ახლო აღმოსავლეთის ქურთებში ეთნიკური იდენტობის განვითარების პრობლემები
ავტორი: ნათია სებისკვერაძე, საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
ნაშრომის დაწერის თარიღი: 2009 წლის ივნისი
Annotation
My bachelor paper deals with the problems related with the national identity of the Kurds, living in the Middle East region and I discuss these problems in accordance with the Nationalism Theory.
The main research question is: What were the conditions that delayed the development of the sense of national identity among Kurdish population, so that it impeded their struggle for independence and establishing their own state “Kurdistan” in 1970-1980s when Kurdish guerrilla movement was quite active in Iran, Iraq, Sirya and Turkey.
In this paper I aim to prove the hypothesis that the failur of Kurdish struggle for independence was caused by internal disagreements and differences, that exist among Kurdish population, such as religion and language divisions among Kurds.
These kind of differencies and divisions are explanatory variables in my paper and I’m trying to validate my hypothesis with the help of these variables. The conditions, which Kurds are living in, are controlling variables.
In order to assert my view-point, I use several articles and books by A. Hastings, H.G Haupt, G. Driver, D. Romano, B. Anderson and E. Gellner as far as these authors also focus on the Nationalism Thories and the issues of Nation-building.
Books – Second Chance
Second Chance – Three Presidents and the Crisis of American Superpower
by Zbigniew Brzezinski
Book review by New York Times
In the months before the American invasion of Iraq, Zbigniew Brzezinski, former national security adviser to President Jimmy Carter, was one of the few members of the foreign policy establishment (along with Brent Scowcroft, former national security adviser to President George H. W. Bush) to speak out strongly about the dangers of going to war unilaterally against Saddam Hussein, and to warn, presciently it turns out, of the possibly dire consequences of doing so without a larger strategic plan.
In August 2002, as the current Bush administration was already hurrying toward an invasion, Mr. Brzezinski cautioned that war “is too serious a business and too unpredictable in its dynamic consequences — especially in a highly flammable region — to be undertaken because of a personal peeve, demagogically articulated fears or vague factual assertions.” In February 2003, just weeks before the invasion, he added that “an America that decides to act essentially on its own regarding Iraq” could “find itself quite alone in having to cope with the costs and burdens of the war’s aftermath, not to mention widespread and rising hostility abroad.”
In his compelling new book, “Second Chance: Three Presidents and the Crisis of American Superpower,” Mr. Brzezinski not only assesses the short- and long-term fallout of the Iraq war, but also puts that grim situation in perspective with the tumultuous global changes that have taken place in the last two decades. He dispassionately analyzes American foreign policy as conducted by the last three presidents — George W. Bush, Bill Clinton, and George H. W. Bush — and he gives the reader a sobering analysis of where these leaders’ cumulative decisions have left the United States as it now searches for an exit strategy from Iraq, faces potentially explosive situations in Iran and North Korea and copes with an increasingly alienated Europe and an increasingly assertive China.
Mr. Brzezinski’s verdict on the current president’s record — “catastrophic,” he calls it — is nothing short of devastating. And his overall assessment of America’s current plight is worrying as well: “Though in some dimensions, such as the military, American power may be greater in 2006 than in 1991, the country’s capacity to mobilize, inspire, point in a shared direction and thus shape global realities has significantly declined. Fifteen years after its coronation as global leader, America is becoming a fearful and lonely democracy in a politically antagonistic world.”
რატომ არ განხორციელდა ჰუმანიტარული ინტერვენცია რუანდაში
რატომ არ განხორციელდა დროული ჰუმანიტარული ინტერვენცია რუანდის გენოციდის დროს
ავტორი: ინგა კუბეცია, საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
ნაშრომის დაწერის თარიღი: 2008 წლის ივნისი
ანოტაცია
“ჰუმანიტარული ინტერვენცია” გულისხმობს ადამიანის უფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევების ჩამდენი სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სამხედრო, ეკონომიკური და სხვა სახის ძალის გამოყენებას. ინტერვენციისაგან განსხვავებით, რომელიც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია, როგორც ჩაურევლობის პრინციპის დარღვევა, ჰუმანიტარული ინტერვენცია მართლზომიერ აქტად ითვლება, რადგან არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება, ჩაიდინოს თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლით აკრძალული დანაშაული – გენოციდი, აპართეიდი, ეთნიკური წმენდა და სხვ. ჰუმანიტარულ ინტერვენციას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა სახე, მაგალითად, ნატოს მოქმედება იუგოსლავიის პროვინცია კოსოვოში 1999 წელს, გაეროს მიერ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქცევა ეკონომიკურ, სავაჭრო და პოლიტიკურ ბლოკადაში 1970-1990-იან წლებში და სხვ.
ტერმინი “ჰუმანიტარული ინტერვენცია” (ან ჰუმანიტარული ჩარევა) უცხოა საერთაშორისო სამართლისათვის, მაგრამ გაეროს ქარტიის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ჩარევას კრძალავს, შეიცავს ფრაზას, რომელიც `მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ საფრთხის შექმნის შემთხვევაში~ უშიშროების საბჭოს მთელ რიგ უფლება-მოვალეობებს აკისრებს, მათ შორის, ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების ვალდებულებაც მოიაზრება. 1990-იან წლებში, აღნიშნული ფრაზის მრავალგვარი ინტერპრეტაცია გაჩნდა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების საბაბით ჩარევის არაერთი ფაქტი მოხდა. ჩარევის თითქმის ყოველი ფაქტი უშიშროების საბჭოს თანხმობით ხდებოდა.
Books – Diplomacy
by Henry Kissinger
Review of the Book by New York Times
In a letter to the editor (April 24, 1994), Henry Kissinger charged that my review of his “Diplomacy” reflected ideological or personal animus. I am surprised at such a reaction to a review that compliments the book’s unusual “marriage of vision and shrewdness,” likens it to Machiavelli’s classic “Discourses” and predicts that future generations will read it, like Machiavelli’s book, “for its wisdom.” Far from quoting Mr. Kissinger as praising Stalin and Mao to establish that he “never met a dictator [ he ] did not like,” the review stresses his new insistence that political leaders must respect values as well as power.
The review does criticize “Diplomacy” as a history. It cites some examples of mistakes about particulars. Though Mr. Kissinger protests that these examples are distorted, his letter actually makes them more telling.
To take one example, the review objected to the statement that Wilsonian self-determination was “unfamiliar” to European diplomats of World War I. Mr. Kissinger counters that his meaning was plain. In practice, he says, European diplomats thought the balance of power “took precedence over the preferences of the affected population.” This defense misses the point, which was that European diplomats had come to expect the contrary well before hearing from Wilson. Beaten upon by Benes, Masaryk, Pasic and their many allies, including the publisher of The Times of London, European diplomats already contemplated peace treaties providing for self-determination. To claim precision for the adjective “unfamiliar” is to defend an outmoded and oversimplified contrast between American sentimentalism and European realism.
Mr. Kissinger characterizes such complaints as “technical” and “petty.” The review cited specifics, however, not to say “Gotcha!” but to illustrate weaknesses of “Diplomacy” as a history. Mr. Kissinger’s scholarly credentials and public stature give his name on the title page the quality of a Good Housekeeping Seal of Approval. Thousands of readers may think “Diplomacy” an authoritative history of statecraft since the 17th century. Many may never look at another. That will be their loss, for the book does not take pains to reconstruct the past as the past rather than as a source of parables for the present.
Mr. Kissinger is right in calling me to account for saying that he ignored Harold Nicolson’s “Diplomacy.” As he points out, his book has a copyright page disclaimer, saying that Nicolson’s early book was “quite different in scope, intentions, and ideas.” Though I missed that disclaimer and apologize, I would note that its wording supports my general point, which was not that Nicolson had been slighted, but that Mr. Kissinger’s book tells readers almost nothing about previous writings on the subject.
Mr. Kissinger worked very hard on those parts of “Diplomacy” that bear on current and future foreign policy issues. He kept revising the forward-looking final chapter almost until publication day. And he was right to do so, for he is deservedly one of the world’s most listened-to policy analysts. He did not take equally seriously his professional responsibilities as a historian, and that is a shame. ERNEST R. MAY Cambridge, Mass.
ჩეჩენი მოხალისეების მონაწილეობა აფხაზეთის ომში
ავტორი: გივი თოდუა, საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
ნაშრომის დაწერის თარიღი: 2009 წლის ივნისი
ანოტაცია
საკვლევი თემა ეხება ჩეჩენი მოხალისეების მონაწილეობას ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში, რომელიც 1992-1993 წლებში მიმდინარეობდა. აფხაზეთისა და ჩეჩნეთის საკითხი დღესაც აქტუალურია და ფართო განხილვის საგანს წარმოადგენს. კავკასია, თავისთავად, მეტად საინტერესო რეგიონია განსხვავებული კულტურებისა და განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების არსებობის გამო, რომელთა შორისაც ორი ეთნიკური ჯგუფი: აფხაზები და ჩეჩნები არსებითად გამოირჩევიან თავიანთი მნიშვნელობით და შეიძლება ითქვას, ორ განსაკუთრებულ ძალას წარმოადგენენ.
თემის გაანალიზებისას ჩამოვაყალიბე საკვლევი კითხვა: რამ გამოიწვია ის, რომ ჩეჩნური რაზმები შამილ ბასაევის მეთაურობით ფაქტობრივად რუსების მხარდამხარ იბრძოდნენ აფხაზეთში? აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემისას კი მივიღე ჰიპოთეზა, რომ ჩეჩნების მონაწილეობა აფხაზეთის ომში არ იყო მარტივად რუსების მხრიდან გაცემული ბრძანების შედეგი. ეს იყო იდეურად, ეთნიკურად და რელიგიურად მოტივირებული ნაბიჯი. ჩემი ჰიპოთეზის ასახსნელად გამოვიყენე კონსტრუქტივიზმის თეორია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს ქცევა განისაზღვრება ელიტური ნაწილის რწმენების, კოლექტიური ნორმების და სოციალური იდენტურობის საფუძველზე. ანალიზის მთავარი ელემენტები არიან ინდივიდები და ამ ნაშრომში სწორედ ინდივიდებისა და ინდივიდების მიერ შექმნილი ჯგუფის ქცევის განმაპირობებელ ფაქტორებზეა საუბარი.
ჩეჩენთა მონაწილეობის ასახსნელად აფხაზეთის ომში, ნაშრომში ასევე მიმოვიხილავ, ისეთ მნიშვნელოვან განმაპირობებელ ფაქტორებს, როგორებიცაა:
1. ისტორიული წარსულის როლი კოლექტიური იდენტობის ჩამოყალიბებაში.
2. კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია.
3. შამილ ბასაევის პიროვნება
4. საბრძოლო გამოცდილების მიღების სურვილი .
შიში და სიძულვილი მექსიკაში
ავტორი: ანდრია მერაბიშვილი
თარიღი: იანვარი 2010
მექსიკური ნარკოკარტელების აღმასვლა დაიწყო 80-იან წლებში. თავიდან ისინი კოლუმბიური კოკაინის ექსპორტიორი და სატრანზიტო ორგანიზაციები იყვნენ. მათ შორის ყველაზე გამორჩეული სინალოას კარტელი (Sinaloa Cartel) და მექსიკის ყურის კარტელია (Cártel del Golfo), რომლებიც დღესაც ყველაზე გავლენიან ძალას წარმოადგენენ ნარკოსამყაროში. მექსიკური კარტელები განსაკუთრებით გაძლიერდნენ ახალ საუკუნეში, მას შემდეგ რაც კალისა და მედელინის ცნობილი კოლუმბიური კარტელების გავლენა შემცირდა აშშ-ში. მექსიკის სატრანზიტო ფუნქციის გაზრდას ასევე ხელი შეუწყო ფლორიდის კოკაინის მარშრუტის დაკეტვამ.
ნარკოკარტელების მთავარი საქმიანობა – კოლუმბიური და სამხრეთ ამერიკული ნარკოტიკების, ძირითადად კოკაინისა, მეტამფეტამინების, ჰეროინისა და მექსიკური მარიხუანას შეტანა აშშ-ში. თუმცა ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ერთად, კარტელები არც სხვა ტიპის საქმიანობას ერიდებიან, როგორიცაა იაღარის კონტრაბანდა, ადამიანების გატაცება და შეკვეთილი მკვლელობები.
დღესდღეობით მექსიკური ნარკოკარტელების ძალაუფლება გაიზარდა იმდენად, რომ ისინი აკონტროლებენ მექსიკურ მუნიციპალიტეტებს, გავლენას ახდენენ არჩევნებზე, უზრუნველყოფენ კონტრაბანდული მარშრუტების უსაფრთხოებას მექსიკიდან აშშ-ში, ფლობენ საკმაოდ მნიშვნელოვან სამხედრო ტექნიკას, როგორიცაა ავტომატური იარაღები, ჭურვმტყორცნები, ჯავშანჟილეტები და კევლარის ჩაფხუტები.
2006 წლამდე მექსიკის მთავრობა შედარებით პასიურ პოლიტიკას ატარებდა ნარკობიზნესის წინააღმდეგ, რაც საშუალებას აძლევდათ კარტელებს მაქსიმალური თავისუფლებით ესარგებლათ, რაშიც ერთმანეთს შორის ბრძოლაც იგულისხმება. ამგვარი დაპირისპირებები კი ხშირად უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის ტერიტორიაზე, ქალაქებსა და სოფლად მიმდინარეობდა, რასაც მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოყვებოდა. 2006 წელს მექსიკის პრეზიდენტმა ფელიპე კალდერონმა 6,500 ჯარისკაცი გააგზავნა მიჩოაკანის შტატში ადგილობრივ ნარკოდილერებთან საბრძოლველად, რაც მექსიკის მთავრობასა და ნარკოკარტელებს შორის ომის დასაწყისად მიიჩნევა. მას შემდეგ, კალდერონმა კიდევ უფრო გააძლიერა ანტი-ნარკოტიკული კამპანია და დღეისათვის მასში სხვადასხვა მონაცემებით 25,000-დან 45,000-მდე ფედერალური ჯარისკაცია ჩაბმული. მიუხედავად აღნიშნული მასშტაბებისა, პოლიტიკის ეფექტურობას ხელს უშლის ასევე მასშტაბური კორუფცია მექსიკის მთავრობასა და პოლიციაში, რომელიც გასაქანს აძლევს ნარკოკარტელებს. მოკლე შესავალი მიმოხილვის შემდეგ, სანამ უფრო კონკრეტულად განვიხილავთ აღნიშნული პრობლემის ძირითად მახასიათებლებს, მასშტაბებსა და არსებულ თუ მომავალ შესაძლო საფრთხეებს, თავად მექსიკაში მოქმედი ძირითადი ნარკოკარტელები მიმოვიხილოთ. (more…)
ადამიანის უფლებათა მიმოხილვა ჩინეთსა და ცენტრალურ აზიაში – 26.12.2009
მანჯურიელი დისიდენტი
25 დეკემბერს ლიუ სიაობოს (Liu Xiaobo), ჩინელ მწერალსა და ადამიანის უფლებათა აქტივისტს, 11 წელი მიუსაჯა ბეიჯინგის სახალხო სასამართლომ. მას ბრალად ედება „სახელმწიფოს დამხობისკენ მოწოდების“ დანაშაული. ბრალდებისა და შესაბამისად, სასჯელის მთავრი მიზეზი არის რამდენიმე სტატია და „ქარტია 08“, რომელიც ლიუ სიაობომ 2008 წლის დეკემბერში, თავის თანამოაზრეებთან ერთად გამოსცა. „ქარტია 08“ არის პეტიცია, რომელიც ითხოვს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და კომუნისტური პარტიის მონოპოლიის დასრულებას, ყველაზე მეტად კი ჩინეთში სიტყვის თავისუფლების არსებობას. მისი სახელი კი ჩეხი დისიდენტების მიერ საბჭოთა პერიოდში გამოცემული „ქარტია 77“-ის მინიშნებაა. „ქარტია 08“-ში წერია, რომ ჩინეთში „სიტყვა აღარ უნდა განიხილებოდეს, როგორც დანაშაული“. დოკუმენტი გამოიცა ინტერნეტში, 2008 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს და უმალ მოიპოვა მხარდაჭერა 10 000-მდე ხელმოწერის სახით. სულ მალე, ჩინეთის ცენზურამ ქარტია ინტერენეტ-სივრციდან ამოიღო.
25 დეკემბერს გამოტანილი 11-წლიანი პატიმრობა პირველი არ არის ლიუ სიაობოსთვის. 1989 წლის ტიანანმენის საპროტესტო გამოსვლებისთვის მან 21 თვე გაატარა ციხეში, ხოლო 1996 წელს სხვა დაკავებულების განთავისუფლების მოთხოვნისათვის 3 წლით გაუშვეს სამუშაო ბანაკში.
ლიუ სიაობოს საქმეს გამოეხმაურნენ ბეიჯინგში მყოფი დასავლელი დიპლომატები, თუმცა ისინი, ისევე როგორც ბრალდებულის ცოლი არ დაუშვეს სასამართლოზე. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სპიკერმა დასავლელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების კრიტიკას „ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა“ უწოდა.
ჰონგ კონგის Human Rights Watch-ის მკვლევარმა ნიკოლას ბეკელინმა (Nicholas Bequelin) განაცხადა, რომ ჰუ ჯინტაოს (Hu Jintao) ადმინისტრაცია უფრო და უფრო ამკაცრებს ზომებს, რომლებიც ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვისკენ არის მიმართული. ამით ის სხვა ქვეყნებს ატყობინებს, რომ მისთვის ადამიანის უფლებები უმნიშვნელოა.
ვისკონსინის უნივერისტეტის ჩინეთის პოლიტიკის ექსპერტის ედვარდ ფრიდმანის (Edward Friedman) აზრით, დასავლეთი ცდებოდა, როდესაც ჩინეთის ეკონომიკური პროგრესი პოლიტიკური ლიბერალიზაციის საფუძვლად მიაჩნდა. დღეისათვის ნათლად გამოჩნდა, რომ რეჟიმისა და ძალაუფლებაზე მონოპოლიის შენარჩუნებაა ჩინეთის მთავრობის მთავარი საფიქრალი.
ადამიანის უფლებათა მრავალი ადვოკატი მიიჩნევს, რომ ჩინეთის მთავრობის ამგვარი დამოკიდებულება დასავლეთის პოლიტიკოსების ბრალია, როდესაც ისინი ჩინეთის ეკონომიკური ძლიერების გაფართოებასთან ერთად ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ადამიანის უფლებების მდგომარეობას ქვეყანაში. ამის მაგალითად შეიძლება ჰილარი კლინტონის ჩინეთში ვიზიტი მივიჩნიოთ მიმდინარე წლის თებერვალში, როდესაც განსახილველი საკითხების სიაში ირანისა და ჩრდილოეთ კორეის თემებმა წამოიწია ადამიანის უფლებების მდგომარეობის უგულვებელყოფის ხარჯზე. ამერიკის პასიურ პოზიციაზე აგრეთვე მეტყველებს ობამას გადაწყვეტილება, როდესაც მან ბეიჯინგში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე გადადო დალაი ლამასთან შეხვედრა, რათა ჩინეთის შეურაცხყოფისგან თავი აერიდებინა.
ქარტია 08
ნაწილი 1
ნაწილი 2
მომზადებულია nytimes.com-ის წყაროს მიხედვით
ყირგიზი ჟურნალისტის მკვლელობა ყაზახეთში
16 დეკემბერს, ყაზახეთის ქალაქ ალმატიში (ყოფილი დედაქალაქი ალმა-ატა) თავს დაესხნენ ცნობილ ყირგიზ ჟურნალისტს გენადი პავლიუკს (Gennadi Pavlyuk). სასტუმროს ნომერში მყოფი პავლიუკი თავდამსხმელებმა საიზოლაციო ლენტით დააბეს და სასტუმროს მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადააგდეს. კომაში მყოფი ჟურნალისტი რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.
აღნიშნული მკვლელობა საინტერესო იმით არის, რომ გენადი პავლიუკი ყირგიზეთში ცნობილი იყო როგორც პრეზიდენტ კურმანბეკ ბაკიევის (Kurmanbek Bakiyev) მტკიცე მოწინააღმდეგე. ამასთან, პავლიუკი მჭიდროდ თანამშრომლობდა ოპოზიციის მთავარ კანდიდატთან, პარლამენტის ყოფილ სპიკერთან ომურბეკ ტეკებაევთან (Omurbek Tekebaev). ტეკებაევისა და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მტკიცებით, მკვლელობაში ბრალი პრეზიდენტ ბაკიევს ედება. ტეკებაევი აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც პრეზიდენტის სპეცსამსახურები ადამიანებს მეზობელ ქვეყნებში უსწორდებიან. ამგვარი ტაქტიკით ცდილობენ ეჭვის გაფანტვას.
როგორც ჩანს, ყირგიზეთში ჟურნალისტების მკვლელობა მართლაც არაა იშვიათი მოვლენა. 2007 წელს მოკლეს ჟურნალისტი ალიშერ საიპოვი (Alisher Saipov), რომელიც რუსული ინტერნეტ გამოცემა ferghana.ru-ს და „ამერიკის ხმის“ თანამშრომელი იყო. 2005 წლის შემდეგ, როდესაც კურბანბეკ ბაკიევი მთავრობაში მოვიდა, ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე რეგულარულად მიმდინარეობს თავდასხმები, რამდენიმე მათგანი კი სიკვდილით დასრულდა, როგორც ეს პავლიუკისა და საიპოვის შემთხვევაში მოხდა. დამნაშავეები იშვიათად ისჯებიან. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციებისგან განსხვავებით, აშშ-ის მთავრობა ნაკლებად ერევა აღნიშნულ საკითხებში და ცდილობს ბაკიევთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას, რისი მნიშნელობაც განსაკუთრებით გამოჩნდა მიმდინარე წლის დასაწყისში, როდესაც ბაკიევმა ამერიკელებისთვის მანასის საჰარეო ბაზის დახურვა მოისურვა. ობამას ადმინისტრაციის მხრიდან ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, ივნისში ბაკიევმა გადაწყვეტილება ისევ ამერიკელების სასარგებლოდ შეცვალა. როგორც ჩანს, ბაკიევისთვის საჰარეო ბაზის საკითხი ძალაუფლების შენარჩუნებისა და ამერიკის მხარადჭერის ეფექტური მანიპულირების საშუალებაა.
მომზადებულია nytimes.com-ის წყაროს მიხედვით
ახლო აღმოსავლეთი & მექსიკა – News for Dec 23
ნეთანიაჰუს ნაბიჯი
მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მშენებარე ებრაული დასახლებები ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი საკითხია მიმდინარე კონფლიქტისა პალესტინასა და ისრაელს შორის. პალესტინელები დიდი ხანია ითხოვენ ამ მშენებლობების შეჩერებას. სულ ცოტა ხნის წინ, ნოემბრის ბოლოს, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბევრისთვის საკვირველი ნაბიჯი გადადგა: მან დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე მშენებლობების 10-თვიანი შეჩერება გამოაცხადა. ამგვარი ნაბიჯი მოულოდნელი იყო მათთვის, ვინც ნეთანიაჰუს პოლიტიკურ კარიერას იცნობს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი მტკიცე მოწინააღმდეგე იყო პალესტინური სახელმწიფოსი და მშენებლობებს მუდმივად მხარს უჭერდა. თუმცა ნეთანიაჰუს ამ ნაბიჯს წინაპირობა ჰქონდა. ასევე ბევრისთვის გასაკვირად, მან ივნისში მოიწონა „ორი-სახელმწიფოს“ გეგმა, რომელიც ერთ-ერთი ალტერნატიული და ჯერჯერობით ყველაზე პოპულარული გზაა კონფლიქტის გადაჭრისა. აღნიშნული გეგმა გულისხმობს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც ისრეალის სახელმწიფოსთან ერთად იარსებებს. ამის წინაპირობა კი ებრაელებისა და პალესტინელების მხრიდან ერთმანეთის სახელმწიფოებრიობის აღიარებაა.
აქამდე ამ გეგმის განხორციელება რთული იყო, რადგან ებრაელები არ წყვეტდნენ „პალესტინური მიწის კოლონიზაციას“, როგორც ამას პალესტინელი დიპლომატი საებ ერაკატი აცხადებდა. მას შემდეგ რაც ისარელის მხრიდან ნაბიჯი გადაიდგა თანამშრომლობისაკენ, ებრაელი პოლიტიკოსები ელოდებიან შემხვედრ ნაბიჯს პალესტინელებისგან, თუმცა ჯერჯერობით მაჰმუდ აბასი არ ჩქარობს მოლაპარაკებების განახლებას, რომელიც მისი ინიციატივით შეწყდა ღაზას სექტორის დაბომბვის გამო გასულ იანვარში. მაჰმუდ აბასის განცხადებით, ისინი მოლპარაკებებს მხოლოდ მაშინ გააგრძელებენ, როდესაც ისრაელი სრულად შეწყვეტს დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე მშენებლობებს.
ნეთანიაჰუს შერბილებული პოლიტიკა კი ლიკუდის პარტიაში ბევრს არ მოსწონს, რადგან ლიკუდის პარტია პალესტინის საკითხის მიმართ რადიკალური პოზიციით გამოირჩევა. სამაგიეროდ, ნეთანიაჰუს ნაბიჯს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ყავს ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესის სახით, რომელიც დიდი ხანია „ორი-სახელმწიფოს“ იდეის მომხრედ ითვლება.
მომზადებულია nytimes.com-ის წყაროს მიხედვით
მექსიკის არმიის ოპერაცია მნიშვნელოვანი წარმატებით დასრულდა
16 დეკემბერს მექსიკის შეიარაღებული ძალების 400-მდე ჯარისკაცმა ოპერაციის შედეგად მოკლა მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ნარკოდილერი, ბელტრან-ლეივას კარტელის ბოსი არტურო ბელტრან-ლეივა კუერნავაკაში მდებარე თავისივე სახლში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება, რასაც მექსიკის მთავრობამ მიაღწია 2006 წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა ფელიპე კალდერონმა ნარკოკარტელებთან ბრძოლა დაიწყო.
არტურო ბელტრან-ლეივას კარტელი გავლენით მესამე ადგილზეა მექსიკაში სინალოასა და გალფ (მექსიკის ყურის) კარტელის შემდეგ. ბელტრან-ლეივა განსაკუთრებით აქტიურად საქმიანობდა მექსიკის ცენტრალურ შტატებში და კონტრაბანდის მარშრუტის სახით მექსიკის აეროპორტსაც კი იყენებდნენ, რათა აშშ-ში გაეტანათ სამხრეთ-ამერიკული და მექსიკური ნარკოტიკული ნივთიერებები.
როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება, ბელტრან-ლეივას კარტელი და მისი სამხედრო შენაერთი, არტუროს შეიარაღებული ძალები (Fuerzas Armadas de Arturo) განსაკუთრებით გააქტიურდნენ სექტემებრის შემდეგ. დაჯგუფებას ბრალად ედება მრავალი მკვლელობა, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი.
მომზადებულია nytimes.com-ის წყაროს მიხედვით
ჩინური ამბები 22.12.2009
ინვესტიციების დიპლომატია
დროა საერთაშორისო ურთიერთობებში მყარად დამკვიდრდეს ტერმინი “ინვესტიციების დიპლომატია” (თუმცა არსებობს მსგავსი ტერმინი – “დოლარის დიპლომატია”).
ორიოდე დღის წინ კამბოჯამ ჩინეთს გადასცა 20 უიღური, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ჩინეთის პროვინცია სინძიანში მომხდარ არეულობაში მონაწილეობაში. 2009 წლის ივლისში პროვინციის დედაქალაქ ურუმქიში საპროტესტო ტალღამ 200–მდე ადამიანი შეიწირა. საპასუხოდ ჩინეთის მთავრობამ რამდენიმე ადამიანი სიკვდილით დასაჯა, ასეულობით კი დააპატიმრა. ოცდაორმა უიღურმა ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციის წყალობით მოახერხა ჩინეთიდან გამოქცევა. ორი უგზო–უკვლოდ დაიკარგა, ხოლო დანარჩენი ოცი კი კამბოჯამ ჩინეთს გადასცა. ჩინეთის კანონმდებლობის მიხედვით მათ გაასამართლებენ, ზოგიერთი შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე ციხეში მოხვდეს, არ არის გამორიცხული ზოგიერთს სიკვდილით დასჯაც.
ამერიკის შეერთებული შტატები, ადამიანის უფლებათა დამცველი სხვადასხვა ორგანიზაციები ეწინააღმდეგებოდნენ უიღურების ჩინეთისთვის გადაცემას, მაგრამ უშედეგოდ.
საპასუხოდ (მადლიერმა) ჩინეთის მთავრობამ კამბოჯაში ინვესტიციების გაკეთება გადაწყვიტა. ჩინეთი ამ ქვეყანაში აქამდეც აქტიურად იყო დასაქმებული – კამბოჯის ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სფეროების განვითარება ჩინეთის დახმარებით ხდებოდა. 2009 წლის ოქტომბერში ჩინეთმა 900 მილიონი დოლარის ღირებულების სხვადასხვა სავაჭრო გარიგება დადო კამბოჯასთან, ახლა კი დახმარების, გრანტებისა და ინვესტიციების სახით კამბოჯა 1.2 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
“ინვესტიციების დიპლომატია” ჩინეთისათვის აპრობირებული მეთოდია. რამდენიმე თვის წინ გვინეის ჯარმა დაარბია მშვიდობიანი დემონსტრანტები, რასაც მრავალი ადამიანი შეეწირა. გვინეას მართავს ლეიტენანტი მუსა დადის კამარა. ამერიკამ და ევროკავშირმა ეკონომიკური ემბარგო დაუწესეს გვინეას და ყველას მოუწოდეს კავშირი გაეწყვიტა ამ ქვეყანასთან. ცოტა ხნის შემდეგ ჩინეთმა ახალი სავაჭრო–საინვესტიციო პაკეტი შესთავაზა გვინეას – ჯამში 7 მილიარდი ღირებულების, რომელიც რამდენიჯერმე აღემატება გვინეის ბიუჯეტს.
ჩინეთი კოპენჰაგენის სამიტზე
სამიტი დასრულდა. უშედეგოდ.
ამერიკა, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკა შეთანხმდნენ გარკვეული ზომების მიღებაზე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ არის იურიდიული ძალის მქონე, ანუ ყველაფერი კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
კოპენჰაგენის სამიტზე შეკრებილმა 192 ქვეყანამ ვერ მოახერხა კონკრეტული სამქომედო გეგმის შემუშავება.
ჩინეთი და სხვა ძლიერი განვითარებადი სახელმწიფოები ადანაშაულებენ განვითარებულ ქვეყნებს, რომ დიდი ხნის მანძილზე ვერ შეძლეს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა, აგრეთვე მათი აზრით “ჩრდილოეთის” ქვეყნები არ ხარჯავენ საკმარისად.
ბრიტანეთის გარემოს დაცვის მინისტრმა ედ მილიბანდმა Guardian -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნები ახლოს იყვნენ გადაწყვეტილების მიღებასთან და 4–5 ქვეყანამ ყველაფერი ჩაშალა. მან დაადანაშაულა ჩინეთი 2 რეზოლუციის ჩაგდებაში.
საპასუხოდ ჩინეთმა ამ განცხადებას არაკორექტული უწოდა. ჩინეთის წარმომადგენელმა “ცალკეული ბრიტანელი პოლიტიკოსი” “პოლიტიკურ ინტრიგებში” დაადანაშაულა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი–მუნმა განაცხადა, რომ შემდეგ წელს უნდა იქნეს იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილება.
ჩინეთისა და ტაივანის ეკონომიკური თანამშრომლობა
ჩინეთის ოფიციალური წარმომადგენელი ჩავიდა ტაივანში ეკონომიკური თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად. საუბარი Economic Co-operation Framework Agreement (ECFA)–ზე, რომელიც ითავალისწინებს ჩინეთსა და ტაივანს შორის თავისუფალ ვაჭრობას. ტაივანის პრეზიდენტი მა ინგ–ჟუ (Ma Ying-jeou), რომელიც პრო–ჩინურ პოლიტიკოსად ითვლება, მიიჩნევს, რომ ეს შეთანხმება ტაივანს მხოლოდ წაადგება.
ტაივანის დედაქალაქ ტაიპეის პროტესტის ტალღამ გადაუარა, 30 000 ადამიანი გამოვიდა ქუჩაში მოლაპარაკების მეოთხე რაუნდის გასაპროტესტებლად. ისინი შიშობენ, რომ ტაივანს “წალეკავს” იაფი ჩინური პროდუქცია, რაც გამოიწვევს მრეწველობის დაცემას ტაივანში, მრავალი ადამიანი დაკარგავს სამსახურს და საბოლოოდ ტაივანი გახდება ეკონომიკურად ჩინეთზე დამოკიდებული. ტაივანის პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ თუ ჩინეთი და ტაივანი ვერ შეთანხმდებიან, ტაივანს მოელის ეკონომიკური მარგინალიზაცია ჩინეთისგან, რომლსაც შეიძლება უარესი შედეგები მოჰყვეს.
2009 წლის აგვისტოში ტაივანს ტაიფუნმა გადაუარა. ქვეყნის მთავრობამ ვერ შეძლო ზარალის ეფექტურად აღმოფხვრა, რამაც მისი პოპულარობის ვარდნა გამოიწვია.
ტაივანის ოპოზიციურმა დემოკრატიული პროგრესის პარტიამ (Democratic Progressive Party), რომელიც ტაივანის დამოუკიდებლობაზე აკეთებს აქცენტს, ბოლო ადგილობრივ არჩევნებში სერიოზული გამარჯვება მოიპოვა.
Is it CHANGE or JUST WAR that we believe in, Mr. President?

ავტორი: ანდრია მერაბიშვილი
თარიღი: დეკემბერი 2009
რატომ აირჩიეს ამერიკელებმა ობამა? საინტერესო იქნებოდა კვლევის ჩატარება ამ კითხვაზე მიზეზების გასაცემად, მაგრამ კვლევის გარეშეც ცხადია და ამას თავად ობამას წინა-საარჩევნო ლოზუნგებიც მოწმობს, რომ დემოკრატი ობამას არჩევა მეტწილად ჯორჯ ბუშის რვაწლიანმა ეპოქამ განაპირობა. მუსლიმებთან ომობანა კი ბუშის პოლიტიკის ის ასპექტია, რომელიც ამერიკელებისთვის და არა მარტო მათთვის ყველაზე მომაბეზრებელი იყო. ამ ფონზე, ცვლილებების იმედით ამერიკელებმა 2008 წლის 4 ნოემბერს პრეზიდენტად ობამა აირჩიეს. თან გაიხსენეთ, ვინ იყო ობამას მთავარი მოწინააღმდეგე? ყოფილი სამხედრო, რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი, რომლის საგარეო პოლიტიკური ხედვა დიდად არ განსხვავდება ასევე რესპუბლიკელი ბუშისგან. ამ ხედვის მთავარი ასპექტი კი სამხედრო ძლიერების გამოყენებაა საგარეოპოლიტიკური მიზნის მისაღწევად. ეს მცირე და ზედაპირული მიმოხილვაა იმისა, თუ რა პირობებში და რა მიზეზებით შეძლო ილინოისის შავკანიანმა სენატორმა თეთრი სახლის 4 წლით „დაქირავება“. შეიძლება ითქვას, რომ ობამას გამარჯვება განაპირობა იმ ხალხმა, ვისაც სჯერ(ოდ)ა, რომ ახალი პრეზიდენტი მუსლიმებთან ომს შეწყვეტდა, დახურავდა გუნატანამოს, შეამცირებდა იარაღს, ხოლო მსოფლიოში და შესაბამისად ამერიკაშიც მშვიდობა დაისადგურებდა. ეს რა თქმა უნდა ზედმეტად იდეალისტური სურათია, მაგრამ დამერწმუნებით იდეალისტური რიტორიკა ნამდვილად არ აკლდა ობამას წინასაარჩევნო კამპანიას.
ბოლომდე გასაგები არაა, რატომ დაიმსახურა ობამამ ნობელის მშვიდობის პრემია, თუმცა არსებობს რამდენიმე მიზეზი. ის თუ რამდენად დამსახურებულია ამ მიზეზების გამო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღება, ეს უკვე საკამათო საკითხია. მიზეზებს შორის უმთავრესად ასახელებენ ობამას მიერ მტრულად განწყობილი ქვეყნების მიმართ თანამშრომლობისთვის გაწვდილ ხელს, უფრო კონკრეტულად:
• ირანთან ნორმალური ურთიერთობების დამყარების მცდელობა და დუმილი მაშინ, როდესაც ირანის მთავრობამ პროტესტანტები დაარბია თეირანის ქუჩებში;
• კაიროში წარმოთქმული სიტყვა მუსულმანურ სამყაროსთან თანამშრომლობის მზადყოფნის გამოსახატავად;
• წლის პირველ ნახევარში აქტიური ჩართულობა პალესტინის პრობლემის „ორი სახელმწიფოს“ გეგმით გადასაჭრელად და ნეთანიაჰუსთან მოლაპრაკებები;
• ავღანეთის მთავრობასთან თანამშრომლობის გაზრდა;
• რუსეთთან მოსალოდნელი ხელშეკრულება ბირთვული იარაღის შემცირებასთან დაკავშირებით.
ერთი შეხედვით შთამბეჭდავია ერთი წლის განმავლობაში ამდენი სასიკეთო ძვრა თანშრომლობისაკენ, მაგრამ მეორე მხრივ შედეგი არ ჩანს. პალესტინაში მაჰმუდ აბასი ჯერ კიდევ უარს აცხადებს ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებების განახლებაზე, ირანში კი მუჰამედ აჰმედინეჯადს არც ამერიკასთან დამეგობრების და არც თანამდებობის დატოვების არავითარი პირი უჩანს, ხოლო ავღანეთში იმდენარდ გართულდა საქმე, როგორც არასოდეს: აფეთქებები და ტყვეების გატაცებები არ კლებულობს, ისევე როგორც ამერიკელ ჯარისკაცთა რაოდენობა. მშვიდობა და თანამშრომლობა? ჯერჯერობით არ ჩანს. (more…)











leave a comment