ჩინურ–აფრიკული ამბები 28.09.2009

ტაივანი ფრთხილობს

ტაივანმა  უარი  განაცხადა კუნძლზე  შეუშვას  უიღურების  ლიდერი  რებია კადეერი (Rebiya Kadeer).  ეს ქალბატონი  არის  უიღურთა მსოფლიო  კონგრესის  (World Uighur Congress)  ლიდერი.  ჩინეთის მთავრობა მას  ადანაშაულებს  ამა  წლის ივლისში  სინჯიანგის  პროვინციაში  მომხდარ  არეულობებში,  როდესაც  200–ზე  მეტი  ადამიანი  გარდაიცვალა. თავად  კადეერი კი  უარყოფს ბრალდებებს.

Rebiya Kadeer

ტაივანის ერთ–ერთ  ქალაქში მასზე გადაიღეს  დოკუმენტური  ფილმი,  მაგრამ  ტაივანის  ხელისუფლებამ  გადაწყვიტა  კადეერი არ  შეუშვას  კუნძულზე,  რადგანაც  ეს  შეიძლება დაემუქროს  ტაივანის საგარეო პოლიტიკურ და  სოციალურ მდგომარეობას.  აგრეთვე  მათ ეშინიათ,  რომ  დაკარგავენ  მრავალრიცხოვან  ჩინელ  ტურისტის,  რომლებიცხშირად სტუმრობენ ტაივანს.

უიღურები  ცხოვრობენ  ჩინეთის სინჯიანგის პროვინციაში,  ეთნიკურად  ახლოს არიან  თურქებთან,  არიან მუსლიმები.  1991 წლის  შემდეგ  პერიოდულად  ხდება არეულობები, ჩინეთი  სინჯიანგის  პროვინციაში  მდგომარეობის  დარეგულირებას ცდილობს  იმიგრაციით  – მრავალი  ჩინელი  წახალისებულია  წავიდეს  ამ  პროვინციაში.

რებია კადეერის პროფილი  BBC -ზე

წყარო:  BBC

Nestle და რობერტ მუგაბე

ბრიტანულმა  გაზეთმა  Sunday Telegraph –მა  გამოარკვია,  რომ  შვეიცარიული  კომპანია  “ნესტლე”  ყიდულობს რძეს  ზიმბაბვეშ  იმ ფერმებისგან,  რომელთაც ფლობს  რობერტ  მუგაბეს ცოლი, გრეის  მუგაბე.  2002  წელს  მუგაბეს  რეჟიმმა  ფერმები  წაართვა  მფლობელებს  (რომლებიც  იყვნენ  თეთრები)  და  სახელმწიფო  (რეალურად  კი საკუთარ)  საკუთრებად  აქცია.

“ნესტლემ” დაახლოებით 1  მილიონი  ლიტრი  რძე  შეიძინა,  მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ  კონტრაქტი არ აკავშირებთ მომწოდებელთან  და  ნაღდი ფულით გადაიხადეს.

ზიმბაბვეს  ადევს  ეკონომიკური  სანქციები  ამერიკის  შეერთებული შტატებისა და  დიდი  ბრიტანეთისგან,  მაგრამ  “ნესტლე” შვეიცარიულია  და  მას  შეუძლია  ეკონომიკური  საქმიანობა ზიმბაბვეში.

“ნესტლეს” წარმომადგენლები  აცხადებენ,  რომ  თუ  საქმიანობას  შეწყვეტენ  ამ  ქვეყანაში,  მრავალი ადამიანი  დაკარგავს  სამსახურს  და  საკვების პრობლემა  კატასტროფული  გახდება,  რადგანაც ზიმბაბვური  რძის დიდი ნაწილი ისევ ამ  ქვეყანაში რჩება.

ოციოდე  წლის  წინ  ზიმბაბვე  იყო  მეზობლებისათვის  თამბაქოსა  და  რძის პროდუქტების  მთავარი  მიმწოდებელი.  მუგაბემ  კი  იმდენი  მოახერხა,  რომ  ზიმბაბვეში ინფლაცია რამდენიმე  ასეულ  ათას  პროცენტს  აღწევს,  შიმშილისგან  კი  წელიწადში  ათასობით ადამიანი  იღუპება.

წყარო:  BBC

ნიგერიელები ჩინელებს  შემოსწყრნენ

არა  მხოლოდ ჩინელები ჩადიან აფრიკაში  სამუშაობ  და  საცხოვრებლად.  დაახლოებით 700  ნიგერიელი  იმყოფება ჩინეთის  ციხეებში. 30  ამასწინათ  გარდაიცვალა,  ჩინეთმა  კი  ითხოვა უფლება  დაეწვა  გვამები.  ნიგერიელებმა  კი  განაცხადეს,  რომ  ისინი აუცილებლად  უნდა  გადმოაგზავნონ  სამშობლოში და  გადასცენ ნათესავებს.

ნიგერიის  პარლამენტის წევრები აცხადებენ,  რომ  საჭიროა იმ ჩინელების  აღრიცხვა,  რომლებიც  ნიგერიაში  იმყოფებიან  არალეგალურად.  ამ  დროისათვის დაახლოებით 20 000  ჩინელი  ცხოვრობს  ნიგერიაში,  ვაჭრობა  და  თანამშრომლობა  სხვადასხვა სფეროებში  კი  ყოველწლიურად  იზრდება  ამ  ორ ქვეყანას  შორის.

ნიგერიელები  ამ  ბოლო დროს  მწვავედ  აღიქვამენ  საკუთარი  ხალხის  პრობლემეს.  ჯერ  ამერიკულ ფანტასტიკურ ფილმ District 9 -ზე ჰქონდათ  მწვავე  რეაქცია,  რადგანაც  ფილმის  პერსონაჟ უცხოპლანეტელს  ერქვა  ობასანჯო,  ობასანჯო  კი  ნიგერიის  ყოფილი  პრეზიდენტია.  ნიგერიელებმა  ყველაფერი  პრიად შეურაცხყოფად  აღიქვეს  და  გააპროტესტეს,  რომ  მათ მსოფლიოში კაციჭამიებად აღიქვამენ.

ახლა  კი  გადაწყვიტეს  ნიგერიელი  არალეგალი ემიგრანტებისათვის მიეხედათ,  რომლებიც ჩინეთის ციხეებში  სხედან  ქვეყანაში შეპარვის,  თაღლითობისა და  ნარკოტიკების გავრცელების ბრალდებით.

წყარო:  BBC

Olegesun Obasanjo

This entry was posted in China-Africa Review and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი