უკრაინის რეგიონული ბიზნეს ელიტა

ავტორი: ქეთევან ბოლქვაძე

თარიღი: დეკემბერი 2008

ვიქტორ პინჩუკი და რინატ ახმეტოვი – უკრაინის ორი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი

უკრაინის პოლიტიკური ელიტის შიგნით მნიშვნელოვანი ინტერესთა კონფლიქტი და განხეთქილება არსებობს, რის საფუძვლადაც ხშირად ექსპერტები ეკონომიკურ მიზეზებს ასახელებენ. 2004 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იუშენკოს გამარჯვება შეფასებულ იქნა როგორც “მილიონერების გამარჯვება მილიარდელებზე”. ბიზნესმენთა გარკვეული წრეები, რომლებიც არ შედიოდნენ უკრაინის უმსხვილეს ბიზნესმენთა სიაში, თუმცა მაინც საკმაოდ დიდი კაპიტალის მფლობელნი იყვნენ გარკვეულწილად “დაიჩაგრნენ” კუჩმას პრეზიდენტობის პერიოდში. სწორედ ამიტომ ახალმა პრეზიდენტმა განსაკუთრებული მხარდაჭერა მიიღო საშუალო და მცირე ზომის ბიზნესებისგან, რომლებსაც სერიოზული პრობლემები შეექმნათ იანუკოვიჩის პრემიერობის პერიოდში. იუშენკოს მოსვლისთანავე მათ გადაწყვიტეს პრივატიზაციის ახალი ტალღა წამოეწყოთ, რაც საბოლოოდ მარცხით დამთავრდა. ეს შესაძლოა იმ მიზეზით მოხდა, რომ მათ რეალურად ვერ დაამტკიცეს კუჩმას დროს ჩატარებული პრივატიზაციის არაკანონიერება ან უბრალოდ არ ეყოთ რესურსები. პოლიტიკურმა არასტაბილურობამ უბიძგა მსხვილ ოლიგარქებს ე.წ. პოლიტიკური ბანაკების შექმნისკენ რათა უკეთ დაეცვათ საკუთარი ბიზნესი. აღსანიშნავია რომ უმდიდრესი უკრაინელები არც პრო-რუსული და არც პრო-დასავლური შეხედულებებით არ გამოირჩევიან. უმთავრესი რაც მათ აწუხებთ არის დაიცვან თავიანთი უკრაინული ინტერესები, ქონება და გააფართოვონ მათი ბიზნესის საზღვრები. იანუკოვიჩის მთავრობა რუსულ ბიზნესთან უფრო ნაკლებ მეგობრული ურთიერთობით გამოირჩეოდა ვიდრე მისი წინამორბედი, რადგან უკრაინული და რუსული კომპანიები ერთმანეთის კონკურენტები არიან ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფოლადის წარმოება, მანქანათმშენებლობა, მძიმე მეტალურგია და იანუკოვიჩი თავისი მოკავშირეების ინტერესების დაცვას ცდილობდა რუსი კონკურენტებისგან.
რაც შეეხება მმართველ უმრავლეობას უკრაინის პარლამენტში ის ძირითადად 4 ბიზნეს ჯგუფის წევრებითაა წარმოდგენილი:
    „რეგიონების პარტია“ წარმოდგენილია 67 დეპუტატით და ეკუთვნის ე.წ. დონეცკის კლანს;
    „უკრაინის სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (წარმოდგენილია 38 დეპუტატით) და  პარტია „ხალხის ძალა“ (22 დეპუტატი) ორივე მათგანი ეკუთვნის ე.წ. კიევის კლანს.
    „ლეიბორისტული უკრაინა“ (წარმოდგენილია 42 დეპუტატით) და ეკუთვნის დნეპროპეტროვსკის კლანს;
    „დემოკრატიული ინიციატივები“ (19 დეპუტატი) ეკუთვნის ხარკოვის კლანს.
დონეცკის კლანი. დონეცკის კლანის ფორმირება 1996 წელს დაიწყო და  1999 წლისთვის უკვე ერთ-ერთ სერიოიოზული და გავლენიან ჯგუფად ჩამოყალიბდა. ამ გავლენას დღესაც ინარჩუნებს. თავდაპირველად ჯგუფი 2 თაობის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული, ე.წ. წითელი დირექტორები, რომლებიც ადრე საბჭოთა ნომენკლატურის წევრები იყვნენ და ახალი თაობა, რომელმაც ფული ძირითადად ენერგორესურსების გაყიდვით და სხვადასხვა საწარმოებით იშოვა.  კლანი შეიძლება დავახასიათოთ როგორც დომინანტი უკრაინის პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებში. პოლიტიკური გავლენა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მათ ჰყავთ მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ვიქტორ იანუკოვიჩის სახით, რომელიც ლობირებს მათ ბიზნესს. რაც შეეხება ეკონომიკურ გავლენას, ბოლო წლებში დონბასის რეგიონის ფოლადის, მეტალურგიისა და ქვანახშირის საწარმოები და ზოგადად ინდუსტრია განსაკუთრებული სისწრაფით განვითარდა, რამაც საბოლოოდ უკრაინის მშპ 8.5%-ით გაზარდა. ფოლადის ექსპორტი უკრაინის მთლიანი ექსპორტის 40%-ს შეადგენს, რაც თავისთავად ხაზს უსვამს რეგიონის გავლენას უკრაინის ეკონომიკაზე. დონბასის ყველა მნიშვნელოვანი საწარმო კონტროლდება „სისტემ კაპიტალ მენეჯმენტ ჯგუფის“ (System Capital Management group) მიერ, რომელსაც სათავეში უდგას 37 წლის მილიარდერი რენატ ახმეტოვი.
მიუხედევად იმისა, რომ დონეცკი ითვლება უკრაინის ყველაზე პრო-რუსულად განწყობილ რეგიონად (ყირიმის შემდეგ), თავად დონეცკის კლანი ეკონომიკური თვალსაზრისით მხარს უფრო დამოუკიდებელ უკრაინას უჭერს, სადაც ეს ჯგუფი თავად გააკონტროლებს თავის ინტერესებს (ისტორიულად დონეცკი თითქმის ყოველთვის გარედან იმართებოდა: ეს იყო მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი და მოგვიანებით კიევი). ამას ემატება ასევე კონკურენცია, რომელიც რუსულ და უკრაინულ საწარმოებს შორის არსებობს მანქანათმშენებლობის, მძიმე მეტალურგიისა და ფოლადის წარმოების სფეროებში.
რაც შეეხება თავად ახმეტოვის ფიგურას ის უკრაინელი მილიარდერების სიის სათავეში იმყოფება თავისი ოფიციალური 12 მლრდ დოლარით. მაგნატის ქონება მოიცავს სისტემ კაპიტალ მენეჯმენტ ჯგუფს, რომელიც აკონტროლებს ფერადი მეტალურგიისა და ნახშირის გადამამუშავებელ უმსხვილეს საწარმოებს, ასეევე ახმეტოვის მფლობელობაშია რამდენიმე ადგილობრივი გაზეთი და საფეხბურთო ნაკრები „შახტიორი“. მნიშვნელოვანია, რომ ის საკმაოდ დაინტერესებულია საკუთარი ბიზნესის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში. ახმეტოვს როგორც წესი არ უყვარს სხვა ბიზნესებთან ღია დაპირისპირება, თუმცა ამასთანავე საკმაოდ ძლიერად იცავს საკუთარ ბიზნესს და ქონებას.
დნეპროპეტროვსკის კლანი. ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს ეს კლანი წარმოადგენდა ჩამოყალიბებულ სტრუქტურას. უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების უმეტესობა სწორედ დნეპროპეტროვსკიდან იყვნენ: ლეონიდ  ბრეჟნევი, ვალენტინ შევჩენკო და ვლადიმერ შერბიცკი.
დნეპროპეტროვსკის ოჯახის ეკონომიკურ საყრდენს წარმოადგენდა სამხედრო-სამეურნეო საწარმოები. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ამ კლანის გავლენა შემცირდა, მაგრამ 1994წ. დნეპროპეტროვსკის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის ლეონიდ კუჩმას გაპრეზიდენტებამ ყველაფერი შეცვალა და კლანის გავლენაც გაიზარდა. ამას მოყვა მთავრობის სამივე შტოს  დაკომპლექტება დონეცკის კლანის წარმომადგენლებით. Eეს კლანი მხარს უჭერს პარტიას “Трудовая Украина”, თუმცა ელიტების კარგი დამოკიდებულება პარტიებისადმი მუდმივი არაა.
თავად კლანშიც არის გარკვეული დაჯგუფებები, რომელთაგან ყველაზე გავლენიანი პინჩუკის და “პრივატბანკის” ჯგუფებია, ასევე დიდი გავლენას ფლობს დერკაჩის ჯგუფი.
ქვეკლანებად დაყოფა:
    პინჩუკის ჯგუფი: მას პირობითად “ოჯახურსაც” უწოდებენ, რადგანაც მისი მეთაური ვიქტორ პინჩუკი არის კუჩმას ქალიშვილის ელენა ფრანჩუკის მეორე ქმარი. ამ ჯგუფის ეკონემიკურ საფუძველს წარმოადგენს კონცერნი “ინტერპაიპსი”, რომელიც დაკავებულია მილების წარმოებით და გაზის გაყიდვით, მისი 65% პინჩუკის ხელშია. კონცერნის მფლობელობაშია მრავალი ბანკი და კომპანია უკრაინული თუ უცხოური კაპიტალით. ჯგუფის ინტერესები დონბასშიც ვრცელდება, სადაც პინჩუკის ჯგუფის კონტროლის ქვეშაა არა ერთი საწარმო, მათ შორის ალჩევის მეტალურგიული ქარხანა. “ინტერპაიპსი” ზრუნავს გაზის მიწოდებაზე დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, სუმსკისა და ლუგანსკის ოლქში მდებარე საწარმოებში. ჯგუფის ხელთაა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია “kievstar GSM”, მედიაში კი გაზეთი “ფაქტები”, მე-11 არხი და  ICTV.  2008 წლის FORBES-ის გამოკითხვის მიხედვით პინჩუკი მესამე ადგილზეა ყველაზე მდიდარი ხალხის თხუთმეტეულში, ცენტრალური-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
    “პრივატ” ჯგუფი: “პრივატბანკი” ყველაზე მსხვილ ბანკს წარმოადგენს უკრაინაში, მაგრამ მიუხედავად ამისა საზოგადოება არ არის საკმარისად  ინფორმირებული მის შესახებ. მისი ოფიციალური მფლობელები არიან ბოგოლუბოვი, კოლომოისკი და მარტინოვი. (2008 წლის FORBES-ის გამოკითხვის მიხედვით ეს სამეული პინჩუკის შემდეგ ყველაზე მდიდარია ამ რეგიონში). “პრივატ” ჯგუფი ფლობს პეტროვსკის მეტალურგიულ ქარხანას და უკრაინის უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ კომპანია “უკრნაფტას”, ასევე დნეპრის საფეხბურთო კლუბს და ბიზნესს რუსეთსა და რუმინეთში. ცნობილი ფაქტია რომ “პრივატი” იუშენკოს საარჩევნო კამპანიას და ნარინჯისფერ დაჯგუფებას აფინანსებდა, რამაც გამოიწვია კონფლიქტი იანუკოვიჩთან. იუშენკოს და “პრივატის” კოალიცია პროვოცირებული იყო ტრეტიაკოვის მიერ, რამაც ტრეტიაკოვის და კოლომოისკის მედიარესურსებით ჩამოაყალიბა ერთიანი ჰოლდინგი.
    დერკაჩების ჯგუფი. მამები და შვილები: ჯგუფის სათავეში დგას კუჩმას დიდი ხნის მეგობარი ლეონიდ დერკაჩი და მისი შვილი ანდრეი დერკაჩი. ბევრი შეცდომით აერთიანებს დერკაჩებსა და პინჩუკს ერთ ჯგუფში, რადგან ისინი ორივე არიან პარტია “Трудовая Украина”-ს მეთაურები, თუმცა მათ შორის ძალიან დაძაბული ურთიერთობაა. დერკაჩების ბიზნესი უფრო მცირეა ვიდრე პინჩუკის, თუმცა ისინი ფლობენ ჰოლდინგს “უკრაინის პრეს-ჯგუფს”, სადაც უკრაინული  “Комсомольская правда”, “Московский комсомолец”, “Аргументы и факты” და სხვა უმსხვილესი გაზეთები შედიან. დერკაჩები ვადიმ რაბინოვიჩთან ერთად არიან ლობისტები რუსი მწარმოებლების ინტერესებისა უკრაინაში. ასევე მათ აქვთ გარკვეული ურთიერთობა ანატოლი ჩუბაისთან.
კიევის კლანი. რადას დეპუტატი, სპიკერი ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი გამოჩენილი პიროვნებაა, გაერთიანებული სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი. ამ ჯგუფში შედის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი და სხვა ბიზნესმენები სხვადასხვა ინდუსტრიული ინტერესებით. გრიგორი სურკისმა მედვედჩუკთან ერთად ჩამოაყალიბა საერთო ბიზნესი. მათი კომპანია Dynamo Atlantic სოფლის მეურნეობის პროდუქტებს დასავლურ ბაზარზე ყიდდა. ეს ბიზნესი კვლავაც გრძელდება, თუმცა ახლა მას ერთ-ერთი დიდი უკრაინული კომპანია Slavutich აკონტროლებს. ჯგუფს საბანკო სფეროშიც აქვს აქტივები. უკრაინის საუკეთესო საფეხბურთო კლუბი კიევის დინამო სურკისისა და მისი მომხრეების კონტროლის ქვეშაა. ჯგუფი ასევე პოროშენკოს საპარლამენტო ფრაქციასთანაცაა კავშირში. პოროშენკო უკრაინული ბიზნესის “ამომავალი ვარსკვლავია”, მისი კომპანია Ukrprominvest აკონტროლებს საკვები პროდუქტების დიდ ნაწილს. მედვედჩუკ-სურკისის ჯგუფი კიევის ბაზარსა და ფინანსურ სქემას იცავდა. ახლა ისინი ე.წ. “ძალოვან მინისტრებს” აკონტროლებენ, რაც მათ აძლევს კარგ შესაძლებლობას მათი „ბინძური საქმეები“ აკეთონ.
ხარკოვის კლანი. ხარკოველებში იყო პოტენციალი, რომელსაც შეეძლო  მათი გაყვანა სახელმწიფო გავლენის ორბიტაზე. 90-იანი წლების დასაწყისში ხარკოვის გუბერნატორი ალექსანდრ მასელსკი შეეცადა შეექმნა `ხარკოვის კლანი~, რომელიც იმედოვნებდა, რომ წარმატებულ კონკურენციას გაუწევდა დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის დაჯგუფებებს. თუმცა მასელსკის გარდაცვალებამ ეს გეგმები ჩაშალა.
90-იანი წლების შუა პერიოდში ხარკოველებმა უკვე წარმატებით ჩამოაყალიბეს კლანი და მათი გავლენა კიევზეც გავრცელდა. ამის შემდეგ ხარკოვის ელიტის წარმომადგენლებმა შექმნეს ფონი `ძალაუფლების პარტიაში~ _ „სახალხო დემოკრატიული პარტია“, ხოლო ევგენი კაშნარევმა და ოლეგ დემინმა დაიკავეს მაღალი თანამდებობები  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. უკრაინის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იყო როლი, ისეთი ხარკოველი პოლიტიკოსებისა, როგორებიც არიან შტეფან გავრიში, ინნა ბოგოსლოვსკაია და ალექსანდრ ბანდურკა.
ხარკოველებს შეუძლიათ იამაყონ იმით, რომ პარლამენტში ჰყავთ თავისი ფრაქცია (`დემოკრატიული ინიციატივები~) და მინისტრი მწარმოებლური პოლიტიკის, ყოფილი უკრაინის კომინისტური პარტიის ობკომის პირველი მოადგილე, ხარკოვის საავიაციო ქარხნის დირექტორი ანატოლი მიალიცა.
ინნა ბოგოსლოვსკაიამ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხარკოველები არიან ინდივიდუალისტები, ამიტომ ერთიანი `ხარკოვის კლანის~ შექმნა შეუძლებელია. ამ სიტყვების დამადასტურებელია ის, რომ ხარკოვში არის სულ მცირე 5 სტრუქტურული დაჯგუფება.

დასკვნა. დასკვნის სახით კი უნდა ითქვას რომ ბიზნეს ელიტა როგორც წესი დიდხანს არ რჩება ლოიალური ერთი რომელიმე პარტიის მიმართ. ოლიგარქთა უმრავლესობა დაინტერესებულია ზოგადად უკრაინის სტაბილურად განვითარებაში და საკუთარი ინტერესების დაცვაში. პრო-რუსული იქნება უკრაინა თუ პრო-დასავლური ბიზნეს ელიტისთვის ამას უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე უბრალო პოლიტიკური აქტივისტისთვის.
ასევე ბიზნეს ჯგუფების უზარმაზარი გავლენის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის პოლიტიკა უფრო კონსერვატიული დარჩება და ნაკლებად იქნება ბაზარზე ორიენტირებული.

About gliase

I Love Gliase
This entry was posted in ესსეები, სტატიები & რეპორტაჟები / Essays, Articles & Reports and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s