ჰამასი ხელისუფლებაში – დემოკრატია პალესტინურად

ავტორი: თეონა  ბერუაშვილი,  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტი,  საერთაშორისო  ურთიერთობების  ბაკალავრი

ნაშრომის დაწერის  თარიღი: 2009 წლის მაისი

ანოტაცია

საბაკალავრო ნაშრომი “ჰამასი ხელისუფლებაში – პალესტინური დემოკრატიის ნაყოფი” ეხება ჰამასის გამარჯვების მიზეზებს 2006 წლის არჩევნებში.

საკვლევი კითხვა არის შემდეგი: რამ განაპირობა ჰამასის გამარჯვება 2006 წლის არჩევნებში? ჰამასის მაგალითით მოვახდინე შემდეგი ჰიპოთეზის ტესტირება: ისეთი საზოგადოება, რომელიც იმყოფება პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში დიდი ხნის მანძილზე, შეიძლება შებრუნდეს რადიკალიზმისკენ და დემოკრატიული არჩევნების შედეგად შესაძლებელია სახელმწიფოს სათავეში მოვიდნენ რადიკალები.

აღნიშნული ჰიპოთეზის დასამტკიცებლად გამოვიყენე ენდრიუ ჰეივუდის თეორია, რომ ისლამური ფუნდამენტალიზმი ვითარდება ისეთ საზოგადოებებში, რომლებმაც განიცადეს საკუთარი იდენტურობისა და თვითმყოფადობის კრიზისი. ჩატარებული კვლევის შედეგად საკვლევ კითხვაზე პასუხად მივიღე, რომ ჰამასის გამარჯვების მთავარი ფაქტორი იყო მისი რადიკალური ისლამური იდეოლოგია. გარდა ამისა, იყო სხვა განმაპირობებელი ფაქტორებიც, რომლებიც დაწვრილებით არის განხილული ნაშრომში.

PDF Download from Alldrives.ge

PDF Download from Box.net

This entry was posted in აკადემიური ნაშრომები / Academic Works and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი