ერაყის ომში საფრანგეთისა და გერმანიის ჩაურევლობის მიზეზები

ავტორი:  ალექსანდრე  პერტაია,  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტი,  საერთაშორისო  ურთიერთობები,  ბაკალავრი

ნაშრომის  დაწერის თარიღი:   2009  წლის  ივნისი

ანოტაცია

კვლევის მიზანია შეისწავლოს 2003 წლის ერაყის ომში საფრანგეთისა და გერმანიის ჩაურევლობის მიზეზები. მთავარი საკვლევი კითხვაა: რატომ არ დაუჭირეს მხარი საფრანგეთმა და გერმანიამ ერაყში საბრძოლო მოქმედებების დაწყებას? ნაშრომში განხილულია ის სავარაუდო მიზეზები, რამაც განაპირობა აღნიშნული ორი ქვეყნის უარი.

ჰიპოთეზის მიხედვით, საფრანგეთსა და გერმანიას სწამდათ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არსებობდა მშვიდობიანი გზები და გარდა ამისა, ერაყთან გარკვეული ეკონომიკური ინტერესები აკავშირებდათ.

ნაშრომში გამოყენებულია რობერტ კიოჰენისა და ჯოზეფ ნაის თეორია, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფოები იმდენად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რომ მათ შორის უთანხმოების წარმოქმნის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება თანამშრომლობას და არა პრობლემის სამხედრო ძალით მოგვარებას.

ნაშრომის კვლევის მიზანს აგრეთვე წარმოადგენს, დავადგინოთ რამდენად მართლდება ზემოთხსენებული თეორია ჩვენი ქეისის შემთხვევაში. მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება სხვადასხვა მკვლევარებისა და მეცნიერების ნაშრომები. აგრეთვე გამოყენებული იქნება სხვადასხვა ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები და სტატისტიკური მონაცემები.

PDF Download Link from Alldrives.ge
PDF Download Link from Box.net

ერაყი

This entry was posted in აკადემიური ნაშრომები / Academic Works and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s