ავტორი: გივი თოდუა, საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
ნაშრომის დაწერის თარიღი: 2009 წლის ივნისი
ანოტაცია
საკვლევი თემა ეხება ჩეჩენი მოხალისეების მონაწილეობას ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში, რომელიც 1992-1993 წლებში მიმდინარეობდა. აფხაზეთისა და ჩეჩნეთის საკითხი დღესაც აქტუალურია და ფართო განხილვის საგანს წარმოადგენს. კავკასია, თავისთავად, მეტად საინტერესო რეგიონია განსხვავებული კულტურებისა და განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების არსებობის გამო, რომელთა შორისაც ორი ეთნიკური ჯგუფი: აფხაზები და ჩეჩნები არსებითად გამოირჩევიან თავიანთი მნიშვნელობით და შეიძლება ითქვას, ორ განსაკუთრებულ ძალას წარმოადგენენ.
თემის გაანალიზებისას ჩამოვაყალიბე საკვლევი კითხვა: რამ გამოიწვია ის, რომ ჩეჩნური რაზმები შამილ ბასაევის მეთაურობით ფაქტობრივად რუსების მხარდამხარ იბრძოდნენ აფხაზეთში? აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემისას კი მივიღე ჰიპოთეზა, რომ ჩეჩნების მონაწილეობა აფხაზეთის ომში არ იყო მარტივად რუსების მხრიდან გაცემული ბრძანების შედეგი. ეს იყო იდეურად, ეთნიკურად და რელიგიურად მოტივირებული ნაბიჯი. ჩემი ჰიპოთეზის ასახსნელად გამოვიყენე კონსტრუქტივიზმის თეორია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს ქცევა განისაზღვრება ელიტური ნაწილის რწმენების, კოლექტიური ნორმების და სოციალური იდენტურობის საფუძველზე. ანალიზის მთავარი ელემენტები არიან ინდივიდები და ამ ნაშრომში სწორედ ინდივიდებისა და ინდივიდების მიერ შექმნილი ჯგუფის ქცევის განმაპირობებელ ფაქტორებზეა საუბარი.
ჩეჩენთა მონაწილეობის ასახსნელად აფხაზეთის ომში, ნაშრომში ასევე მიმოვიხილავ, ისეთ მნიშვნელოვან განმაპირობებელ ფაქტორებს, როგორებიცაა:
1. ისტორიული წარსულის როლი კოლექტიური იდენტობის ჩამოყალიბებაში.
2. კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია.
3. შამილ ბასაევის პიროვნება
4. საბრძოლო გამოცდილების მიღების სურვილი .



jivii :* ra dro iyo amas ro vwerdit
:*
ki arada mec ro chechnetze vwerdi da shenc