ევოლუცია ჩინურად

ზუსტად  60  წლის  წინ,  1949  წლის 1  ოქტომბერს  სამოქალაქო  ომში  გამარჯვებული კომინისტების ლიდერმა  მაო  ძედუნმა  ტიანანმენის  მოედანზე  აღლუმით  ამცნო  მსოფლიოს  კომუნისტური  ჩინეთის  წარმოშობა.  მაშინ  ჩინეთი  მსოფლიოს  ერთ–ერთი ყველაზე  ჩამორჩენილი  ქვეყანა  იყო.

დღეს  BBC –ზე  ჩინეთის  შესახებ  სტატიებში  აღნიშნული  იყო,  რომ  ჩინეთმა  ამ  60  წლის  განმავლობაში  მოახერხა  სოფლის  მეურნეობაზე  დამოკიდებული  ქვეყნიდან  გადაქცეულიყო  კაცობრიობის ისტორიაში  უდიდეს  მწარმოებლურ  ეკონომიკად.  უფრო  ზუსტნი  თუ  ვიქნებით  ეს ჩინეთმა  მოახერხა  არა  60,  არამედ  33  წელიწადში,  რადგანაც  1976 წლამდე  ჩინეთი  პრაქტიკულად  ისეთივე  ჩამორჩენილი  იყო,  როგორც  1949 წელს.  1976 წელს  გარდაიცვალა  მაო ძედუნი  და  ჩინეთმაც  დაიწყო  განვითარება.

დღეს ტიანანმენის  მოედანზე დიდი  სამხედრო  აღლუმი  ჩატარდა.   ჩინეთმა  ანახა მსოფლიოს  თავისი  ბალისტიკური რაკეტები,  ურიცხვი  ტანკი  და  ცოცხალი  ძალა,  საჰაერო  ძალები,  მაგრამ  ყურაღება  სულ  სხვა  იარაღმა  მიიპყრო.

Chinese Woman

აღლუმს  უძღვებოდა  ჩინეთის  პრეზიდენტი  ჰუ  ჯინტაო,  რომელსაც  სიმბოლურად  ეცვა  მუქი  ფერის  კოსტიუმი,  რომელიც  მაომ  დაამკვირდა  და ძალაუფლებას აღნიშნავს.

ტიანანმენის  მოედანზე  აღლუმს  მხოლოდ 30 000  ადამიანი  დაესწრო.  უსაფრთხოების  მიზნებით მთავრობამ  ხალხს  ურჩია ტელევიზორებით  ეყურებინა  აღლუმისათვის.   ეს  კიდევ  ერთი მაჩვენებელია  ჩინეთის განვითარებისა,  რადგანაც თუნდაც   10 წლის  წინ  მთვარობა ასეთ რჩევას ვერ  მისცემდა  ხალხს  –  ტელევიზორების  არქონის  გამო.

ჰუ  ჯინტაომ  უმასპინძლა  სადილს,  რომელიც  გინესის რეკორდების წიგნში  მოხვედრის კანდიდატია,  რადგანაც  პრეზიდენტი  4 000  ადამიანს  გაუმასპინძლდა  დიდ სახალხო  დარბაზში  (Great Hall of People).

საღამოსთვის ბეიჯინგზე  ორჯერ  მეტ  ფეიერვერკს  გაისვრიან,  ვიდრე  ოლიმპიადის  გახსნის  ცერემონიალზე.

აღლუმისათვის  ბეიჯინგში გაჩერდა  მოძრაობა,  გადაიკეტა  გზები,  დაიხურა სარკინიგზო  მაგისტრალი და აეროპორტი.

კომუნისტური  თვალთახედვით კი დღის მთავარი მოვლენა იყო ტიანანმენის მოედანზე მაო ძედუნის პორტრეტის შეცვლა.

პრემიერ–მინისტრმა  ვენ  ჯიაბაომ  განაცხადა,  რომ  მოუთმენლად  ელის  40 წლის  გასვლას,  რათა  აღნიშნონ  “ახალი ჩინეთის” საუკუნოვანი  იუბილე.

ახლა  კი  მოკლედ  თუ  რას  მიაღწია ჩინეთმა  ამ  60  წლის  განმავლობაში.

თუ მოსახლეობის სიცოცხლის  საშუალო  ხანგრძლივობა  იყო  40 წელზე  ოდნავ  მეტი,  ახლა ეს  რიცხვი  70–ს  აჭარბებს.

1979 წელს  ჩინეთმა  შემოიღო  ერთი  შვილის  პოლიტიკა.  ჩინეთის  მოსახლეობა  შეადგენს  1.3  მილიარდ  ადამიანს,   ხოლო  აღნიშნულმა  პოლიტიკამ  250 მილიონი ადამიანის  დაბადება  “აიცილა  თავიდან”.

1949 წელს  წერა–კითხვის მცოდნეთა რაოდენობა  მოსახლეობის  20% –ს  შეადგენდა,  დღეს  კი  96%–ია (ანუ 52 მილიონმა ადამიანმა ჩინეთში დღესაც არ იცის წერა–კითხვა).

თუ 1949 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი საშალოდ ერთ სულ მოსახლეზე 17 ამერიკული დოლარი იყო, დღეს უკვე 3 500 ამერიკულ  დოლარს  აღწევს.

საეჭვოა  1949 წელს  ჩინეთში  ვინმე  ყოფილიყო  მილიონერი,  დღესდღეობით კი  825 000  ადამიანი  ფლობს  1  მილიონ  ამერიკულ  დოლარზე  მეტს.

ამ  დროის  მანძლზე  ჩინეთმა  შექმნა  1.25  მილიონიანი  არმია,  ჰყავს  6700  ტანკი,  2300  თვითმფრინავი  და  6  ბირთვული  წყალქვეშა  ნავი.

Chinese parade

This entry was posted in China-Africa Review and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s