ჩინურ–აფრიკული მიმოხილვა 16.10.2009

გვინეისა და ჩინეთის დაახლოება

2008  წლის  დეკემბერში გარდაიცვალა  ლანსანა  კონტე  (Lansana Conté),  გვინეის  დიქტატორი,  რომელიც  ამ  ქვეყანას  დიდი  ხნის  განმავლობაშ  მართავდა.  ხელმძღვანელის გარეშე  დარჩენილი  ქვეყანა  ქაოსმა  მოიცვა,  მღვრიე წყალში  კი  ყველაზე  უკეთ  კაპიტანმა  მუსა დადის  კამარამ  (Moussa Dadis Camara)  თევზის დაჭერა  და  ახლა ქვეყანას  სამხედრო  ხუნტა მართავს  მისი  მეთაურობით.  თავდაპირველად მუსა  დადის კამარა  ხალხს დაჰპირდა  სამართლიანი  არჩევნების  ჩატარებას,  იქამდე  კი  შეირჩა დროებითი  მთავრობა,  რომელსაც  გვინეის არჩევნებამდე მიყვანა  და  არჩევნების  ჩატარება დაევალა.  არჩევნები  მალე  უნდა  ჩატარდეს გვინეაში,  მაგრამ  პოლიტიკური  ცხოვრების  მეტ–ნაკლებად  მშვიდი მდინარება  დაარღვია  მუსა დადის კამარას სურვილმა,  საპრეზიდენტო არჩევნებში  მიეღო  მონაწილეობა,  რაც  პრაქტიკულად  ნიშნავდა  მის  დიქტატორობას.

Moussa Dadis Camaraგვინეის დედაქალაქ კონაკრიში,  ქალაქის მთავარ სტადიონზე მრავალი  ათასი  ადამიანი შეიკრიბა  კამარას  ამ  სურვილის  გასაპროტესტებლად,  თუმცა სამხედრო ძალებმა  საპროტესტო  აქციები  სასტიკად დაშალეს, დაიღუპა  და  დაშავდა  ასეულობით  ადამიანი.

ცხადია,  ამ  ფაქტს გამოეხმაურნენ  ამერიკის  შეერთებული შტატები, რომელსაც ამ ეტაპზე აფრიკისთვის არ სცალია და არც არასოდეს ეცალა სიტუაციის სერიოზულად მისახედად, ევროკავშირი, რომელსაც გვინეაზე არც ეკონომიკური, მითუმეტეს არც პოლიტიკური გავლენა აქვს და რა თქმა უნდა გაერო, რომელმაც თავისი ათასრომელიღაც რეზოლუციაში დაგმო  გვინეაში მიმდინარე პროცესები.

გვინეის  სამხედრო  ხუნტის  ავტორიტეტი  საბოლოოდ  დაეცა.   შესაძლოა  აფრიკის  ერთ–ერთ  უღარიბეს  ქვეყანას,  რომლის  საერთოდ  შიდა პროდუქტი  5  მილიარდს არ  აღემატება და 10  მილიონიანი  მოსახლება  ჰყავს,  სანქციების  დაუწესონ.  თუმცა  სანქციებს ამ  შემთხვევაში არანაირი  ეფექტი  არ ექნება,  რადგანაც  ხალხი  სანქციების გარეშე იშიმშილებს  თუ  სანქციებით,  გადამწვეტი  მნიშნელობა  არ  აქვს.

ახლა  კი  გადავდივართ  მთავარზე.  ჩინეთმა  ძალიან  კარგად ისარგებლა  შექმნილი სიტუაციითდა  როგორც  გვინეის სამხედრო  ხუნტის  წარმომადგენლები  აცხადებენ (ჩინეთს ოფიციალურად  არ  დაუდასტურებია ჯერ),  ჩინურ კერძო კორპორაციასა  და  გვინეას  შორის გაფორმდა  7  მილიარდიანი  ხელშეკრულება.   ხელშეკრულება  ეხება  გვინეაში  ენერგორესურსებისა  და  ავიაციის განვითარებას,  მაგრამ  როგორ  აპირებენ  გვინეელები ჩინელებისთვის ამხელა  თანხის  გადახდას  უცნობია.  თუმცა  უცნობია  ოფიციალურად,  არაოფიციალურად  კი  უკვე  საუბრობენ  ჩინელების  მიერ  გვინეის  მდიდარი  მინერალური  საბადოების ათვისებაზე,  რადგანაც  ჩინელი  ოფიციალური  პირების  გახშირებული  ვიზიტები  შეიმჩნევა გვინეის  სოფლის  მეურნეობის  სამინისტროში.

ადამიანის  უფლებათა  დაცვის სხვადასხვა  საერთაშორისო  ორგანიზაციები,  კომიტეტები  და  ა.შ.  დაუსრულებლად აცხადებენ  იმის შესახებ,  რომ  მშიერი  გვინეელი  ხალხისავის უფრო  მნიშვნელოვანია  მათი  პოლიტიკური  უფლებები,  რომ  ხუნტა  მათ  (ხალხს) ვერ მოატყუებს  ჩინეთთან  მეგობრობით  და  ახალი გარიგებებით,  რომ  გვინეელი  ხალხი  მზადაა  იბრძოლოს  საკუთარი  უფლებებისათვის. . .

ახალი  ხელშეკრულება  ორივე მხარისთვის,  გვინეისა  და  ჩინეთისთვისაც  ძალიან  მომგებიანია. გვინეამ  გამოისწორა  საერთაშორისო  რეპუტაცია,  გვინეისადმი სანქციების  დაწესების შანსი  მკვეთრად დაეცა,  აგრეთვე  გვინეელებისთვის  ეს შეიძლება აღმოჩნდეს  ხუნტის  ლეგიტიმურად ცნობისთვის  გადამწყვეტი მომენტი.

ჩინელებმა  კი  კიდევ  ერთხელ  ისარგბელს  ამერიკა–ევროპის უმოქმედობით  კონტინენტზე.  როგორც  ჩანს  მინერალური რესურსების მარაგსაც  შეივსებენ  და  უმუშევართა რიცხვსაც  რამდენიმე  ათასით  შეამცირებენ  როგორც ჩინეთში,  ისე გვინეაში.

წყარო:   New York Times

ჩინეთი  შეაქეს

გაეროს ინიციატივის გაიმართა  მსოფლიო საკვების   დღე (World Food Day).  ეს ღონისძიება რამდენიმე  წელიწადში ერთხელ  იმართება  და  მსოფლიოში  სოფლის მეორნეობაში  მიღწეულ  შედეგებს აჯამებს.

დღის  “გამარჯვებული” გახდა  ბრაზილია,  რომელმაც  ბოლო  10 წლის  განმავლობაში  თავისი  სოფლის  მეურნეობის პოლიტიკის  წყალობით  (რომელიც  მოიცავდა  მიწის გადანაწილების  რეფორმასა  და  ე.წ.  “საზოგადო  სამზარეულოების” შემოღებას)  ბრაზილიაში  42% –ით  შეამცირა  მოშიმშილეთა რაოდენობა.  ბრაზილიის  პრეზიდენტ ლუის ინასიო  ლულა  და სილვას  (Luiz Inacio Lula da Silva)  პირადად  გადაუხადეს  მადლობა.  ეს  მისთვის უკვე  მეორე  მნიშვნელოვანი  წარმატებაა,  ჯერ იყო  კოპენჰაგენში  რიო–დე–ჟანეიროს  გამარჯვება 2016 წლის  ზაფხულის  ოლიმპიური  თამაშების  ჩასატარებლად.  მისდა  სამწუხაროდ  ის  უკვე  მეორე  ვადითაა პრეზიდენტის  პოსტზე, ს ადაც  2011  წლამდე  დარჩება.

ჩინეთი  მეორე ადგილზე  გავიდა.  მცირე ზომის  ფერმებისადმი  გაწეული  დახმარების  გამო,  ჩინეთში  შიმშილით გატანჯული  ადამიანების რიცხვი  58 მილიონით შემცირდა.  ეს რამდენჯერმე  მეტია ბრაზილიურ რიცხვზე,  მაგრამ  თუ  მოსახლების  რაოდენობას  გავითვალისწინებთ,  პროცენტებში ბრაზილიას  აშკარა  უპირატესობა  აქვს.

განვითარებული  ქვეყნებიდან  ქება  დაიმსახურა ლუქსემბურგმა.  ეს პატარა ქვეყანა  ყველაზე  მეტდ  ეხმარებოდა უღარიბეს ქვეყნებს  შიმშილის  არმოსაფხვრელად,  მის შემდეგ  კი  სკანდინავიელები  მოდიან  ოდნავი ჩამორჩენით.

გააკრიტიკეს ახალი  ზელანდია  და  ამერიკის  შეერთებული  შტატები.  პირველი  უფრო  იმიტომ,  რომ  არა  გლობალურ,  არამედ  საკუთარ ქვეყანაში  გაუუარესდა  სოფლის  მეურნეობაში  სიტუაცია,  ამერიკელები კი,  როგორც აღმოჩნდა,  საერთოდ არ  ზრუნავენ  უღარიბეს  ქვეყნებში  შიმშილის აღმოსაფხვრელად,  დემოკრატია კი  ჯერჯერობით არ იჭმევა.

ამ  სურათზე თქვენ  ხედავთ  მსოფლიოს  ქვეყნებში  ადამიანთა კვების მიმართულებით  მდგომარეობას.  რაც  უფრო  მუქია ფერი,  მით  უარესია  მდგომარეობა.

Global Hunger


მინუსებში  გადასული  სვეტები  უჩვენებენ  ქვეყნებში  შიმშილით გატანჯული  ხალხის  შემცირებას  პროცენტებში, მარჯვენა  სვეტი კი  აღნიშნავს  ქვეყნებში  ანალოგიური  მაჩვენებლის  პროცენტულ ზრდას.

Global Hunger 2

Moussa Dadis Camara

წყარო: BBC

This entry was posted in China-Africa Review and tagged , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s