ჩინურ–აფრიკული ამბები 17.09.2009

ვენესუელა – ჩინეთის 16  მილიარდიანი  კონტრაქტი

ვენესუელამ  ორი  მსხვილი  გარიგება გაჩარხა  რუსეთთან  და ჩინეთთან  სამხრეთ  ამერიკის ერთ–ერთი უდიდესი  მდინარის,  ორინოკოს აუზში  ნავთობის  მოპოვების შესახებ.

რუსეთთან  გარიგების  ღირებულება  20  მილიარდ  ამერიკულ  დოლარს  შეადგენს,  ჩინელებთან  კი –  16  მილიარდ დოლარს.  რამდენიმე  წელიწადში  ვენესუელას  ნავთობის  პროდუქციამ  დღეში  900 000  ბარელს უნდა  მიაღწიოს.

ამ  გარიგებებს  ეკონომიკურის  გარდა,  პოლიტიკური  მნიშვნელობაც  აქვს.  დღესდღეობით ვენესუელის  ენერგოსექტორში  ამერიკელებს  გავლენა  აქვთ,  ზემოთ  ხსენებული  გარიგებებით  კი ვენესუელა იმედოვნებს  ამ  გავლენის  შემცირებას.

ჩემი აზრით,  ეს გარიგებები  ყველაზე მეტად  ჩინეთს აწყობდა,  რომელიც  ამერიკის შეერთებული  შტატების  შემდეგ,  ნავთობის  ნომერ  მეორე  მომხმარებელია.  მიუხედავად  იმისა,  რომ  ვენესუელა  ძალიან  შორსაა,  ჩინეთის  ეკონომიკას ზრდის შესანარჩუნებლად  აუცილებლად სჭირდება  ნავთობი,  რომელსაც  მსოფლიოს  ნებისმიერ წერტილში ეძებს.

ჯერჯერობით არ ხმაურდება  სხვა  დეტალები აღნიშნულ გარიგებებთან  დაკავშირებით.

წყარო  BBC

მედიის  სიტუაცია ჩინეთში  უმჯობესდება

ჩინეთის  მთავრობამ  მეტად საინტერესო  გადაწყვეტილება  მიიღო.  ქალაქ  შენჟენში (Shenzhen)  სამთავრობო  დაწესებულებებმა  აუცილებლად  უნდა  უპასუხონ  ჟურნალიტების კითხვებს,  წინააღმდეგ  შემთხვევაში შეიძლება  მათ  ინდიფერენტულობას  სერიოზული  სანქციები  მოჰყვეს.  კანონი  ძალაში  შევა 1  დეკემბრიდან  და  მხოლოდ  აღნიშნულ  ქალაქში  იმოქმედებს.

ვფიქრობ ძალიან  საინტერესო  “დემოკრატიული” ექსპერიმენტია.   ჩინეთმა  უკვე  აჩვენა  მაგალითი  იმისა,  თუ  როგორ  შეიძლება  ნაბიჯ–ნაბიჯ  (უფრო  სწორედ ქალაქ–ქალაქ) გადახვიდე  საბაზრო  ეკონომიკაზე.

ჩინეთში 2008  წლის  ზაფხულის  ოლიმპიური  თამაშების  შემდეგ,  ბევრი  შეღავათი მიეცათ  უცხოელებს,  თუმცა  ადგილობრივი ჟურნალისტები  ისევ  შევიწროებულნი  არიან  და  მედიაზე  ხორციელდება  მკაცრი  კონტროლი.

აღნიშნული ექსოპერიმენტის ჩატარება ჩინეთის  ხელისუფლებამ  მას  შემდეგ  გადაწყვიტა,  რაც  10  სამთავრობო დეპარტამენტში  დააგზავნეს  მოთხოვნა  ინფორმაციის  შესახებ.  9 დეპარტამენტმა  არანაირი  ყურადღება  არ  მიაქცია  მიმართვას,  მეათეს  წარმომადგენლებმა  კი  განაცხადეს  ელექტრო ენერგიის უქონლობის  გამო  ფაქსს  ვერ ვიღებთო.

წყარო  BBC

ჩინური  კორპორაცია  ევროკავშირში

პოლონეთში შენდება ქვეყნისთვის ერთ–ერთი  უდიდესი  და  უმნიშვნელოვანესი  საავტომობილო  მაგისტრალი,  რომელიც  ლოძიდან იწყება და  ვარშავაში  მთავრდება.  ტენდერში  გაიმარჯვა  ჩინურმა  კორპორაციამ,  რომელიც  ჩინეთის სახელმწიფოს კუთვნილებაა.  გამარჯვების  მთავარი  მიზეზი  გახდა  ის,  რომ  ჩინურმა  კორპორაციამ  პირობა  დადო,  რომ  მაგისტრალს  ააშენებს  60%–ით უფრო  ნაკლებ  ფასად, ვიდრე  იყო  ნავარაუდევი.  ევროკავშირის მასშტაბით  ყველას აინტერესებს  როგორ  მოახერხებენ  ამას  ჩინელები,  რადგანაც  ისინი  უნდა  დაემორჩილონ  ევროკავშირის  სტანდარტებს  ხარისხის,  სამუშაო  სააათებისა  და  მინიმალური  ხელფასის შესახებ.  ბევრი  ფიქრობს,  რომ  ჩინელები  ჩამოიყვანენ იაფ  მუშახელს ჩინეთიდან,  თუმცა  პოლონური  მხარე  ამტკიცებს,  რომ  კონტრაქტში  ჩადებულია  პუნქტი,  რომლის  მიხედვითაც  მუშახელის  უმრავლესობა უნდა  იყოს  პოლონელი.

ეს  არის  პირველი  სერიოზული  ჩინური  კონტრაქტი  არა  მხოლოდ  პოლონეთში,  არამედ მთელს ევროკავშირში.  მიუხედავად  პოლონელებსა  და  ჩინელებს  შორის  მიღწერული შეთანხმებებისა,  კონტრაქტი  ექვემდებარება  ევროკავშრის  მხრიდან  გადახედვას.

ექსპერტები  უკვე  საუბრობენ  ე.წ.  “ჩინურ  ეფექტზე”  ეკონომიკასა  და  პოლიტიკაში,  რაც გამოიხატება  შემდეგში:  მოცემულია  პროექტი,  რომლის  ღირებულებაა   X  ამერიკული  დოლარი,  მოდის  ჩინური  კომპანია  და  ცხადებს,  რომ  ამ  ყველაფერს  გააკეთებს  ორჯერ ნაკლებ  ფასად.  ასე  მოხდა  ვარშავაში  მეტროს ახალი  ხაზის მშენებლობისას,  მაგრამ  მაშიინ  დასავლურმა  კომპანიებმაც  ძალიან  დააკლეს პროექტის ღირებულებას  და  ჩინელებმა მაშინ  ვერ  მიაღწიეს  სასურველ  კონტრაქტს.

წყარო  BBC

აფეთქებები  სომალიში

აფეთქება  მოხდა  სომალის  დედაქალაქ  მოგადიშუში.  გაეროს  ლოგოს  მქონე  ორი  მანქანა  აფეთქდა  აფრიკის  კავშირის  (African Union)  სამხედრო  ძალების  ბაზასთან.   დაჭრილებისა  და  დაღუპულების რიცხვი  უცნობია.

ტერაქტზე  პასუხისმგებლობა  საკუთარ თავზე აიღო  ტერორისტულმა  დაჯგუფებამ  ალ–შაბაბმა  (Al-Shabab),  რომელიც  მოქმედებს  სომალიში  და არსებობს სერიოზული  ეჭვი,  რომ  ისინი  მჭიდროდ  არიან  დაკავშირებული  ალ–ქაიდასთან.  ალ–შაბაბის  წარმომადგენელმა  განაცხადა,  რომ   ტერაქტები წარმოადგენდა  პასუხს ამერიკის შეერთებული  შტატების  სპეცოპერაციაზე,  რომელიც  რამდენიმე  დღის  წინ  ჩატარდა  სომალიში  და  შედეგად  ამერიკელებმა  მოკლეს  მნიშვნელოვანი  ტერორისტი,  კენიელი  სალეჰ  ალი სალეჰ  ნაბჰანი  (Saleh Ali Saleh Nabhan),  რომელიც დაკავშირებული  იყო  მომბასაში  სასტუმროს  და  ებრაული თვითმფრინავის აფეთქებასთან.

შეიძლება  ითქვას,  რომ  დღევანდელი  ტერაქტებინაწილობრივ  აფრიკის კავშირის შეიარაღებული  ძალების  ბრალიც  იყო.  დაინახეს  რა  გაეროს  ლოგოიანი  მანქანები,  შეუმოწმებლად შეუშვეს ისინი  ბაზის ტერიტორაზე.

ამჟამად  სომალიში  5 000  აფრიკელი  სამხედრო იმყოფება,  რომლებიც  ძირითადად  უგანდიდან  და  ბურნდიდან  არიან,  ისინი  იცავენ  გაეროს  მიერ აღიარებულ  მთავრობას,  რომელიც  რეალურად  მხოლოდ  მოგადიშუს  მესამედს  აკონტროლებს და  ასე  გრძელდება  1991  წლიდან.  ამ ყველაფრის  ყველაზე  მძიმე  შედეგი  კი  ის  არის,  რომ  3 მილიონი  ადამიანი  შიმშილისგან  სიკვდილის  პირასაა.

წყარო  BBC

კოტ დ’ივუარული  ტრაგედია

Trafigura victim

“ტრაფიგურა”  (Trafigura) შვეიცარიაში  დაარსებული  კორპორაციაა,  რომელიც  ენერგეტიკის  სფეროში  მოღვაწეობს.

ისტორია  გვაბრუნებს  2006  წელში,  როდესაც  ტრაფიგურამ  აღმოაჩინა,  რომ  ერთ–ერთ  მექსიკურ  ნავთობგადამამუშაბელ  ქარხანაში  რჩებოდა  ე.წ. coker naptha,  რომლის  გადამუშავებაც  შესაძლებელი  იყო,  უბრალოდ  მექსიკურ  კომპანიას  არ  ჰქონდა  ამის  შესაძლებლობა. “ტრაფიგურამ”  გადაწყვიტა  ძალიან  იაფად  ეყიდა ეს  ნარჩენები,  გადასამუშავებლად  კი  გამოიყენა  კაუსტიკური  სოდა (caustic soda) და  სხვა კატალიზატორები,  რომლებიც  შედეგადძალიან  ტოქსიკურ  ნარჩენებს  ტოვებენ.  ნარჩენების მოშორება  კი  პრობლემა  გახდა.

ნარჩენები  წაიღეს  ჰოლანდიაში, სადაც  აღმოაჩინეს,  რომ  მათი  განადგურება  ძვირი  ჯდებოდა.  “ტრაფიგურას”  ხელმძღვანელმა  კლოდ  დოფინმა (Claude Dauphin) ხელქვეითებს  დაავალა,  ყოფილიყვნენ  კრეატიულები  და  ეპოვათ ორიგინალური  გზა ნარჩენების  მოსაშორებლად.

საბოლოოდ  კომპანიამ  იპოვა  კოტ  დ’ივუარში  ადამიანი,  სოლომონ  უგბუროგბუ  (Solomon Ugburogbu),  რომელსაც  ჰქონდა  კომპანია  Tommy,  რომელმაც  ითავა  ნარჩენების  განადგურება.  საბოლოოდ  კი  უგბუროგბუმ  ბევრი  იფირა  თუ  ცოტა,  ნარჩენები  კოტ  დ’ივუარის  უდიდეს  ქალაქ  აბიჯანთან  ჩაყარა  ზღვაში.  ეს  ყველაფერი  მხოდა  2007 წელს.  მომხდარიდან  მეორე  დღესვე დაფიქსირდა  მრავალი შემთხვევა მოწამვლისა,  მრავალი  ადამიანი  დაიღუპა,  მრავალი  კი  დღემდე  იტანჯება.

საქმე  მას  შემდეგ  გაიხსნა,  რაც  მისით BBC –ს  პროგრამების განყოფილება Newsnight   დაინტერესდა.  მათ მოიპოვეს  “ტრაფიგურას”  თანამშრომელთა ელექტრონული  მიმოწერა  და  ყველაფერს  ფარდა  აეხადა.

უგბუროგბუს  20 წლიანი  პატიმრობა  მიუსაჯეს.  როგორც  გაირკვა  “ტრაფიგურამ”  2007 წელს  კოტ დ’ივუარის  მთავრობას  100  მილიონი  გირვანქა  გადაუხადა  დაზარალებულთა დასახმარებლად.  ცნობილია,  რომ  მთავრობა  დაეხმარა ინცინდენტის შედეგად   16  გარდაცვლილის  ოჯახებს.

“ტრაფიგურა”  კი  მზადაა  ცოცხალ  მსხვერპლებსაც  დაეხმაროს.

წყარო  BBC

დაწვრილებითი  ინფორმაცია  Guardian -ზე:

Trafigura toxic waste dumping: ‘Nearly a hundred thousand sought hospital treatment’

Trafigura hoped to make fortune. Instead they caused a tragedy

Inside Trafigura: Accusations, Sour Deals and Friends in High Places

The Victims: Ivorians tell their stories

How UK oil company tried to cover up African pollution disaster

Trafigura reaches a global settlement

Trafigura Waste

This entry was posted in China-Africa Review and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s