ოქტომბრის ცამეტი დღე

ავტორი: ნატო ყაჭეიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები, ბაკალავრი

ნაშრომის დაწერის თარიღი: 2009 წლის ივნისი

ანოტაცია

კუბის საკითხი მრავალწახნაგოვანია და მკვლევარისაგან დიდი ძალისხმევასა და დროს მოითხოვს, რათა ათვისებულ იქნას ის დოკუმენტური მასალა თუ სამეცნიერო ნაშრომები რაც ამ კრიზისის კვლევას უკავშირდება. კუბის კრიზისისადმი ინტერესი ჯერაც არ განელებულა ისტორიკოსთა, პოლიტიკური მეცნიერების მკვლევართა და პოლიტიკოსთა შორის, რასაც მოწმობს თუნდაც კრიზისის შემდგომ სხავადასხვა დროს გამართული ამ კრიზისისადმი მიძღვნილი კონფერენციები. ვინაიდან კუბის კრიზისი გვევლინება დღეს, როგორც განუწყვეტელი შეხსენება იმ უზომო საფრთხისა, რომელიც კი ოდესმე დამდგარა ბირთვული ხანის განმავლობაში კაცობრიობის წინაშე.

ჩემს მიერ საბაკალავრო ნაშრომად კუბის კრიზისის არჩევა და მოკრძალებული მცდელობა მეცნიერულად გაანალიზებისა, უმთავრესად მიზნად ისახავს უკვე არსებულ კვლევებზე დაყრდნობით, საინტერესო ინფორმაციის თავმოყრას და ამ საკითხის შესწავლას დისკურს ანალიზის მეთოდის გამოყენებით. გამომდინარე იქიდან, რომ თავის დროზე ბევრი დოკუმენტი ამ კრიზისის შესახებ გასაიდუმლოებული იყო და დღეს ეს საარქივო მასალები ხელმისაწვდომი გახდა, მრავალი ობიექტურ სიმართლედ აღიარებული საკითხი კრიზისის შესახებ ეჭვქვეშ დადგა.

ნაშრომზე მუშაობა ძალზედ საინტერესო იყო ჩემთვის, როგორც ისტორიული ქეისის შესწავლის თვალსაზრისით, ასევე თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში გასარკვევად. ის კარგ გაკვეთილს იძლევა კრიზისის წარმოქმნის მოტივებსა და კრიზისულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე დაკვირვების კუთხით.

PDF Download Link form Alldrives.ge
PDF Download Link from Box.net

კუბა

This entry was posted in აკადემიური ნაშრომები / Academic Works and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s