გერმანიის საგარეო პოლიტიკა: ეთიკა და მორალი თუ ნაციონალური ინტერესი და უსაფრთხოება

ავტორი: სოფო  ჭანუყვაძე, თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტი,  საერთაშორისო  ურთიერთობების  ბაკალავრი

ნაშრომის დაწერის თარიღი: 2008  წლის  ივნისი

ანოტაცია

საერთაშორისო ურთიერთობათა დისციპლინა, როგორც პოლიტიკური მეცნიერება შეისწავლის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობათა კომპლექსს, მისი მთავარი ამოცანა კი ჯ. გოლდსტაინის აზრით, მდგომარეობს მსოფლიოს ეროვნულ მთავრობათა შორის ურთიერთობათა კვლევაში.

დისციპლინის ჩარჩოებში მკვეთრად გაიზარდა ინტერესი რეგიონალური კონფლიქტების პრობლემატიკის, მშვიდობის პირობების შესწავლის მიმართაც, მაგრამ მიუხედავად ამისა, საერთაშორისო  პრობლემატიკის ბირთვი მაინც სუვერენულ სახელმწიფოთა ურთიერთობებია.

ამ თვალსაზრისით, ძალზედ მნიშვნელოვანია, ევროგაერთიანების წამყვანი სახელმწიფოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის  ურთიერთობათა კვლევა.

ცვლილებებმა საერთაშორისო პოლიტიკაში და მზარდმა რუსულმა ბაზარმა გერმანიის საექსპორტო საქონლისათვის განაპირობა მეოცე საუკუნის ბოლოსათვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაზრდა. ისტორიულად ეს სახელმწიფოები მოწინააღმდეგე ბლოკებს წარმოადგენდნენ, მაგრამ დღეისათვის მათ მჭიდრო კავშირები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის არც ერთი წამყვანი ევროპული ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო, მას ძალზედ დაბალანსებული ურთიერთობები აქვს გერმანიის ფედერაციასთან.

PDF Download from ALldrives.ge

PDF Download from Box.net

გაზპრომი

This entry was posted in აკადემიური ნაშრომები / Academic Works and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s