ჩინურ–აფრიკული ამბები 20.09.2009

კლიმატის  ცვლილებები  ჩინეთში და არა მარტო ჩინეთში

თუ  ყურადღებით  დააკვირდებით  ამ  სურათს,  თვითონვე  მიხვდებით  რაზეა  საუბარი და  რა  შეიძლება  მოელოდეს  მსოფლიოს  გრძელვადიან  პერსპექტივაშიBeijing 11 AM.

ეს  არის  ჩინეთის  დედაქალაქი ბეიჯინგი  დილის  11 (!)  საათზე.   შავი,  წვიმის  ღრუბლები ფარავენ  მზეს  და  უკვე  დილიდან  ანთია  ლამპიონები.

ალბათ  გაგიგიათ კოპენჰაგენის  სამიტი,  რომელიც  დეკემბერში  უნდა  გაიმართოს  და  ელიან,  რომ  იქ  შეიძლება  მიღებულ  იქნეს  უმნიშვნელოვანესი  გადაწყვეტილებანი  კლიმატთან  დაკავშირებით.

გლობალურმა  დათბობამ  საკმაოდ  შეაშინა  ბევრი.  თუნდაც  რამდენიმე  წლით  ადრე  ბევრი  ადამიანი  თვლიდა,  რომ  გლობალური  დათბობა  მითი  იყო.  შარშან  სამეცნიერო  ექსპედიციებმა  დაამტკიცეს  გლობალური  დათბობის არსებობა – ანტარქტიდა  დნება.  ანტაქტრიკის  ნახევარკუნძულს  ათეულობით  კილომეტრის სიგრძის ყინული  ჩამოტყდა,   მსოფლიოს  სხვადასხვა  ადგილებში  მყინვარები კატასტროფული  სისწრაფით  დნება  –  ახლა  უკვე  ზუსტად ვიცით,  რომ  ეს  გლობალური  დათბობის  გამო  ხდება.

კოპენჰაგენის  სამიტზე  დასავლეთი  ითხოვს  ცელსიუსით  2  გრადუსიანი  ზედა  ლიმიტის  დაწესებას,  რაც  იმას  ნიშნავს,  რომ  ყველაფერი  უნდა  გაკეთდეს,  რომ  2050  წლისათვის ტემპერატურამ  მხოლოდ  2  გრადუსით  მოიმატოს  მსოფლიოში.

მაგრამ  ამას  ეწინააღმდეგება  ჩინეთი,  ამბობს  რომ  მხოლოდ  2  გრადუსიანი ლიმიტი ბევრ ქვეყანას  მოუსპობს ეკონომიკის განვითარების  საშუალებას, ამ  “ბევრ”  ქვეყანაში კი პირველ რიგში სწორედ ჩინეთი იგულისხმება.

აქამდე  ითვლებოდა,  რომ  დედამიწის  ყველაზე  დიდი  დამაბინძურებელი  იყო  ამერიკის შეერთებული  შტატები,  თუმცა  ახლა  უკვე  ვარაუდობენ,  რომ  ამერიკას ეს  წოდება  ჩინეთმა წაართვა.  სავარაუდოდ  ამის  მიზეზია ჩინეთის  ტექნოლოგიებში ჩამორჩენა,  რითაც ქარხნები  და მანქანები  გაცილებით მეტ  ნარჩენებს  გამოყოფენ.

ქვემოთ  მითითებულ  ბმულზე  შეგეძლებათ ნახოთ მაგალითები,  თუ  რა  შედეგი  მოიტანა  გლობალურმა  დათბობამ  ჩინეთში  ამ დროისათვის.

ბეიჯინგსა  და  იაპონიის  დედაქალაქ  ტოკიოში არსებობს გაერთიანებული  მეტეოროლოგიური  ცენტრები,  რომლებიც  პასუხისმგებელნი  არიან  მთლიანად  რეგიონში  კლიმატური  ცვლილებების  შესწავლაზე  და  მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში  გარემოზე  დადებითი  და  უარყოფითი  ეფექტების  გამოთვლაში.

ბეიჯინგის  ცენტრის ხელმძღვანელს სჯერა  კაცობრიობის შესაძლებლობების,  რომ  ადამიანი  მოაზროვნეა,  რომ  ჩვენი   ჭკუითა  და  შრომით თავიდან ავიცილებთ კატასტროფას.

იმედი ბოლოს (2050 წელს) კვდება.

წყარო:  Guardian

სოფლის ცხოვრება ჩინეთში

გთავაზობთ  (უფრო  სწორედ  BBC გთავაზობთ), რამდენიმე  სურათს  ანუ  ეპიზოდს  ჩინური  სოფლის ცხოვრებიდან.

Chinese Womanამ სურათზე  თქვენ  ხედავთ  ქალბატონს,  რომლესაც  მთელი  თავისი ცხოვრება სოფელში აქვს  გატარებული.  მას არ  უნდა  მისმა  ქალიშვილმაც  ასე  იცხოვროს.   მაგრამ  წელს გოგონამ მისაღები გამოცდები ჩააგდო და უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩააბარა, ამიტომ დედამ გადაწყვიტა რომელიმე დიდ ქალაქში გაგზავნოს და იქ დააწყებინოს მუშაობა.

Slogans in Chinese Villages

ჩინეთის ძალიან  ბევრი  სოფელში შეხვდებით კედელზე წარწერილ  სლოგანებს.  ის  ხალხს  მოუწოდებს  ბევრი  არ იფიქრონ პოლიტიკაზე,   და თუ  მაინცდამაინც  იფიქრებენ  –  სწორად  იფიქრონ.

მაგრამ  გვხვდება  უკეთესებიც:  ეს  სლოგანი  მოუწოდებს  სოფლის  მოსახლეობას  არ  გაურიგონ  ბავშვები  ერთმანეთს და ახალგაზრდებს  უფლება  მისცენ  თავად აირჩიონ საკუთარი პარტნიორები.

ამ  BBC  ბმულზე კიდევ ნახავთ  საინტერესო  სურათებს  უფრო  საინტერესო  კომენტარებით.

ზუმას ვერ ერევიან

სამხრეთ  აფრიკის  პრეზიდენტ  ჯაკობ  ზუმას  (Jacob  Zuma)   წინააღმდეგ ოპოზიციურმა პარტია  “დეკოცრატიულმა  ალიანსმა”  (Democratic Alliance)   და  მისმა  ლიდერმა  ჰელენ  ზილემ  (Helen Zille)  აღძრეს  საქმე,  რომ  პრეზიდენტმა ზუმამ  პასუხი  აგოს თავისი  წარსული ქმედებებისათვის,  ზუმას  ბრალს სდებენ  კორუფციაში.  თუმცა  პრეზიდენტის მომხრეები  ამტკიცებენ,  რომ  ზუმა  არ შეიძლება  გასამართლებულ იქნას,  სანამ  ის  პრეზიდენტია.

ყველაზე  საინტერესოდ  მეჩვენა  ზუმას  პოლიტიკური  წარსული.

2005  წელს  ის  მოხსნეს ვიცე–პრეზიდენტის  პოსტიდან.  იმვე  წელს წაუყენეს  ბრალდება  კორუფციაში,  აგრეთვე  გაუპატიურებაში.

2006  წელს  მას  მოუხსნეს  გაუპატიურების  ბრლდება,  ხოლო  კორუფციის საქმე  ბოლომდე  ვერ მივიდა და  ზუმა  გამოძვრა.

2009  წლის  იანვარში  სამხრეთ აფრიკის  პროკურატურამ  მიაღწია საქმის  გადახედვას,  მაგრამ მალე  საქმეში  ახალი  სამხილის,  სატელეფონო  ჩანაწერის გაჩენამ  ზუმა  გადაარჩინა.

ამასობაში  ზუმამ  არჩევნები  მოიგო  და  ახლა  ქვეყნის  პრეზიდენტია.

წყარო:  BBC

Zuma

This entry was posted in China-Africa Review and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s