტა კოსოვოსთვისაც გაეკეთებინა მსგავსი „საჩუქარი“.

ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ ხუთი წევრი ქვეყნის მიერ კოსოვოს აღიარებაზე უარის თქმა ხელს არ შეუშლის ევროკავშირის ერთობლივ საქმიანობას, რადგან ქვეყნის აღიარება ეროვნული მთავრობის პრეროგატივაა, მაშინ როდესაც აღნიშნული ინიციატივა სუპრა-ეროვნულ და საერთო-ევროპულ განზომილებას განეკუთვნება. ამ მოსაზრებას ამტკიცებს ფაქტები, რომ საბერძნეთი ცნობს კოსოვურ პასპორტებს, როგორც მოქმედ სამგზავრო დოკუმენტს, ხოლო რუმინეთი ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროკავშირის საპოლიციო მისიაში (Eulex) კოსოვოს ტერიტორიაზე.

წყარო: euobserver.com

About gliase

I Love Gliase
This entry was posted in ესსეები, სტატიები & რეპორტაჟები / Essays, Articles & Reports and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s