იდეოლოგიური ხიდი ატლანტის ოკეანეზე – კუბის ინტერვენცია ანგოლას სამოქალაქო ომში

ავტორი: ანანო ლომინაძე, საერთაშორისო ურთიერთობების  ბაკალავრი

ნაშრომის დაწერის თარიღი: 2009 წლის მაისი

ანოტაცია

საბაკალავრო ნაშრომი “იდეოლოგიური ხიდი ატლანტის ოკეანეზე _ კუბის ინტერვენცია ანგოლას სამოქალაქო ომში 1975 წელს” ეხება კონფლიქტებისა და კონფლიქტოლოგიის სფეროს.
ცენტრალურ  საკვლევ კითხვას წარმოადგენს ის, თუ  რამ გამოიწვია კუბის ინტერვენცია ანგოლას სამოქალაქო ომში 1975 წელს. ჰიპოთეზა მდგომარეობს შემდეგში: ანგოლას სამოქალაქო ომში კუბის ინტერვენცია გამოწვეული იყო ცივი ომის ფონზე კუბის იდეოლოგიური სოლიდარობით ზოგადად ანგოლის, ხოლო უფრო კონკრეტულად _ მემარცხენე-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიმართ და კუბის სწრაფვით, ყოფილიყო წარმატებული რევოლუციის ექსპორტიორი განვითარებად სამყაროში.
ნაშრომში ამხსნელ ცვლადებს წარმოადგენს ცივი ომი, იდეოლოგიური სოლიდარობა და კუბის მიერ რევოლუციის ექსპორტი, ხოლო მაკონტროლირებელ ცვლადს _ ფიდელ კასტროს პიროვნება.
ჰიპოთეზის დამტკიცებისას დავეყრდნობი კონსტრუქტივისტი ავტორების _ ალექსანდერ ვენდტისა და თედ ჰოპფის ნაშრომების პოსტულატებს ძალის დისკურსული განზომილების და საერთაშორისო სისტემაში სახელწიფოთა ქცევაზე ისეთი ფაქტორების ზემოქმედების შესახებ, როგორებიცაა ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტში გაგებული იდენტობა და სოციალური პრაქტიკა.

PDF Download from Alldrives.ge

PDF Download from Box.net

ანგოლა

This entry was posted in აკადემიური ნაშრომები / Academic Works and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s