გლობალური ეკონომიკის მართვა სამთავრობო ქსელების მიერ

ავტორი: მიხეილ ბასილაია

აპრილი, 2008 წელი

გლობალური ფინანსები, ტელევიზია, ინტერნეტი, კომუნიკაციის სხვა საშუალებები და ტრანსპორტი დიდად განსაზღვრავენ თანამედროვე მსოფლიოს ცხოვრების წესს. ქვეყნის საზღვრები თანდათან მნიშვნელობას კარგავენ, თუმცა ითვლება რომ სახელმწიფო ერთადერთი, განუყოფელი და რაციონალური აქტორია საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა რეჟიმები, ინსტიტუტები, ორგანიზაციები, მაგრამ ისინი შექმნილნი არიან სახელმწიფოების მიერ, სახელმწიფოებისათვის და სახელმწიფოები მართავენ მათ. თუმცა სტატიის ავტორი ენ–მერი სლოთერი ფიქრობს, რომ საერთაშორისო ატმოსფეროს შექმნაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვთ საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ქვეყნის მეთაურებს, არამედ უპირატესობა ენიჭებათ სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს, რომლებიც განსაზღვრავენ ქვეყნის საშინაო პოლიტიკას: ადმინისტრაციული სააგენტოები, სასამართლოები, საკანონმდებლო ორგანოები. . . ავტორი მათ უწოდებს სამთავრობო ქსელებს და გამოყოფს მათ შორის ორს:

1. ტრანსსამთავრობო რეგულატორულ ორგანიზაციებს – ქვეყნის შიგნით არსებული სახელისუფლებო სააგენტოები, სუბეროვნული ან პროვინციული დაწესებულებები. მოითხოვენ მინიმალურ ფიზიკურ და ლეგალურ ინფრასტრუქტურას, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულო არ არის, გადაწყვეტილებისა აღსრულებისა და ძალაში შევლის ფუნქციები თავად წევრებს აქვთ გადაცემული.

2. ქვეყნის შიდა რეგულატორული დაწესებულებების შეთანხმებანი ორ ან მეტ ქვეყანას შორის. ასეთი შეთანხმებები აღწერენ პრინციპებს, რომლებიც უნდა დაინერგოს თავად რეგულატორთა მიერ. შეთანხმებებს შორის ყველაზე გავრცელებულია ე.წ. “ურთიერთგაგების მემორანდუმი”.

მთავრობათშორის ქსელებს აქვთ შემდეგი უპირატესობები: სწრაფია, მოქნილი, იაფი, პოტენციურად უფრო ეფექტური. მეგა–ქსელის შექმნა შესაძლებელია დროის მცირე მონაკვეთში, რომელსაც შეუძლია რიგი საკითხების გადაწყვეტა. ამას გარდა სამთავრობათშორისო ქსელების შემადგენლობაში შედიან მთავრობის წარმომადგენლები, რომელთათვისაც ძალიან ადვილია მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შეყვანა.

სამთავრობათაშორისო ქსელები ორიენტირებული არიან საკითხის სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტაზე, აგრეთვე ფუნქციონალურობაზე, რაც იმას ნიშნავს რომ იგივე ფუნქციების მქონე სხვა დაწესებულებებისა და ორგანოების (საჯარო, კერძო, ლოკალური, რეგიონული, საერთაშორისო, სუპრანაციონალური) “ჩათრევაც” შეუძლიათ დროის მცირე მონაკვეთში.

სამთავრობათაშორისო ქსელებს აკრიტიკებენ და თვლიან რომ მათ გააჩნიათ შემდეგი ნაკლები: პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების უქონლობა, ტექნოკრატია, მინიმალისტური გლობალური დღის წესრიგი, საერთაშორისო ინსტიტუტების განდევნა.


International Financial Regulatory Organization – IFRO

ყველაზე მეტი ტრანსსამთავრობო რეგულატორული ორგანიზაცია გვხვდება ფინანსურ სფეროში. მაგალითია ბანკების ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტი. დაარსდა 1975 წელს საერთაშორისო საკითხთა მოგვარების ბანკის („ბის“) (Bank for International Settlement) ეგიდით. ბაზელის კომიტეტში შედიან G10–ის ქვეყნების (Belgium, Canada, France, Germany, Italy, Japan, the Netherlands, Sweden, Switzerland, the United Kingdom and the United States) ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები + შვეიცარიისა და ლუქსემბურგისა. ბაზელის კომიტეტს არ გააჩნია წესდება, არ გააჩნია შტატი, დამფუძნებელი აქტია პრეს კომუნიკე, რომელიც “ბის”–ის მეშვეობით გამოაქვეყნეს. თავად “ბის” არის კერძო ბანკი, 29 ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ დაარსებული. “ბის” დაარსდა ორი მსოფლიო ომის პერიოდში ფინანსური ოპერაციების გასაძლიერებლად და ცენტრალურ ბანკებს შორის კავშირისათვის. კომიტეტის საქმიანობაში არ ერევა. კომიტეტი იკრიბება წელიწადში 4–ჯერ ბაზელში “ბის”–ის შეხვედრებზე. კომიტეტი თავის საქმიანობას აღწერს, როგორც “წევრ ქვეყნებს შორის მიმდინარე ფინანსური ოპერაციების შესახებ ფორუმი, რომლის მიზანია ზედამხედველობა, საერთაშორისო თანამშრლომლობის გაძლიერება, დარწმუნება, რომ არც ერთი უცხოური ბანკი თავს ვერ არიდებს კონტროლს. კომიტეტი იმუშავებს რეკომენდაციებს, რომელთაც სავალდებულო ხასიათი არ აქვთ.
1988 წელს კომიტეტმა შეიმუშავა Capital Accord – საერთაშორისო ბანკების კაპიტალიზაციის სტანდარტები.  აღსანიშნავია, რომ კომიტეტი იყენებს უბრალო და არა იურიდიულ ენას რეკომენდაციების დასაწერად. პიტერ კუკი ამბობს, რომ ამ დოკუმენტებს არასოდეს ჰქონიათ და არც ყოფილა ნავარაუდევი მათთვის იურიდიული ძალა. მიუხედავად ამისა, თავად კომიტეტის წევრები ამ დოკუმენტს თვლიან სავადებულოდ.  “კაპიტალ აკორდი” ძალაში შევიდა ძალიან ადვილად: ბანკის მმართველების ახლო პირადი კონტაქტების გამო, კომიტეტის წევრები ორგანიზებას უკეთებენ სხვა ფინანსურ ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობებს.

უსაფრთხოების კომისონერების საერთაშორისო ორგანიზაციები – „იოსკო“ (IOSCO – The International Organization of Securities Commisioners)

იოსკოს ჰყავს 150–ზე მეტი წევრი, რომლებიც იყოფიან “ჩვეულებრივ” (ეროვნული უსაფრთხოების კომისიონერებისგან და თვით–რეგულირებადი ორგანიზაციების წევრებისგან), “ასოცირებულ” (პროვინციული ან რეგიონული) და “შვილობილ” წევრებად (საერთაშორისო ან რეგიონული, აგრეთვე აღმასრულებელი კომიტეტის მიერ რეკომენდებული წევრები). ბაზელის კომიტეტისგან გასნხვავებით წევრობა შეზღუდული არ არის, არ აქვს ქარტია ან დამფუძნებელი დოკუმენტი, მუდმივი სამდივნო აქვს მონრეალში. 1986 წელს მიიღო Resolution on Reciprocal Assistance (ორმხრივი დამხარების რეზოლუცია), აგრეთვე შექმნა MOU-ს პრინციპები. 1992 წელს ვერ შეიყვანა ძალაში კაპიტალური ადეკვატური სტანდარტების სისტემა უსაფრთხოების ფირმებისთვის.


ქსელური ქსელები

ეს არის მეგა–ქსელები, როდესაც უკვე დაქსელილი ტრანსსამთავრობო ქსელები უერთდებიან სხვა ქსელებს. მაგალითებია Joint Forum of Financial Conglomerats და YEAR 2000 Network.  ერთობლივი ფორუმი დაარსდა 1996 წელს ბაზელის კომიტეტის, იოსკოსა და IAIS–ის მფარველობით, დიდი ბანკები, სადაზღვევო და უსაფრთხოების ზედამხედველები 13 ქვეყნიდან, აგრეთვე ევროკომისიის დამკვირვებლები. ის შეიქმნა ინფორმაციის გაცვლისთვის, კონტროლის გაძლიერებისთვის, ერთიანი სტანდარტების შემოღებისთვის, თანამშრომლობის გაძლიერებისათვის.  2000 წლის ქსელი შეიქმნა გლობალური მონაცემთა ბაზის შექმნისთვის, სადაც გაერთიანებული იქნება ინფორმაცია როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებიდან.

საერთო მახასიათებლები

ისინი შედგენილნი არიან სახელმწიფო ინსტიტუტებისაგან და არა წევრი სახელმწიფოებისაგან, არ გააჩნიათ დამფუძნებელი დოკუმენტები თუ ქარტიები, არ ჰყავთ პერსონალი, ძირითადად არიან ad hoc, მოითხოვენ მინიმალურ სტრუქტურულ რესურსებს, აქვთ ძალიან პატარა ბიუჯეტი, ახასიათებთ მონაწილეობის ნებაყოფლობითი ბუნება, დოკუმენტები ლეგალური ენით არ იწერება, რატიფიკაციას არ საჭიროებს.

MOUs & MLATs

MOU – Memoranda of Understanding & MLAT – Mutual Legal Assistance Treaty

“მოუ” არ არის იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე, თუმცა მათ ისეთი პირები შეიმუშავებენ ხოლმე, რომელთა ხელშიცაა მათი ძალაში შეყვანა და აღსრულება. “მლატ” ატარებს ინსტრუქციურ სახეს. ორივე არის რეგულატორული შეთანხმება რომელიმე სპეციფიკურ სფეროში. “მლატ”–ის შექმნა მოითხოვს შემდეგ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, ზუსტ დრაფტირებას, საშინაო დანერგვას (რატიფიკაცია და სხვ.). “მოუ” თანხმდება თავად რეგულატორთა მიერ, “მოუ” მოსალაპარაკებლადაც სწრაფია და შესასრულებლადაც. “მოუ” შეიძლება შეეხოს უსაფრთხოების რეგულაციებს, საქონლის რეგულაციებს, antitrust, გარემოს დაცვის რეგულაციებს, ჯანმრთელობის პოლიტიკას. “მოუსა” და “მლატის” გამოყენება ერთდროულადაც შესაძლებელია, როგორც მოხდა 1977 წელს აშშ–სა და შვეიცარიის უსაფრთხოების სააგენტოებს შორის.

ინფორმაციული ინიციატივები

ეს წარმოადგენს ერთობლივ კვლევას, ინფორმაციის გაცვლა–გამოცვლას დაწესებულებებს შორის. მაგალითად, 1995 წელს SEC–მა და British Securities & Investment Board–მა ითანამშრომლეს ზედამხედველობის გაუმჯობესების, უცხოური შვილობილი კომპანიების უკეთესი გაკონტროლების მიზნით, მას შემდეგ რაც Baring’s Bank–ს შეექმნა გარკვეული პრობლემები. კიდევ ის, რომ SEC–მა შექმნა securities ბაზრის განვითარებისათვის სპეციალური საერთაშორისო ინსტიტუტი.


ახალი ტექნოკრატიული ელიტა

კრიტიკა მდგომარეობს შემდეგში: “მთავრობა ჩაანაცვლეს სპეციფიურმა ინტერსთა ჯგუფებმა, გადაწყვეტილების მიღებამ გადაინაცვლა კულუარებში”, რასაც მივყავართ ტექნოკრტიულ ელიტიზმამდე, რომელსაც არ გააჩნია პასუხისმგებლობის შეგრძნება. ამის საპასუხოდ სლოთერი ამტკიცებს, რომ

1. სამთავრობათშორისო ქსელები შეიძლება უბრალოდ ინფორმაციის გაცვლისათვის გამოიყენო. ინფორმაცია არის რბილი ძალა თანამედროვე დღეს და რბილი ძალა არის უფრო “დამარწმუნებელი” ვიდრე “მაიძულებელი”. ქსელების მეშვეობით შეიძლება ისეთი მიზნების მიღწევა, რომელიც შენს გარდა სხვასაც სურს.

2. რა დამატებითი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეთ სახელმწიფოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ, საბანკო თუ იურიდიულ დაწერებულებებს?

3. პასუხისმგებლობის გრძნობა ვისთან ან რასთან შედარებით? საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები დამოკიდებულნი არიან საერთაშორისო მოღვაწეებზე და სწორედ ამიტომ გვაქვს მსოფლიოში მოუგვარებელი პრობლემების მთელი სერია. ევროკავშირში მთავრობებმა უნდა წარუდგინონ თავიანთი ევროპული პოლიტიკა სპეციალურ საპარლამენტო კომიტეტებს, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ ტრანსსამთავრობო რეგულატორულ ქსელს.

4. ინფორმაციულ ეპოქაში ინფორმაცია არის რბილი ძალა, რომელიც ხშირად უფრო ეფექტურია ვიდრე უხეში ძალა. რბილი ძალა არის დამარწმუნებელი.

მინიმალისტური გლობალური დღის წესრიგი

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ტრანსსამთავრობო ქსელების განვითარება გამოიწვევს ისეთი პრობლემების უკანა პლანზე გადაწევას, როგორებიცაა გლობალური სიღარიბე, გლობალური დათბობა, შიმშილი, ლტოლვილების პრობლემა, ადამიანის უფლებები და დავა ისეთ საკითხებზე, რომლებიც მხოლოდ გარკვეული ქვეყნის მთავრობებს აინტერესებთ, უარყოფილ იქნება პრობლემების კოლექტიური გადაწყვეტის მექანიზმი. მაგრამ ტრანსსამთავრობო ქსელები ხელს არ უშლიან საერთაშორისო ორგანიზაციებს გლობალური პრობლემების მოგვარებაში და მეორეც, საუკუნეების მანძილზე ეს პრობლემები დგას და საერთაშორისო ორგანიზაციები მაინც ვერ აგვარებენ.

საერთაშორისო ინსტიტუტების ასპარეზიდან განდევნა

ამის პასუხია: ტრანსსამთავრობო ქსელებს აქვთ რამდენიმე გადამწყვეტი უპირატესობა, უმთავრესი კი იმპლემენტაციის პრობლემის არარსებობაა, რაც შლის საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე საკითხების გადაწყვეტას შორის ზღვარს.

საერთაშორისო ასპარეზზე მთავარ აქტორად სახელმწიფოს ახალი სახით წარმოდგენა

ტრანსგოვერმენტალიზმი გვთავაზობს მსოფლიო წესრიგის ახალ სახეს, სადაც მთავარ როლს თამაშობენ არა საერთაშორისო ორგანიზაციები ან ერთადერთი და განუყოფელი სახელმწიფო, არამედ სახელმწიფო დაქუცმაცებული სახით. სახელმწიფოს ძალა წარმოჩინდება სხვადასხვა გზებით და სხვადასხვა სფეროებში. (ერთი ფენა სხვა ურთიერთგადაფარვადი ფენიდან). აგრეთვე, სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი ცალკეული ინსტიტუტების გაძლიერება და მათი მეშვეობით შედეგის მიღწევა, ისე რომ ქვეყანას არ დაბრალდეს სისუსტე, არშემდგარობა, არალიბერალურობა. ტრანსსამთავრობო ქსელები ხშირად თამაშობენ ინფორმაციულ როლს (მაგალითად SEC, რომელიც ხშირად ამარაგებს ტექნიკური დახმარებებით თავის ქსელებს), არანაირი კავშირი არ აქვთ პოლიტიკასთან და მათი მთავარი ღირსებაა ტექნიკური და პროფესიული კომპეტენტურობა.

საბოლოო ჯამში

ტრანსსამთავრობო ქსელების მოდელი გვთავაზობს მართვის ჰორიზონტალურ სქემას. ტრანსსამთავრობო ქსელები არ ჩაანაცვლებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, არამედ შეავსებენ და გაამაყარებენ მათ. გაადვილებენ პატარა სახელმწიფოების თანამშრომლობას და მათ მიერ ერთობლივი მიზნების მიღწევას. ყველა საუკუნეს აქვს თავისი იდეალი. ინფორმაციულ ეპოქაში მთავარია იდეების გაცვლა-გამოცვლა და არა იდეოლოგიებით მანიპულირება. საერთაშორისო სისტემაში უფრო მეტად ჩაერთვება პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებთან ერთად, სოციალური ძალა.

This entry was posted in ესსეები, სტატიები & რეპორტაჟები / Essays, Articles & Reports and tagged , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s