საერთაშორისო ორგანიზაციების როლი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მაგალითზე 1991–2008 წლებში

ავტორი: მარი შარაშიძე, თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი

ნაშრომის დაწერის თარიღი: 2009 წლის მაისი

ანოტაცია

“უსაზღვრებო მსოფლიო” შეიძლება განვიხილოთ, როგორც “მონობის თანამედროვე ფორმის” ხელშემწყობი ფაქტორი. უსაზღვრებო მსოფლიო _ გლობალიზაციაა, პერიოდიც, რომელშიც ჩემი თემა ვითარდება, გლობალიზაციას ეკუთვნის. საკითხი, რომელზეც საუბარი მექნება ნაშრომში, ადამიანით ვაჭრობაა (ტრეფიკინგი) და ის მართლაც წარმოადგენს მონობის თანამედროვე ფორმას. ერთგვარი ნათელი წერტილი, რომელიც ჩნდება თემის მიმდინარეობისას, არის საერთაშორისო ორგანიზაციები.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, ვიკვლევ საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრობლემას, ვსაუბრობ მის აქტუალობაზე. ვიღებ პერიოდს საბჭოთა კავშირის დაშლიდან 2008 წლამდე. ეს იმიტომ, რომ სსრკ-ს საზღვრების მოშლა იყო მასიური მიგრაციის მანიშნებელი. ეკონომიკური სიდუხჭირის გამო და უკეთესი მომავლის იმედით ათასობით ადგილობრივმა დატოვა საკუთარი ქვეყანა. სწორედ ასეთ დროს იმრავლა ტრეფიკინგის შემთხვევებმაც. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა ეს მაჩვენებელი.
მცირე კვლევის ჩატარების შედეგაც ჩემთვის ცხადი გახდა, რომ საქართველოში ამ პრობლემის აღსაკვეთად ყველაზე შრომატევად და ამავე დროს, ეფექტურ საქმიანობას (სხვა ინსტიტუტებთან შედარებით) საერთაშორისო ორგანიზაციები ეწევიან. მომყავს კონკრეტული ქეისი _ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მიღება საქართველოში, რაც შეიძლება განვიხილოთ, როგორც პირველი ნაბიჯი ქვეყნის მზაობისა. ვსვამ შეკითხვას: რამ განაპირობა 2006 წლის 28 აპრილს საქართველოს პარლამენტის მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის მიღება? მე ვამტკიცებ, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივითა და საშუალებით განხორციელდა. შემდგომ განვაზოგადებ ჩემს საკითხს და მიმოვიხილავ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობებს და ასეთ ჰოპითეზას განვავითარებ: საქართველოში მოქმედმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კარგად იმუშავეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ 2000-2008 წლებში.
ამას დავასაბუთებ საერთაშორისო ორგანიზაციების ანტი-ტრეფიკინგული მუშაობების განხილვითა და ლიბერალური თეორიის მისადაგებით.

PDF Download from Alldrives.ge

PDF Download from Box.net

ტრეფიკინგი

This entry was posted in აკადემიური ნაშრომები / Academic Works and tagged , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s