რატომ დაიწყო 1999 წელს რუსეთ–ჩეჩნეთის მეორე ომი

ავტორი: სოფო ინასარიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო  ურთიერთობების ბაკალავრი

ნაშრომის დაწერის თარიღი: 2009 წლის მაისი

ანოტაცია

ნაშრომის საკვლევი კითხვა ამგვარადაა ჩამოყალიბებული: რატომ დაიწყო 1999 წელს ჩეჩნეთის მეორე ომი? ომის დაწყების მიზეზებად მასში შემდეგი ფაქტორებია დასახელებული: ა) ჩეჩნური ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ისლამიზაცია და მათ მიერ საერთაშორისო ისლამისტებთან კავშირის დამყარება, რასაც შედეგად მოჰყვა რადიკალების მიერ დაღესტანში შეჭრა ჩეჩნეთისა და დაღესტნის გაერთიანებით ერთიანი ისლამისტური სახელმწიფოს ჩამოყალიბების მიზნით; ბ) 1999 წელს საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებები ბუინაკსკში, მოსკოვსა და ვოლგოდონსკში, რომლებიც რუსეთის პროკურატურის გამოძიებამ ჩეჩენი ტერორისტების მიერ ჩადენილ ქმედებად გამოაცხადა; გ) რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პირადი ინტერესი წინასაარჩევნოდ მოეპოვებინა რუსეთის მოსახლეობის მხარდაჭერა ჩეჩნეთში ანტიტერორისტული კამპანიის დაწყებით; დ) რუსეთის ეროვნული ინტერესი აღედგინა ჩეჩნეთის პირველ ომში წაგების შედეგად შელახული პრესტიჟი და შეენარჩუნებინა სტატუს კვო.

პირველი სამი მიზეზი მაკონტროლებელი ცვლადების სახითაა გამოყენებული, ხოლო უკანასკნელი დამოუკიდებელი ცვლადი ნაშრომის ამხსნელ ცვლადს წარმოადგენს. ამხსნელი ცვლადიდან გამომდინარე შემდეგი ჰიპოთეზა ჩამოვაყალიბე:

•    ჩეჩნეთის მეორე ომის მიზეზი იყო რუსეთის ეროვნული ინტერესი აღედგინა ჩეჩნეთის პირველ ომში განცდილი მარცხის შემდეგ დაკარგული ეროვნული პრესტიჟი.

ნაშრომი ხაზს უსვამს რუსეთის მიერ ეროვნული ინტერესის გამო ძალის გამოყენების ფაქტორს ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების საკითხში, ამიტომ ჰიპოთეზას ჰანს მორგენთაუსა და ალექსანდრე რონდელის პოლიტიკური რეალიზმის თეორიით ავხსნი, რადგან მოცემული თეორიის ამოსავალი წერტილი სწორედ ძალის კონცეფციით განსაზღვრული ეროვნული ინტერესია.

PDF Download from Alldrives.ge

PDF Download from Box.net

ჩეჩნეთი

This entry was posted in აკადემიური ნაშრომები / Academic Works and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s