ჩინურ–აფრიკული ამბები 18.09.2009

ჩინეთი უარყოფს აგრესიულ გეგმებს

როგორც  მოგეხსნებათ,  რამდენიმე  დღის  წინ  ამერიკის შეერთებული  შტატების  დაზვერვამ  გამოაქვეყნა  დოკუმენტი  “ამერიკის შეერთებული  შტატების  ეროვნული  დაზვერვის  სამსახურის  სტრატეგია”  (US National Intelligence Strategy),  რომელშიც  რუსეთთან,  ირანთან  და  ჩრდილოეთ  კორეასთან  ერთად  ჩინეთიც არის ერთ–ერთ  მთავარ საფრთხედ დასახელებული.

ამას  მოჰყვა  ამერიკის  თავდაცვის  მდივან რობერტ გეიტსის  განცხადება,  რომ   აზიის სამხრეთში განლაგებულ  ამერიკულ სამხედრო  ძალებს  შეიძლება  საფრთხე დაემუქროთ,  რადგანაც  ჩინეთი  გამალებით  ანახლებს  საკუთარ სამხედრო ტექნიკას.  ამერიკელთა ეს განცხადება  გამოიწვია  იმან,  რომ  ჩინეთმა  დიდი  რაოდენობით  ფული  დახარჯა  ანტისარაკეტო,  ანტისატელიტურ  და  წყალქვეშა ნავების  საწინააღმდეგო  იარაღის სახეობების  განვითარებაზე,  აგრეთვე  ჩინელები  ცდილობენ  განავითარონ  თავიანთი  კიბერ–შესაძლებლობები.

თავის  მხრივ  ჩინეთი  შეშფოთებულია,  რომ  შარშან  ამერიკამ  6.5  მილიარდი  დოლარის  იარაღი  მიჰყიდა ტაივანს  და  აცხადებს,  რომ   ჩინეთის  შეიარაღების  განვითარება  თავდაცვით  მიზნებს  ემსახურება  და  ხელს  შეუწყობს  რეგიონში  სტაბილურობასა  და  მშვიდობას.

მიუხედავად  ამ  ამბებისა,  რამდენიმ  ხნის  წინ  დაიდო  შეთანხმება  ამ  ორ  ქვეყანას  შორის,  რომლის  მიხედვითაც  ამერიკამ  გაადვილა  ჩინური  საბურავების  შეტანა  თავის ტერიტორიაზე,  თავის  მხრივ  კი  ჩინეთმა  მიიღო  კანონები ამერიკული  საავტომობილო  და  წიწილების  ბიზნესის სასარგებლოდ.

წყარო:  BBC

შპრიცი,  როგორც  იარაღი

ჩინეთის პოლიციამ  დააკავა  კიდევ 4  ადამიანი,  რომელთაც ხინჯიანგის  პროვინციაში  ბრალად  ედებათ  საპროტესტო  აქციების დროს  შპრიცის გამოყენება  და  მოქალაქეების  დაჩხვლეტა,  რის შედეგადაც  დაზარალდა  500–მდე  ადამიანი.  ჩინეთის პოლიციის  წარმომადგენლები  აცხადებენ,  რომ  შპრიცში  არ  იყო  ტოქსიკური  ნივთიერებები.

ამ  ოთხს  8–დან  15–წლამდე პატიმრობა  მიუსაჯეს,   რომლებიც  ციხეში  შეუერთდებიან  3სხვა,  ამავე ბრალებით  დაპატიმრებულ  პირებს.  დაპატიმრებული  პირებიდან  6 სავარაუდოდ  უიღურია,  ხოლო  ერთი ქალბატონი  ჰანი (ჰანი  ყველაზე  რმავალრიცხოვანი  ეთნიკური  ჯგუფია  მთელს  მსოფლიოში,  მათ  გარდა  ჩინელებს  სხვა ეთნიკური  ჯგუფებიც  მიეკუთვნებიან).

ივლისში  ხინჯიანგის  პროვინციის  დედაქალაქ  ურუმქიში  უიღურებმა  გამართეს საპროტესტო  აქციები,  რომელთაც მსხვერპლიც  მოჰყვა,  რეგიონისათვის  უფრო  მეტი  ავტონომიური  უფლებების  მოსაპოვებლად.  ამ  ყველაფრის ჩაწყნარების  შემდეგ,  უკვე  ჩინურმა  მოსახლეობამ  გამოიდო  თავი  უსაფრთხოების  შესაბამისი  პირობების  არქონის  მოტივით.

ჩინეთის  მთავრობა  უიღურ  სეპარატისტებს ადანაშაულებს  არეულობების  ორგანიზებაში.

წყარო:  BBC

ტერაქტი სომალიში – 16 მსხვერპლი

ჩვენს  წინა  გამოშვებაში შემოგთავაზეთ ინფორმაცია  მოგადიშუში  მომხდარი  ტერაქტის შესახებ.  გაეროს  ლოგოიანი  როი  მანქანა  შევიდა აფრიკის  კავშირის  ბაზაზე  და  ერთი  ბენზინის  საწყობს  დაეჯახა,  მეორე  კი  მახლობლად  აფეთქდა.  სინამდვილეში  მანქანები  ეკუთვნოდა  ტერორისტული  დაჯგუფების  ალ–შაბაბის  4 თვითმკვლელს.  ალ–შაბაბის  წარმომადგენელმა  განაცხადა,  რომ  შური  იძიეს  კენიელი  ტერორისტის ნაბჰანის  სიკვდილის  გამო,  რომელიც  ამერიკელებმა  მოკლეს  წინა  კვირას.

ტერაქტის შედეგად გარდაიცვალა  აფრიკის  კავშირის  ჯარების  მეთაურის  მოადგილე,  გენერალ–მაიორი  ჯუვენალ ნიიონგურუზა (Maj Gen Juvenal Niyonguruza),  აფრიკის  კავშირის  ჯარების სარდალი,  უგანდელი  გენერალი  ნათან  მუგიშა  კი  მსუბუქადაა  დაჭრილი  (Gen Nathan Mugisha).

აფრიკის  კავშირმა  ტერაქტს  იმით  უპასუხა,  რომ  მოგადიშუს ერთ–ერთი  რაიონი  დაბომბა,  გარდაიცვალა  ქალი  და  ბავშვი,  ამბობენ,  რომ  კიდევ  7  ადამიანია  გარდაცვლილი.

რამდენი  ხნის  წინ ალ–შაბაბმა  გაიტანა  ფრანგი  სამხედრო  წარმომადგენლები  და  საფრრანგეთისგან  ითხოვენ  აფრიკის  გკავშირის  ჯარების  გაყვანას  სომალიდან.

წყარო:  BBC

გვალვა კენიაში

Draught in Kenya

საშინელი  გვალვაა  კენიაში,  რომელსაც  უკვე  მოჰყვა  მრავალი  მსხვერპლი  და  სავარაუდოდ  სიტუაცია  კიდევ  უფრო  გაუარესდება,  რადგანაც  მასობრივად  იღუპება პირუტყვი,  მათთვის არსად  ჩანს  მწვანე  ბალახი,  ადამიანები  კი  წყალს  ეძებენ.

მთავრობამ  სცადა  ვითარების  გამოსწორება  და  4  მილიონი გირვანქა  გამოყო  რეგიონებიდან  ნაირობის მახლობლად  საქონლის  ჩამოყვანაში,  დაკვლისა  და  ხორცის  გაყიდვისათვის.  თითო  ცოცხალ–მკვდარ ძროხაში  მწყემსებს  65  გირვანქას  აძლევდნენ.  თუმცა  რეგიონებიდან  ტრანსპორტირებისას  მრავალი  ძროხა  დაიღუპა,  მრავალი  კი  ისეთ  მდგომარეობაშ ჩაიყვანეს  დანიშნულების ადგილზე,  რომ  დაკვლას  არანაირი  აზრი  არ  ჰქონდა.

კენიის  პარლამენტის  სოფლის  მეურნეობის  კომიტეტის  ხელმძღვანელმა ჯონ  მუტოტომ  (John Muthotho) განაცხადა,  რომ  მთავრობამ  შეცდომა  დაუშვა,  ჯობდა  სქონელი  ადგილზე  დაეკლათ  და  არ  ამოეყვანათ  რამდენიმე  ასეულ  კილომეტრზე.

მსყემსები  თავიანთი  ჯოგებით მოედვნენ  მთელს  კენიას,  ისინი  ადგილიდან  ადგილზე  გადაადგილდებიან  მთელი  ქვეყნის  მასშტაბით.  პირუტყვი ნაგავსაყრელებსაც  მოედო  და  ქალაქ  ნაირობისაც.

წყარო:  Guardian

ნერწყვის ბიზნესი სამხრეთ აფრიკაში

ბოლოს კი შემოგთავაზებთ ჩემს ფავორიტ  სიახლეს აფრიკიდან.

სამხრეთ აფრიკა  არა  მხოლოდ  ალმასითაა  მდიდარი,  არამედ  დაავადებებითაც და როგორც აღმოჩნდა, სამხრეთ აფრიკელებს არც ფანტაზია აკლიათ.  სამხრეთ  აფრიკაში  ძალიან  ბევრი  ადამიანია  დაავადებული  ტუბერკულოზით.  ყოველ  წელს  ფიქსირდება  500 000  ახალი შემთხვევა  და  70 000  –ზე  მეტი  ადამიანი  უღუპება  ყოველწლიურად.

მთავრობა ყოველთვიურად  ეხმარება  ტუბერკულოზით  დაავადებულებს  დაახლოებით  80 გირვანქით.  ეს  კი  სერიოზული  ფულია  სამხრეთ აფრიკაში.

ტუბერკულოზით  დავადებულები  თავიანთ  ნერწყვს  ყიდიან  ჯანმრთელ  ხალხზე,  რათა ამ  უკანასკნელთ შეეძოთ  სოციალური  დახმარების  მიღება.

მართალია  ნერწყვის ჩაბარება  უნდა  ხდებოდეს ადგილზე,  მაგრამ  საავადმყოფოებში  ამას არავინ  აკონტროლებს  და  შესაბამისად  გაყალბება  ადვილია.

ინფორმაცია მას  შემდეგ  გასკდა,  რაც  კეიპ  ტაუნშიგაზეთმა  West Cape News –მა  ჩაატარა  გამოძიება. ჟურნალისტი  მივიდა  კლინიკაში  ნერყვის ანალიზისათვის,  მას  მისცეს  ბოთლი  და  ყურადღება  არავინ  მიაქცია  მართლა  მისი  ნერწყვი  აღმოჩნდა  ბოთლში  თუ  არა.

1 ნერწყვის  ნიმუშის  ფასი  4–დან  8  გირვანქამდე  მერყეობს (სამხრეთვ აფრიკის ფულის ერთეულია რანდი, ჩვენ კი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგებში ვწერთ ფასს).

ძალიან  საინტერესოდ მეჩვენა  54 წლის  ტუბერკულოზით  დაავადებული  ადამიანის  კომენტარი,  რომელიც  თვეში  40–50  გირვანქას  შოულობს  ამ  ბიზნესით.  მან  განაცხადა,  რომ  მისი ბიზნესს  ძალიან  კონკურენტულ  გარემოში  უწევს  თავის გატანა,  რადგანაც  კეიპ  ტაუნში  ბევრი  დაავადებულია  და  შესაბამისად  ძალიან  ბევრი  კონკურენტი  ჰყავს.

წყარო:  Guardian

Cape Town

This entry was posted in China-Africa Review and tagged , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to ჩინურ–აფრიკული ამბები 18.09.2009

  1. fmagellan says:

    ხინჯიანი არა, სინძიანია🙂 ისე საინტერესო კი იყო🙂

  2. kid says:

    fmagellan

    ქართულ და რუსულ წყაროებში სინძიანი წერია, მარა Xinjiang “სინძიანი” რა პონტშია ვერ მივხვდი😀

    სინჯიანგი არის ყველაზე სწორი ფორმა ჩემი აზრით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s